ღუდუშაური „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ბოროტება არ დაბრუნდეს - ამდენი ხნის განმავლობაში საკუთარ თავში ვერ იპოვეს ძალა, რომ გაჩუმდნენ და ჭირისუფლების მიმართ მაინც გამოხატონ პატივისცემა

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობა შეაფასა და აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაბრუნდეს.
„იმ პერიოდში, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი მძვინვარებდა, სისხლის სამართლის ადვოკატი ვიყავი და თუ რაიმეთი შეიძლებოდა რეჟიმს დავპირისპირებოდი, ეს იყო სისხლის სამართლის სფეროში უფლებების დაცვა. თითქოს ეს ყველაფერი ჩვენ ნანახი გვაქვს, მაგრამ ის, რასაც დღეს კომისიის ფარგლებში ვისმენთ, არის აბსოლუტურად გამაოგნებელი. გამაოგნებელია ის, რომ ეს ადამიანები, ეს ბოროტების შემქმნელები არ იცვლებიან.
ადამიანებმა, ამდენი ხნის განმავლობაში საკუთარ თავში ვერ იპოვეს ძალა, რომ არამც თუ სინანული გამოთქვან, არამედ გაჩუმდნენ და ჭირისუფლების მიმართ მაინც გამოხატონ პატივისცემა, მაგრამ ამის საპირისპიროდ გვესმის მათი მხრიდან ქილიკი, დაცინვა და მუქარა.
მინდა ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდებს ვუთხრა, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ იმისთვის, ეს ბოროტება არ დაბრუნდეს. კომისიის ერთ-ერთი ფუნქცია არის, რომ ყველას შევახსენოთ, რომ ეს ბოროტება ჩვენს ქვეყანაში აღარ დაბრუნდეს“, - აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.
პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა დღეს გაიმართა. განსახილველი საკითხი მედიისა და გამოხატვის თავისუფლების უხეში დარღვევის ფაქტები იყო. კომისიის სხდომაზე მიწვეული არიან ჟურნალისტები: გიორგი იაკობაშვილი, ვახტანგ ხუზმიაშვილი, გიორგი მამაცაშვილი, ბექა სივსივაძე და ბონდო მძინარაშვილი.
საგამოძიებო კომისია 2003-12 წლებში მომხდარ ფაქტებს განიხილავს.
1747812783
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენ რომ გავიხსენოთ თბილისი რვა წლის წინ და შევადაროთ, როგორია დღეს ჩვენი დედაქალაქი, არის ძალიან დიდი განსხვავება - დღეს არის ბევრად უფრო განვითარებული, ბევრად უფრო მწვანე, ლამაზი და ეს არის დედაქალაქის მერის დამსახურება
„რომ გავიხსენოთ თბილისი 8 წლის წინ და შევხედოთ, დღეს როგორია ჩვენი დედაქალაქი, არის ძალიან დიდი განსხვავება. დღეს ჩვენი დედაქალაქი არის ბევრად უფრო განვითარებული, ბევრად უფრო მწვანე, ლამაზი და პირველ...
1747812602
საზოგადოებაირაკლი რუხაძე: 2008 წლის ზაფხულში შემხვდა კეზერაშვილი და მითხრა, რომ ბადრის მეუღლემ შეწყვიტოს ბრძოლა და შენ ჩემს მეგობარს გადაუფორმე „ბორჯომი“ 15 მილიონ დოლარადო. ჩემი უარის შემდეგ, მეორე დილას აფეთქდა ჩემი მანქანა
ბადრის სიკვდილის შემდეგ როცა გვეგონა, რომ შეგვეშვებიან ახლა და მარტო „იმედი“ უნდათ, სულ გააფთრდნენ და ჩვენი აქტივებიც წაგვართვეს. მე გიგი უგულავამ მთხოვა შეხვედრა და რომ მივედი დამხვდა დავით კეზერაშვი...
1747812497
საზოგადოებამიგრაციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ირანის, იორდანიის, ერაყის, პაკისტანისა და ინდოეთის -...
1747811204
საზოგადოებაირაკლი რუხაძე: „იმედში“ რომ შევედით, ძალიან გაგვიკვირდა - ნანახი გვაქვს დამსხვრეული აპარატურა და უცებ დავინახეთ, რომ აპარატურა ადგილზე დგას - ერთს ჰქონდა სტიკერი „რუსთავი 2“, შემდეგი მოვატრიალე და იყო სტიკერი „საზოგადოებრივი მაუწყებელი“
ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „იმედის“ დაბრუნებისა და ტელეკომპანიაში შესვლის ეპიზოდი გაიხსენა. მან განაცხადა, რომ „იმედ...
1747811156
საზოგადოებაირაკლი რუხაძე: სააკაშვილს „იმედი“ რომ არ დაეხურა, ვერ გააკეთებდა იმას, რაც მერე გააკეთა
საქართველოში თავისუფალი სიტყვის სრული ჩახშობა მოხდა. ეს არის აუცილებელი, იმისთვის რომ მერე ქვეყანაში რაც გინდა ის გააკეთო და იმისთვის, რაც სააკაშვილმა მოუწყო ქვეყანას, იმისთვის რომ აბსოლუტური უკანონობ...