ნეაპოლის ქართული მართლმადიდებლური ტაძრის სამრევლოს მიმართვა არქიმანდრიტ გაბრიელისადმი

იტალიის ქალაქ ნეაპოლის წმინდა ანდრეა პირველწოდებულის სახელობის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის სამრევლომ, ტაძრის წინამძღვრისადმი სამადლობელი წერილის გავრცელების სურვილი გამოთქვა. ExclusiveTV წერილს, უცვლელად გთავაზობთ:
"ქ.ნეაპოლის წმ. ანდრეა პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარს არქიმანდრიტ გაბრიელს (ღურწკაია).
გვსურს გამოვხატოთ მადლიერება ამ წლების მანძილზე გაწეული დაუღალავი და თავდაუზოგავი შრომისთვის, მამობრივი მზრუნველობისთვის, სიყვარულისა და სითბოსთვის.
გმადლობთ დაუღალავი ლოცვისთვის, მოთმინებისთვის, თანადგომისთვის, სულგრძელობისთვის და იმ სიყვარულის საოცარი მაგალითისთვის, რასაც ათონის მთაზე ბერობაში განვლილი თქვენი ცხოვრება ასე უხვად იძლევა. ვმადლობთ უფალს თქვენი აქ წარმოგზავნისთვის და ამ დიდი წყალობისთვის.
ღვთის წყალობა, მადლი და მფარველობა არ მოგკლებოდეთ.
გისურვებთ ჩვენი ეკლესიის მრევლი ღვთის შეწევნით და თქვენი წინამძღოლობით წარგემართოთ ცხონების გზაზე დაუბრკოლებლად!
იხარეთ ორთავ სოფელსა შინა! პატივისცემით თქვენი სულიერი შვილები!"
1747757433
ახალი ამბებიმათიკაშვილი კოალიცია „ცვლილებისთვის“ ლიდერების მხრიდან გირაოს არ გადახდის გადაწყვეტილებაზე: რაღაც პოლიტიკურ პერფორმანსსაც შეიძლება ჰქონდეს ადგილი
„რაღაც პოლიტიკურ პერფორმანსსაც შეიძლება ჰქონდეს ადგილი“, - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი დავით მათიკაშვილი ნიკა გვარამიას და ზურაბ ჯაფარიძის მიერ გირაოს არ გადახდის გადაწყვეტილებას. მისი თქმით...
1747756191
მსოფლიოკახეთში 13 წლის შვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით მამა დააკავეს
კახეთში 13 წლის შვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით მამა დააკავეს. როგორც ახალი ამბების სააგენტო ექსკლუზივს შსს-ში განუცხადეს, კაცს ბრალი 11 პრიმა 137-ე მუხლით წარუდგინეს. გავრცელებული ინფორმაციით,...
1747752605
საზოგადოებაკოტე ჟღენტი: ასეთი სახის კონფლიქტები, როგორიც რუსეთ-უკრაინის ომია, სწრაფად და უმტკივნეულოდ არასოდეს მთავრდება - მსოფლიოს წამყვანი ძალების იმდენი ინტერესია ერთმანეთთან გადაჭდობილი, რომ სწრაფად ამის მოგვარება შეუძლებელია
ასეთი სახის კონფლიქტები როგორც რუსეთ-უკრაინის ომია, სწრაფად და უმტკივნეულოდ არასოდეს მთავრდება ხოლმე, - განაცხადა დიპლომატმა კოტე ჟღენტმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“. მისი თქმით, ამ ომში მსოფლიოს წამყვა...
1747751358
საზოგადოებაგიორგი მამარდაშვილს საქართველოს 2024 წლის საუკეთესო სპორტსმენის ჯილდო გადაეცა
სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის გამოკითხვის შედეგად, გიორგი მამარდაშვილი 2024 წლის საუკეთესო მამაკაც სპორტსმენად დასახელდა. საქართველოს ნაკრების მეკარე „ვალენსიის“ შემადგენლობაში „მესტალიაზე“ გამართული...
1747750641
საზოგადოებაპროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის, რეალიზაციის მცდელობის და მომზადების ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის, რეალიზაციის მცდელობის და რეალიზაციის მომზადების ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს...