შალვა ნიქაბაძე: 2006 წელს ე.წ. ციხის ბუნტის შემთხვევაზე და ასევე 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის გამო, ევროპის მხრიდან არანაირი სანქციები ქვეყანას არ ჰქონია, არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს და არც შეშფოთება ყოფილა
აკადემიკოსმა, საერთაშორისო იურიდიული ჰაბის მმართველმა, შალვა ნიქაბაძემ გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპის ქვეყნებში პოლიციის მიერ უხეში ძალის გამოყენების შემთხვევებზე ისაუბრა, როდესაც საქმე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას არ ეხება.
მისი თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, პოლიციამ ძალა უნდა გამოიყენოს მაშინ, როდესაც აქცია ძალადობრივ სახეს იღებს. სხვა შემთხვევაში პოლიციელს არ აქვს უფლება, დემონსტრაცია ძალის გამოყენებით დაშალოს, თუკი ის მშვიდობიანია. ნიქაბაძემ აღნიშნა, რომ მოქალაქეზე განხორციელებული თითოეული სამართალდარღვევის ფაქტი უნდა იყოს გამოძიებული და პოლიციელის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევაში, იგი თანამდებობრივი მუხლით სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცეს.
ნიქაბაძემ კომენტარი გააკეთა იმ შეფასებებზეც, რომლებიც სხვადასხვა აქტორის მიერ კეთდება საქართველოში აქციების დროს პოლიციელთა მოქმედებაზე და ასევე უკომენტაროდ დატოვებულ, უცხოელი სამართალდამცველების ქმედებებზეც.
„ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ქვეყნის პოლიტიკურ კურსს. ყველაფერი უნდა შეფასდეს იმ სამართლებრივ ნორმებში, რა სამართლებრივ ნორმებშიც მოქმედებდა როგორც პოლიციის თანამშრომელი, ისე - მანიფესტანტი“, - განაცხადა ნიქაბაძემ.
ამასთან, მან გაიხსენა 2006 წელს ე.წ. ციხის ბუნტის შემთხვევა, როდესაც სპეცდანიშნულების რაზმის მიერ ციხეში რამდენიმე ადამიანი იყო მოკლული და ასევე 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის ფაქტი.
„არანაირი სანქციები ამის გამო ქვეყანას არ ჰქონია, არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს და არც შეშფოთება ყოფილა ევროპის მხრიდან. ჩვეულებრივად მიიღეს ეს ყველაფერი. მაშინ, როდესაც პირდაპირ ეთერში ვუყურეთ, თუ როგორ იმეტებდნენ ჩვენს პოლიციის თანამშრომლებს, როდესაც ცეცხლს უკიდებდნენ, მაშხალებს ესროდნენ. ჩემი აზრით, აბსოლუტურად ადეკვატური ძალა იყო გამოყენებული, რადგან რეალობა იყო იმის, რომ პოლიციელის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საკმაოდ სერიოზული საფრთხე შეჰქმნოდა. პოლიციის თანამშრომლებმაც ადეკვატურად იმოქმედეს“, - განაცხადა ნიქაბაძემ.
1792344078
საზოგადოებამიხეილ სარჯველაძე: ჩვენ ეკონომიკური განვითარება გვჭირდება იმისათვის, რომ ეს ყველაფერი ემსახურებოდეს მოქალაქეს და არა პირიქით, მთავარ პრიორიტეტად რჩება სოციალური მხარდაჭერის პროგრამები
ჩვენ ეკონომიკური განვითარება გვჭირდება იმისათვის, რომ ეს ყველაფერი ემსახურებოდეს მოქალაქეს და არა პირიქით, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და...
1792342231
საზოგადოებამიხეილ სარჯველაძე: 2012 წლამდე მთლიანად დევნილთა სამინისტროს ბიუჯეტი სულ 25 მილიონი იყო, ახლა მარტო განსახლების პროგრამაზე წელიწადში 250 მილიონი იხარჯება
2012 წლამდე მთლიანად დევნილთა სამინისტროს ბიუჯეტი 25 მილიონი იყო სულ, მთელი წლის განმავლობაში. ახლა მარტო განსახლების პროგრამაზე, რომელიც მოიცავს ბინების მშენებლობას, სოფლად სახლის პროგრამას და ა.შ.,...
1792340375
მსოფლიოკანადაში, სამხედრო ბაზაზე ხანძარს, სულ მცირე, შვიდი ადამიანი ემსხვერპლა
კანადაში, ალბერტის პროვინციაში, სამხედრო ბაზაზე ხანძარს, სულ მცირე, შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. კანადის თავდაცვის მინისტრის თ...
1792338545
საზოგადოება„ფეხბურთის ოქროს კვირეულის“ ფარგლებში, კახა კალაძე საქართველოში იტალიის ელჩს და ფრანჩესკო ტოტის შეხვდა
იტალიის სერია A-ს ჩემპიონატის თასი თბილისშია. Golden Week of Football-ის ფარგლებში, იტალიის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც იტალიის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონო დ...
1792337774
ახალი ამბებიმებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, სგპ „ვალესა“ და „თბილისის აეროპორტში“ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ - „თბილისის აეროპორტისა“ და „ვალეს“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო...



























