სუსი: რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე, მათგან ერთი უკვე გათავისუფლდა

 რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე. მათგან ერთი უკვე გათავისუფლდა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, ხოლო ორი კვლავ უკანონო პატიმრობაში რჩება. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

„ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზი“.

ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1747812602

საზოგადოება

ირაკლი რუხაძე: 2008 წლის ზაფხულში შემხვდა კეზერაშვილი და მითხრა, რომ ბადრის მეუღლემ შეწყვიტოს ბრძოლა და შენ ჩემს მეგობარს გადაუფორმე „ბორჯომი“ 15 მილიონ დოლარადო. ჩემი უარის შემდეგ, მეორე დილას აფეთქდა ჩემი მანქანა

ბადრის სიკვდილის შემდეგ როცა გვეგონა, რომ შეგვეშვებიან ახლა და მარტო „იმედი“ უნდათ, სულ გააფთრდნენ და ჩვენი აქტივებიც წაგვართვეს. მე გიგი უგულავამ მთხოვა შეხვედრა და რომ მივედი დამხვდა დავით კეზერაშვი...

ირაკლი რუხაძე

1747812497

საზოგადოება

მიგრაციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ირანის, იორდანიის, ერაყის, პაკისტანისა და ინდოეთის -...

მიგრაციის დეპარტამენტი

1747811204

საზოგადოება

ირაკლი რუხაძე: „იმედში“ რომ შევედით, ძალიან გაგვიკვირდა - ნანახი გვაქვს დამსხვრეული აპარატურა და უცებ დავინახეთ, რომ აპარატურა ადგილზე დგას - ერთს ჰქონდა სტიკერი „რუსთავი 2“, შემდეგი მოვატრიალე და იყო სტიკერი „საზოგადოებრივი მაუწყებელი“

ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „იმედის“ დაბრუნებისა და ტელეკომპანიაში შესვლის ეპიზოდი გაიხსენა. მან განაცხადა, რომ „იმედ...

ირაკლი რუხაძე

1747811156

საზოგადოება

ირაკლი რუხაძე: სააკაშვილს „იმედი“ რომ არ დაეხურა, ვერ გააკეთებდა იმას, რაც მერე გააკეთა

საქართველოში თავისუფალი სიტყვის სრული ჩახშობა მოხდა. ეს არის აუცილებელი, იმისთვის რომ მერე ქვეყანაში რაც გინდა ის გააკეთო და იმისთვის, რაც სააკაშვილმა მოუწყო ქვეყანას, იმისთვის რომ აბსოლუტური უკანონობ...

ირაკლი რუხაძე

1747811076

ახალი ამბები

ირაკლი რუხაძე: პირველი დაპირისპირება მთავრობასთან მოხდა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ, როცა ბადრი პატარკაციშვილის სახლთან მდებარე კამერებმა გადაიღეს ის მანქანები, რომლებმაც საწყალი სანდრო და მისი მეგობარი აიყვანეს სასაფლაოზე

პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელს ირაკლი რუხაძეს უსმენენ. მან განმარტა როდის და რატომ დაიძაბა ურთიერთობები „იმედსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლე...

ირაკლი რუხაძე