26 მაისი - საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. 2022 წელს, დამოუკიდებლობის დღის სლოგანია: „ევროპისკენ“.

თბილისში, თავისუფლების მოედანზე საქართველოს ეროვნული ჰიმნის გარდა, წელს პირველად შესრულდება ევროკავშირის ჰიმნიც.

დღეს, ყველაზე დიდ ეროვნულ დღესასწაულს საზეიმოდ აღნიშნავენ თბილისსა და საქართველოს კიდევ 15 ქალაქში, სადაც კონცერტების და გამოფენების გარდა, წარმოდგენილი იქნება საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა.

26 მაისს, ტრადიციულად, ფიცს დადებენ წვევამდელები. ეს ცერემონია 12:00 საათზე ერთდროულად დაიწყება თბილისის თავისუფლების მოედანზე, ფოთში, დმანისში, ხევსურეთის გუდანის ჯვართან და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში.

თბილისში, თავისუფლების მოედანზე, რეკრუტებთან ერთად მსვლელობით ჩაივლიან საქართველოს თავდაცვის ძალების დანაყოფები და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების არმიის წარმომადგენლები.

1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, დღევანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეა.

რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 პოლონეთში მცხოვრებმა ქართველმა კაცმა ცოლი მოკლა - „კურიერი“

🔵  გამყრელიძე: მალე „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის სპეციალური პისიარ ტესტი გვექნება

🔵 „საოცარი ადამიანი იყო, ყველას პატრონობდა“ - პოლონეთში ავარიას აფხაზეთიდან დევნილი 27 წლის ლაშა კალანდია ემსხვერპლა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784440773

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

19 ივლისს ქუთაისში ნალექიანი ამინდი იქნება, დღისით +27 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. ხანმოკლე წვიმა იქნება ოზურგეთში. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსი იქნება. ბათუმშიც ხანმოკ...

ამინდი ამინდი

1784406249

მსოფლიო

ირანის უზენაესი ლიდერი აშშ-ზე: დღეს დიდმა სატანამ კიდევ ერთხელ გამოავლინა ნამდვილი სახე, დანაშაული და შეუსრულებელი დაპირებები არასანდოობისა და სისაძაგლის კიდევ ერთი მყარი დოკუმენტია

ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ განაცხადა, რომ თუ შეერთებული შტატები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ აგრესიულ პოლიტიკას გააგრძელებს, ამისთვის „დაუვიწყარ გაკვეთილს“ მიიღებს. „ახლა, როდესაც ამ...

მოჯთაბა ხამენეი

1784404137

ახალი ამბები

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს. „18 ივლისის დღის ბოლოდან 19 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით...

ამინდი ამინდი

1784404042

სპორტი

„ბორჯღალოსნებმა“ ჩილეს ნაკრები დაამარცხეს

„ბორჯღალოსნები“ ერთა თასის მატჩში ჩილეს დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 22:49 დაამარცხეს. ერთა თასის მატჩი ჩილესა და საქართველოს შორის სანტიაგოში გაიმართა.

„ბორჯღალოსნებმა“ ჩილეს ნაკრები დაამარცხეს

1784399974

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ანასტასია ბენდუქიძის პოდკასტზე: ეს არის ყოვლად ამაზრზენი დამოკიდებულება და სწორედ ეს არის ულტრამემარცხენე ლიბერალური იდეოლოგია, რომელიც იწყება და მთავრდება შეურაცხყოფებით

 გინება და შეურაცხმყოფელი კომენტარები ნოდარ დუმბაძის მისამართით - კახა ბენდუქიძის შვილის, ანასტასია ბენდუქიძის პოდკასტში ოპოზიციის აქტივისტებმა ცნობილი ქართველი მწერლისმისამართით სიძულვილის ენა გამოიყ...

ლევან მაჭავარიანი