მიმაჩნია, რომ ყველა აკრედიტებულ მედიას უნდა მიეცეს საშუალება იყოს პარლამენტში და გააშუქოს დღევანდელი დღე - სახალხო დამცველი

პარლამენტში, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა უკვე 2 საათია ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. სხდომის დაწყებისას, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ სხდომაზე დასწრების საშუალება ყველა მედია საშუალებას არ ეძლევა, რაზეც, სხდომის წამყვანმა, კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ სხდომას ყველა ის მედიასაშუალება და არასამთავრობო ორგანიზაცია ესწრება, ვინც წინასწარ დასწრების სურვილი გამოთქვა.

აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა სახალხო დამცველი. ლევან იოსელიანის შეფასებით, ყველა აკრედიტებულ მედიას უნდა მიეცეს საშუალება გააშუქოს დღევანდელი საკომიტეტო განხილვა.

"მიმაჩნია, რომ ყველა აკრედიტებულ მედიას უნდა მიეცეს საშუალება იყოს პარლამენტში და გააშუქოს დღევანდელი დღე იმ პერსპექტივიდან, როგორც მას მიაჩნია სწორად, დასვას კითხვები და მიიღოს პასუხები," - წერს ლევან იოსელიანი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714409066

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე სპორტსმენებზე: მივულოცოთ და მადლობა გადავუხადოთ თითოეულ იმ გმირ ბიჭს, რომელმაც ეს სიხარული გვარგუნა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ქართველ სპორტსმენებს გამარჯვებებისა და წარმატებებისთვის მადლობა გადაუხადა. მან ა...

მამუკა მდინარაძე

1714408232

ახალი ამბები

„ჩვენი დღევანდელი ბრძოლა არ არის ბრძოლა უბრალოდ ორი კანონის მისაღებად, ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტისა და ეროვნული იდენტობის დასაცავად“- კახა კალაძე

თბილისის მერის, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, დღეს ქვეყანაში ადგილი აქვს ფსევდოლიბერალურ პროპაგანდას, ხდება შეტევა მართლმადიდებელ ეკლესიაზე და არის მცდელობა არ...

კახა კალაძე

1714406810

ახალი ამბები

რუსთაველის გამზირზე „საყოველთაო სახალხო შეკრება“ მიმდინარეობს

თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე „ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებული საერთო სახალხო შეკრება დაიწყო.  შეკრება ოფიციალურად 20:00 საათზე, ეროვნული ჰიმნის ფონზე დაიწყო, თუმცა რუსთაველის...

რუსთაველის გამზირზე „საყოველთაო სახალხო შეკრება“ დაიწყო

1714404947

სოციალური მედია

საქართველოს გაუმარჯოს! - ზურა ხაჩიძე „საყოველთაო სახალხო შეკრებაზე“ იმყოფება

დღეს, 29 აპრილს რუსთაველის გამზირზე „საყოველთაო სახალხო შეკრება“ მიმდინარეობს, სადაც პარლამენტის წინ შეკრება 18:00 საათიდან დაიწყო. მთავარი გზავნილი კი არის: მამული, ენა, სარწმუნოება, ევროპისკენ ღირსე...

ზურა ხაჩიძე

1714404535

ახალი ამბები

„მოთმინებით, ღირსებით, ნაბიჯ-ნაბიჯ, რა თქმა უნდა გამჭვირვალობით, ჩვენ აუცილებლად ვიზეიმებთ ევროკავშირის წევრობას ძალიან მალე“ - გიორგი ამილახვარი

„მოგესალმებით რუსთაველის გამზირიდან თავისუფალი, ამაყი საქართველოს მოქალაქე და დღეს აქ ასობით ათასი ასეთი ადამიანი იქნება. ვინც რუსულ კანონს ეძახის გამჭვირვალობას, დემოკრატიულ ღირებულებებს, ისინი არიან...

გიორგი ამილახვარი