"„16 ათასით გაიზარდა სოციალური შემწეობაო. აფერუმ! ბიჭოოო, რა მაგარ ქვეყანაში ვცხოვრობთ, კაცო?!... ბოლო-ბოლო ენას უნდა დააჭირო" - ლადო კახაძე

მოსახლეობასთან თავს ნუ ირცხვენთ! მტკივა გული რომ ოპოზიცია აღარ არსებობთ! მტკივა ეს... ღვარძლი გალაპარაკებთ, კაცო, ღვარძლი, - ასე მიმართა პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ლადო კახაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს უსმენენ.

მისი თქმით, ოპოზიციას ღვარძლი ალაპარაკებს და სირცხვილია მათი ასეთი ქცევა.

„16 ათასით გაიზარდა სოციალური შემწეობაო. აფერუმ! ბიჭოოო, რა მაგარ ქვეყანაში ვცხოვრობთ, კაცო?! მე მეგონა, 160 ათასით გაიზრდებოდა. „ძველ ვოდევილებში“ არის სცენა ღორის ასაკზეა ლაპარაკი და ამბობენ, ყველაფერს ლაპარაკობს ეს ქალი, ყველაფერს, მაგრამ ღორზე არაფერს ლაპარაკობსო - ასე ნუ იქცევით, მოსახლეობასთან თავს ნუ ირცხვენთ! მტკივა გული რომ ოპოზიცია აღარ არსებობთ! მტკივა ეს... ღვარძლი გალაპარაკებთ, კაცო, ღვარძლი. რა მნიშვნელობა აქვს ევროკავშირში რომელი ხელისუფლების პირობებში გაერთიანდება ქვეყანა, თუ თქვენ ამ ქვეყნის გულშემატკივრები ხართ? სირცხვილი და თავის მოჭრა თქვენს ქცევას! ცუდ სიტყვას არ ვიტყვი...

ადამიანებს შესთავაზეს ერთი, მეორე, მესამე,მეოთხე და მეხუთე [სამსახური], თქვეს ეს არ გვინდა, არ გვინდა, არ გვინდა... რა აღმოჩნდა იცით? აღმოჩნდა, რომ ისინი მუშაობენ, მაგრამ არსად არ ჩანან, ჩრდილში არიან. ჩვენ შევთავაზეთ, თუ თქვენ მართლა ჩვენი ნდობა გაქვთ და შეგვიძლია თქვენი დაუმადლებელი შრომით რაღაცით შეგეწიოთ, გვიგულეთ პარტნიორებად, მაგრამ თუ შენ ფიქრობ, რომ ჩვენ ისეთი ბეცები ვართ, რომ შეგიძლია ეს ყველაფერი ისე გაატარო, ჩვენი თავი სხვას აგინებინო, აქ ციფრიც გაჟღერდა, რომ დღეში 40-50 ლარი გვაქვს შემოსავალი და თვეში 1200-იო, ბიჭო, 1200 ლარი თუ აქვს ცუდად როგორ ცხოვრობს და სოციალური შემწეობა როგორ აქვს დასანიშნი? თქვენვე გაყიდეთ ახლა ეს ინფორმაცია და არასწორი თქვით. ამიტომ სიტყვის თქმის დროს ენა კი არ არის მთავარია, ტვინია. ენის ჭკუაზე არ იაროთ კაცო, ენა მეტყველების ორგანო არაა, ენა მეტყველებაში მონაწილე ორგანოა, მას ტვინი აკონტროლებს და 32 კბილი, ბოლო-ბოლო უნდა დააჭირო ენას, რომ არ წამოგცდეს არასწორად ნათქვამი“, - მიმართა კახაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„საკუთარმა შვილებმა იძულებით ემიგრაციაში გამამწესეს და როგორც ნივთი ჩამდეს თვითმფრინავში“ - ემიგრანტის უმძიმესი ისტორია

🔵"მე კიდევ ერთხელ, ყველას გეხვეწებით, დაიფარეთ ოჯახები თქვენი, დაიფარეთ შვილები თქვენი" - კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა მრევლს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744368064

ახალი ამბები

„საქართველო ნამდვილად არის ის ქვეყანა, რომელსაც უნდა სცენ პატივი, უნდა სცენ პატივი ქართველი ხალხის არჩევანს“ - მაკა ბოჭორიშვილი

„ანტალიის დიპლომატიური ფორუმი არის მნიშვნელოვანი პლატფორმა, სადაც ჩვენ ვხედავთ, რომ წარმოდგენილია ძალიან ბევრი ლიდერი და მნიშვნელოვან საკითხებზე მიმდინარეობს მსჯელობა”, - განაცხადა საქართველოს საგარეო...

 მაკა ბოჭორიშვილი

1744367551

საზოგადოება

ნინო წილოსანი: არსებობს კითხვა, თუ რის მიღწევა სურს დიდ ბრიტანეთს სანქციების დაწესებით და შემთხვევით, ხომ არ უკავშირდება ეს კონკრეტულ პოლიტიკურ მიზნებს?

„კითხვა არსებობს იმის თაობაზე, დიდ ბრიტანეთს სანქციების დაწესებით რა შედეგის მიღწევა სურს და შემთხვევით, ეს მიზნობრიობა ხომ არ უკავშირდება კონკრეტულ პოლიტიკურ მიზნებს?“ - აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპი...

ნინო წილოსანი

1744366958

საინტერესო ამბები

სან-ფრანცისკოში შიშველი ქალის ქანდაკება გაიხსნა

აშშ-ის ქალაქ სან-ფრანცისკოში შიშველი ქალის უზარმაზარი ქანდაკება გაიხსნა. ინფორმაციას sfgate.com ავრცელებს. ქანდაკების სიმაღლე 45 ფუტია (13,7 მეტრი) და ის 32 000 ფუნტს (14 514 კგ-ს) იწონის. ქანდაკება F...

სან-ფრანცისკოში შიშველი ქალის ქანდაკება გაიხსნა

1744366953

საზოგადოება

პიტერ სიარტო: ჩვენ არ მოგვწონს ბრიუსელის ქმედება თბილისთან მიმართებით, ჩვენ გვსურს, რომ ევროკავშირმა სამართლიანად იმოქმედოს, ორმაგი სტანდარტების გარეშე - ბრიუსელში დემოკრატიად მხოლოდ ლიბერალების მმართველობა მიაჩნიათ

ჩვენ არ მოგვწონს ბრიუსელის ქმედება თბილისთან მიმართებით, ჩვენ გვსურს, რომ ევროკავშირმა სამართლიანად იმოქმედოს, ორმაგი სტანდარტების გარეშე, - განუცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიარტომ...

პიტერ სიიარტო

1744365861

ახალი ამბები

ერთიანი ნეიტრალური საქართველო: მოკლულ, ნაწამებ და უფლებაშელახულ პირთა ოჯახის წევრების მონაყოლმა მთელი სიმძაფრით გაახსენა საზოგადოებას, თუ რა სასტიკი ფორმებით ამართინებდნენ ქვეყანას სააკაშვილს და მის თანაგუნდელებს უცხოელი პატრონები

მოკლულ, ნაწამებ და უფლებაშელახულ პირთა ოჯახის წევრების მონაყოლმა კიდევ ერთხელ მთელი სიმძაფრით გაახსენა ქართულ საზოგადოებას, თუ რა სასტიკი ფორმებით ამართინებდნენ ქვეყანას ახალგაზრდა აგენტურას - სააკაშვ...

ერთიანი ნეიტრალური საქართველო