2025 წლის აპრილის მონაცემებით, უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-რეალიზაციის 69 ფაქტი გამოვლინდა

მიმდინარე წლის აპრილის თვის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, 20 487 კოლოფი სიგარეტის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-რეალიზაციის 69 ფაქტი გამოავლინეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აქციზური მარკის გარეშე ამოღებულმა თამბაქოს ნაწარმის საერთო ღირებულებამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
„50 ფაქტზე, სამართალდამრღვევი პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის შესაბამისად, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და საქმის მასალები ქვემდებარეობის მიხედვით სასამართლოს გადაეგზავნა.
5 შემთხვევის მიმართ, საქმის მასალები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის შესაბამისად, თამბაქოს ნაწარმი ექვემდებარება აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას და აღნიშნული პროცესი უწყების მიერ მკაცრ მონიტორინგს ექვემდებარება“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
1747418668
ახალი ამბებიამინდი კვლავ გაუარესდება - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი ცვლილების შესახებ მოსახლეობას სოციალური ქსელით აფრთხილებს. 18-19 მაისს საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 18 მაისის დღის ბოლოდან...
1747417039
ახალი ამბებიოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირიდან სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა გაიმართება, რის გამოც, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ასევე, შეიცვლებასაზოგ...
1747414597
სპორტითბილისში საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩი ჩატარდა
თბილისში, „დინამო არენაზე“ საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩი გაიმართა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 3:1 დასრულდა. საქართელოს ნაკრებს საკმაოდ სერიოზული დანაკლისი ჰქონდა – გიორგი...
1747414364
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე: მითი საქართველოს არჩეული ხელისუფლების არაღიარების შესახებ დასრულებულია - ქართულმა საზოგადოებამ საკუთარი თვალით იხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართ ევროპელი პოლიტიკოსების მეგობრული და თბილი დამოკიდებულება
მითი საქართველოს არჩეული ხელისუფლების არაღიარების შესახებ დასრულებულია! ოპოზიცია და ოპოზიციურად განწყობილი მედიის საშუალებები საკუთარ თავს და საკუთარ ამომრჩეველს ატყუებს, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძ...
1747412985
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: კონკრეტული დიპლომატების დასწრება სასამართლო სხდომაზე არის პირდაპირი უხეში ჩარევის მცდელობა სასამართლოს საქმიანობაში, ეს პრინციპულად მიუღებელია ჩვენი სახელმწიფოსთვის
„დიპლომატს შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩარევის უფლება არ აქვს და მით უმეტეს, არ აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ალბანე...