გენო პეტრიაშვილმა კუბელი მეტოქე 6:0 დაამარცხა და RAF-ის საჩემპიონო ბრძოლაში იასპარეზებს
პარიზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა, გენო პეტრიაშვილმა ამერიკულ ორგანიზაცია Real American Freestyle-ის (RAF) მე-15 ტურნირზე კუბელი მეტოქე იონგერ ბასტიდა 6:0 დაამარცხა.
ქართველმა მძიმეწონოსანმა შეხვედრა სრული კონტროლით წარმართა - მეტოქეს ხალიჩის საზღვრები ოთხჯერ დაატოვებინა, დამატებით ორი ქულა კი კონტრშეტევისას აიღო.
ჩიკაგოში გამართულ ამ დაპირისპირებაში გამარჯვებით პეტრიაშვილმა მძიმე წონის საჩემპიონო ქამრის პრეტენდენტის სტატუსი მიიღო. ტიტულისთვის იგი ამერიკელ უაიატ ჰენდრიქსონს შეხვდება - საჩემპიონო ბრძოლა 19 დეკემბერს ნიუ-იორკში, RAF 16-ზე გაიმართება.
ეს პეტრიაშვილის მეორე წარმატებაა აღნიშნულ ორგანიზაციაში. სადებიუტო შეხვედრა მან ივლისში, საქართველოში გამართა და ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ჯეიკ ვარნერი 10:0 დაამარცხა.
RAF-ში ჩატარებულ ორ ორთაბრძოლაში ქართველ მოჭიდავეს ჯამში 16 ქულა აქვს დაგროვებული, საკუთარი ქულა კი ჯერჯერობით არცერთ მეტოქეს არ აუღია.
1795892179
ახალი ამბებიპრემიერი - წამლის ფასებზე იქნა მიღებული კონკრეტული ზომები, რეფერენტული ფასებით მოხერხდა ძირითად მედიკამენტებზე ფასების რეგულირება, დაწესდა ზღვრები, რამაც მოგვცა საშუალება, ინფლაციური პროცესები წამლების ნაწილში დაგვესტაბილურებინა
წამლის ფასებზე იქნა მიღებული ძალიან მნიშვნელოვანი, კონკრეტული ზომები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლე...
1795890854
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - შობადობასთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან მძიმე ტენდენციები, მიგრაციასთან დაკავშირებითაც ასევე გვქონდა წლების განმავლობაში უარყოფითი მაჩვენებელი
„შობადობასთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან მძიმე ტენდენციები, მიგრაციასთან დაკავშირებითაც ასევე გვქონდა წლების განმავლობაში უარყოფითი მაჩვენებელი, შარშან და შარშანწინ პირველად დაფიქსირდა დადებითი მაჩვენ...
1795889310
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - აზერბაიჯანს ჰყავს ძალიან ღირსეული ლიდერი, პრეზიდენტი ალიევი და ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრული, მეზობლური და მეგობრული ურთიერთობები აზერბაიჯანთან
„ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრული, მეზობლური და მეგობრული ურთიერთობები აზერბაიჯანთან. არის, რა თქმა უნდა, გარკვეული საკითხები, რაზეც არ გვაქვს საერთო პოზიცია და რაზეც შესაჯერებელია პოზ...
1795888080
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - 28 ნოემბრის აქციაზე შესაძლოა, ბევრი გულწრფელი ადამიანი იდგა, გულწრფელობა არ გამორიცხავს იმას, რომ ადამიანი შეიძლება იყოს შეცდომაში შეყვანილი
„გულწრფელობა არ გამორიცხავს იმას, რომ ადამიანი შეიძლება იყოს შეცდომაში შეყვანილი, და ეს ადამიანები, ჩემი აზრით, შეცდომაში შეიყვანეს იმ ადამიანებმა, რომლებიც ზოგადად გამოირჩევიან ავანტიურისტობით და ასე...
1795887672
ახალი ამბებიპრემიერი: პოლიტიკური თანაგრძნობა ვერ მექნება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც გამოდიოდნენ და რუსთაველის გამზირს კეტავდნენ 50, 100 და 150 კაცით, ეს ხომ ჩვეულებრივი საბოტაჟია?!
„პოლიტიკური თანაგრძნობა ვერ მექნება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც გამოდიოდნენ და რუსთაველის გამზირს კეტავდნენ 50, 100 და 150 კაცით, ეს ხომ ჩვეულებრივი საბოტაჟია?!,“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა...






























