აჭარის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, ორი არასრულწლოვანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ შეაღწიეს ბათუმში მდებარე ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში, საიდანაც უკანონოდ დაეუფლნენ გასაყიდ პროდუქციას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირების ვინაობა მალევე დაადგინეს და ორივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო ნაქურდალი პროდუქცია ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიების ფარგლებში ასევე ამოღებულია სავაჭრო ობიექტში განთავსებული სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, რითაც ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედება დასტურდება.

დაკავებული არასრულწლოვნები ბათუმში სხვადასხვა დროს მომხდარ ქურდობის კიდევ რამდენიმე ფაქტშიც ფიგურირებენ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793336133

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 30 ოქტომბერს საქართველოში

30 ოქტომბერს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +22 და ღამით +15 გრადუსია მოსალოდნელი. მზეს ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზე იქნება...

ამინდი

1793307115

მსოფლიო

გერმანიის ქალაქ რეგენსბურგში საცხოვრებელ შენობაში მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

გერმანიის სამხრეთით მდებარე ქალაქ რეგენსბურგში საცხოვრებელ შენობაში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად, სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო dpa იუწყება. აფეთქება 28 ოქტომბრის დილას მო...

გერმანიის ქალაქ რეგენსბურგში

1793304672

ახალი ამბები

გიორგი გამსახურდია: ყველაფერს რომ ბიუჯეტის ხარჯზე ყიდულობდნენ, ეს მართლა ქვეყნის მღლეტავები, იძახიან, რომ ბიძინა ივანიშვილს თითქოს რამე ფინანსური სარგებელი ჰქონდა და აქვს საქართველოში

გიორგი გამსახურდია ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ ადამიანები, რომლებიც ტანსაცმელს, საკვებს, თუ მდიდრულ მოგზაურობებს ბიუჯეტის ხარჯზე ყი...

გიორგი გამსახურდია

1793302811

ახალი ამბები

ვლადიმერ პუტინი: ევროპაში ბევრი მხოლოდ იმაზე საუბრობს, რომ 2030 წლისთვის ომისთვის უნდა მოემზადონ, ჩვენ მზად ვართ, თუმცა ევროპასთან ომი არ გვსურს

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთს ევროპასთან ომი არ სურს, თუმცა ამისთვის მზად არის. „ევროპაში ბევრი მხოლოდ იმაზე საუბრობს, რომ 2030 წლისთვის ომისთვის უნდა მოემზადონ. ეს სწორია,...

პუტინი

1793301914

ახალი ამბები

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, განსაკუთრებითმძ...

დაკავება და ბორკილები