ლედი აფრასიძე აფრასიძეების ოჯახის მიმართ განხორციელებულ სპეცოპერაციაზე: მიზანი იყო, რომ იმ პერიოდში არსებული გაუხსნელი დანაშაულები ვინმესთვის დაებრალებინათ და ამისთვის სწორედ ჩვენი ოჯახი აირჩიეს

სპეცოპერაციის საშინელება არ იკმარეს, რაც გადაგვატანინეს და ამის შემდეგ დაიწყო კიდევ უფრო მძიმე პერიოდი იმიტომ, რომ ჩვენ პატარა ბავშვები ვიყავით, მამაჩემი ციხეში იყო, ბიძაჩემი ციხეში იყო და მათ მიმართ ხორციელდებოდა მუდმივად არაადამიანური მოპყრობა, - განაცხადა ლედი აფრასიძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ევგენი აფრასიძისა და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის უფლების შელახვის ფაქტები განიხილება.
ლედი აფრასიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, გიორგი ბარამიძე და ხელისუფლების სხვა წევრები მუდმივად ცდილობდნენ იმას, რომ აფრასიძეები დამნაშავეებად შეერაცხათ.
მისივე თქმით, იგონებდნენ სხვადასხვა დანაშაულებს და მათ ოჯახს აბრალებდნენ.
„აბსოლუტურად ყველა მათი უფლება დაირღვა დაკავების მომენტიდან. როგორც გითხარით, ისინი უკანონო პატიმრები იყვნენ. იქამდე არავითარ დანაშაულში ისინი ბრალდებულები არ იყვნენ, არც შმაგი და არც გოჩა. ამ სპეცოპერაციის მომენტში ისინი დააკავეს და იმისთვის, რომ ეს სპეცოპერაცია გაემართლებინათ, „ნაციონალური მოძრაობა“, გიორგი ბარამიძე და ხელისუფლების სხვა წევრები მუდმივად ცდილობდნენ იმას, რომ აფრასიძეები დამნაშავეებად შეერაცხათ. იგონებდნენ სხვადასხვა დანაშაულებს და აბრალებდნენ ჩვენ ოჯახს. ამ სპეცოპერაციის ერთ-ერთი მიზანიც ის იყო, რომ იმ პერიოდში არსებული გაუხსნელი დანაშაულები ვინმესთვის დაებრალებინათ და ამისთვის სწორედ ჩვენი ოჯახი აირჩიეს“,- განაცხადა ლედი აფრასიძემ.
1744984178
ახალი ამბებისაქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა სოციალურ ქსელში ავრცელებს. მათივე თქმით, დამატებითი...
1744981381
მსოფლიოზელენსკიმ ბალეტის ქართველი მოცეკვავე ნიკოლოზ ცისკარიძე დაასანქცირა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთში მოღვაწე ბალეტის ცნობილი ქართველი მოცეკვავე ნიკოლოზ ცისკარიძე დაასანქცირა. ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ცისკარიძესთან ერ...
1744979659
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი მიუღებელია, რადიკალური ოპოზიცია ამბობს, რომ მისაღებია, ამიტომ ვართ ჩვენ ხელისუფლებაში, ხოლო ოპოზიცია ქუჩაში
„შანტაჟის ქვეშ ეროვნული საქმე არ კეთდება. სწორედ ასე გავხადეთ, რამდენიმე წელიწადში, საქართველოს მოქალაქის პასპორტი მსოფლიოში სიძლიერით 43-ე, იმ ქვეყნების რაოდენობა კი, სადაც საქართველოს მოქალაქე წინას...
1744976956
ახალი ამბებინინო წილოსანი: სანქციები ქართველი ხალხის წინააღმდეგაა, რადგან ხალხმა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ არ დააბრუნა
„სანქციები ქართველი ხალხის წინააღმდეგაა, რადგან ხალხმა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ არ დააბრუნა“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველო კან...
1744975039
ახალი ამბებინინო წილოსანი: გერმანია ქართველი ხალხის მოთხოვნას, პარტნიორულ ურთიერთობას არ ითვალისწინებს, რომ მათ ქვეყანაში ზურაბ ადეიშვილის მსგავსი მძიმე დამნაშავეები თავისუფლად არ გადაადგილდებოდნენ
გერმანია ზურაბ ადეიშვილის, რომელიც ადამიანის უფლებათა უმძიმეს დანაშაულებშია ბრალდებული, თავშესაფრის ქვეყანა გახდა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა. მისი თქმით, ქართვე...