ნინო წილოსანი: არსებობს კითხვა, თუ რის მიღწევა სურს დიდ ბრიტანეთს სანქციების დაწესებით და შემთხვევით, ხომ არ უკავშირდება ეს კონკრეტულ პოლიტიკურ მიზნებს?

„კითხვა არსებობს იმის თაობაზე, დიდ ბრიტანეთს სანქციების დაწესებით რა შედეგის მიღწევა სურს და შემთხვევით, ეს მიზნობრიობა ხომ არ უკავშირდება კონკრეტულ პოლიტიკურ მიზნებს?“ - აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი.
როგორც წილოსანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ძირითად შემთხვევაში, სანქციები კონკრეტული პოლიტიკური ზეწოლის და ზემოქმედების საშუალებად გამოიყენება და ამ შემთხვევაში, გაუგებარია, ვისზე ზემოქმედებისთვის არის აღნიშნული სანქციები მიმართული.
„პირობითად, გენერალურმა პროკურორმა უნდა გამოიძიოს, მათ შორის „ნაცების“ რეჟიმის დანაშაულები, ის უმნიშვნელოვანესი დარღვევები და დანაშაულები, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალებას უკავშირდება. თუ ეს სანქცია ამ ადამიანის და მასთან ერთად, სხვა სამართალდამცველების მუშაობის შეფერხებას ემსახურება, რა თქმა უნდა, საკმაოდ გაუგებარია თავად სანქციების მიზნობრიობა. ამ შემთხვევაში, კითხვას ვსვამთ, ჩვენს მეგობარ ქვეყანას, ამ სანქციების გამოშვებით, რა შედეგი სურს და შემთხვევით, ეს მიზნობრიობა ხომ არ უკავშირდება კონკრეტულ პოლიტიკურ მიზნებს?! – კითხვა იმიტომ არის რიტორიკული, რომ პასუხს თავად სანქციების დამწესებლისგან ითხოვს“, – განაცხადა წილოსანმა.
1744984178
ახალი ამბებისაქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა სოციალურ ქსელში ავრცელებს. მათივე თქმით, დამატებითი...
1744981381
მსოფლიოზელენსკიმ ბალეტის ქართველი მოცეკვავე ნიკოლოზ ცისკარიძე დაასანქცირა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთში მოღვაწე ბალეტის ცნობილი ქართველი მოცეკვავე ნიკოლოზ ცისკარიძე დაასანქცირა. ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ცისკარიძესთან ერ...
1744979659
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი მიუღებელია, რადიკალური ოპოზიცია ამბობს, რომ მისაღებია, ამიტომ ვართ ჩვენ ხელისუფლებაში, ხოლო ოპოზიცია ქუჩაში
„შანტაჟის ქვეშ ეროვნული საქმე არ კეთდება. სწორედ ასე გავხადეთ, რამდენიმე წელიწადში, საქართველოს მოქალაქის პასპორტი მსოფლიოში სიძლიერით 43-ე, იმ ქვეყნების რაოდენობა კი, სადაც საქართველოს მოქალაქე წინას...
1744976956
ახალი ამბებინინო წილოსანი: სანქციები ქართველი ხალხის წინააღმდეგაა, რადგან ხალხმა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ არ დააბრუნა
„სანქციები ქართველი ხალხის წინააღმდეგაა, რადგან ხალხმა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ არ დააბრუნა“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველო კან...
1744975039
ახალი ამბებინინო წილოსანი: გერმანია ქართველი ხალხის მოთხოვნას, პარტნიორულ ურთიერთობას არ ითვალისწინებს, რომ მათ ქვეყანაში ზურაბ ადეიშვილის მსგავსი მძიმე დამნაშავეები თავისუფლად არ გადაადგილდებოდნენ
გერმანია ზურაბ ადეიშვილის, რომელიც ადამიანის უფლებათა უმძიმეს დანაშაულებშია ბრალდებული, თავშესაფრის ქვეყანა გახდა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა. მისი თქმით, ქართვე...