„2023 წლის იანვრიდან ქრონიკული დაავადებების და კიბოს სხვადასხვა ტიპის მედიკამენტებისთვის რეფერენტული ფასები საპილოტე რეჟიმში გაეშვება“

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, 2023 წლის იანვრიდან ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებისთვის და კიბოს სხვადასხვა ტიპის მედიკამენტებისთვის რეფერენტული ფასები საპილოტე რეჟიმში გაეშვება.

მისივე თქმით, მეორე ეტაპზე რეფერენტული ფასები მთლიანად ბაზარზე გავრცელდება და მოლეკულების დონეზე/ნებისმიერ მედიკამენტს შეეხება.

მინისტრის განცხადებით, პროგრამის დანერგვაში უცხოელი ექსპერტები გვეხმარებიან.

„ჩვენ ერთად უცხოელი ექსპერტები მუშაობენ, რომელიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ქვეყნებში ამ პროექტის წარმატებით დანერგვაში ჩართულები იყვნენ. ეს ექსპერტები წინა კვირაში მთელი კვირის განმავლობაში ჩვენთან იყვნენ. ზუსტად მათი რეკომენდაციებით ხდება რეფერენტული ქვეყნის შერჩევა. ქვეყნები განისაზღვრება, როგორც გეოგრაფიული მდებარეობის, ეკონომიკური სხვადასხვა პარამეტრებიდან გამომდინარე, ასევე მოსახლეობიდან და ბევრი სხვადასხვა ნიუანსია გათვალისწინებული. საორიენტაციოდ 5-7 ქვეყანა უკვე შერჩეულია, რამდენი დარჩება აქედან არ ვიცი და ნურც ამ ქვეყნების დასახელებას მომთხოვთ. ამ ქვეყანაში მედიკამენტებზე ფასები იქნება ჩვენთვის ის რეფერენტული ფასი, სადაც ტრანსპორტირების სხვადასხვა ლოჯისტიკური ხარჯების გათვალისწინებით, ასევე „რითეილის მარჟის“ გათვალისწინებით იქნება ის მაქსიმუმი ფასი მედიკამენტებზე, აქტიურ ნივთიერებებზე, მოლეკულებზე, ასე ვთქვათ, რაც შეეძლება რომ საცალო ქსელში მედიკამენტს ჰქონდეს.

ჩვენ იმდენად ოპერატიულად მივყვებით, როგორც დაგეგმილი გვქონდა, რომ უკვე მომდევნო წლის იანვრიდან ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებისთვის და კიბოს სხვადასხვა ტიპის მედიკამენტებისთვის უკვე გვექნება ეს რეფერენტული ფასები და პირველ ეტაპზე, ეს საპილოტე რეჟიმში გაეშვება. ხოლო მეორე ეტაპზე, მთლიანად ბაზარზე გავრცელდება და მოლეკულების დონეზე ნებისმიერ მედიკამენტს შეეხება,“ - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 არის ვერსიები, რომ შესაძლოა ეს იყოს გარკვეული დივერსიაც, არაფერია გამორიცხული - ღარიბაშვილი ხანძრებზე

🔵 სასტიკი მკვლელობა ტყიბულში - შვილი მამის თვალწინ მოკლეს 35 წლის კაცს 10-მდე პირი დაესხა თავს, მათ შორის იყო მისივე ნათლული და ნათესავი

🔵 ის რაც აუცილებლდ უნდა იცოდეთ ალერგიულმა ადამიანებმა - რა ინფორმაციას ავრცელებს ალერგოლოგიის ცენტრი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792350256

საზოგადოება

რომის პაპი ფილტვზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა

რომის პაპმა ლეო XIV-მ ფილტვზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ პირველი ღონისძიება გამართა. ამის შესახებ Vatican News-ი იუწყება. 18 ოქტომბერს, ოპერაციის შემდეგ პირველ საჯარო გამოჩენისას პაპმა ლეო XIV-მ მონა...

რომის პაპი ლეო XIV

1792348393

ახალი ამბები

კახეთის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებ...

დაკავება

1792346955

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ქალბატონი კალასი ორი წელია ეხვეწება მარკო რუბიოს შეხვედრის ჩანიშვნაზე, ეს ხომ ჩვენი მოგონილი არ არის და საჯარო ინფორმაციაა?! ერთწუთიან შეხვედრას ვერ ნიშნავს

ევროპელ ხალხს რა პასუხს სცემენ, როდესაც ყველამ იცის, რომ ნატოში ამინდს ქმნის ამერიკის შეერთებული შტატები?! მმართველი ელიტა რეალობას ხომ აცდენილია ამ შემთხვევაში?! - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“...

ლევან მაჭავარიანი

1792346436

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ბრიუსელს მოუწევს ადრე, თუ გვიან შეგუება იმ ფაქტთან, რომ „ქართულ ოცნებას“ ვერანაირად ჩაანაცვლებენ აგენტურით, დასხდებიან და ჩვენთან დაიწყებენ საუბარს

ბრიუსელს მოუწევს ადრე, თუ გვიან შეგუება იმ ფაქტთან, რომ „ქართულ ოცნებას“ ვერანაირად ჩაანაცვლებენ აგენტურით, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „იმ...

ლევან მაჭავარიანი

1792345297

საზოგადოება

ვარლამ ლიპარტელიანი: მხოლოდ თავიანთ სახეს წარმოაჩენენ ის ადამიანები, რომლებიც ესხმიან თავს განსაკუთრებით წარმატებულ სპორტსმენებს, ასევე იმ ძლიერ, საყრდენ ინსტიტუტებს, რაზედაც ჩვენი ქვეყანა დგას

ვფიქრობ, დრომ კარგად გამოაჩინა, რომ ეს ყველაფერი საპირისპიროდ მუშაობს. ვერანაირ ზიანს ვერ მოუტანენ ვერცერთ ადამიანს და ვერც ჩვენს ქვეყანას, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ „ქართული ოცნების” ახალგაზრდულ...

ვარლამ ლიპარტელიანი