„ვარსკვლავური გზისა“ და X men-ის ლეგენდარული მსახიობი პატრიკ სტიუარტი 86 წლისა გარდაიცვალა
ბრიტანელი მსახიობი პატრიკ სტიუარტი, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით გაიცნო სერიალ „ვარსკვლავური გზა: შემდეგი თაობა“ და ფილმების სერიის, X men-ის მეშვეობით, 86 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
მსახიობის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა წარმომადგენელმა გაავრცელა.
მედიის ცნობით, პატრიკ სტიუარტი ბოლო დროს ალცჰაიმერის დაავადებასა და დემენციას ებრძოდა.
„მას ოჯახის წევრები და მეგობრები ედგნენ გვერდით. მის გარშემო ისმოდა ცოცხალი მუსიკა, ლოცვა, იყო ცრემლები, სიცილი და ის ღრმა ემოციები, რომელთა გამოწვევაც მხოლოდ მას შეეძლო, მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩვენდამი გამოჩენილი ერთგულების წყალობით“, - ნათქვამია მსახიობის წარმომადგენლის კელი ბუშ ნოვაკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მსახიობის კარიერა, რომელიც გამორჩეული სცენური ოსტატობითა და ხმით იყო ცნობილი, ექვს ათეულ წელს მოიცავდა და თეატრს, კინოსა და ტელევიზიას აერთიანებდა.
პატრიკ სტიუარტი 1940 წლის 13 ივლისს ინგლისის ქალაქ მირფილდში დაიბადა. თეატრისადმი ინტერესი მას ადრეულ ასაკში გაუჩნდა, რაშიც მნიშვნელოვანი როლი მისმა ინგლისური ენის მასწავლებელმა ითამაშა.
სტიუარტი კოსმოსური ხომალდის კაპიტანს შვიდი სეზონის განმავლობაში, 1987-დან 1994 წლამდე განასახიერებდა.
2000 წელს მსახიობი ფილმების სერიაში X men პროფესორ ჩარლზ ქსავიეს, იგივე პროფესორ X-ის როლზე დაამტკიცეს. მომდევნო ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში მან ეს პერსონაჟი რვა ფილმში განასახიერა.
1996 წელს პატრიკ სტიუარტს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს.
1793301914
ახალი ამბებისამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, განსაკუთრებითმძ...
1793300389
ახალი ამბებიგივი ჩხარტიშვილმა მოსახლეობას საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, დიდუბის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გივი ჩხარტიშვილმა მოსახლეობას 2025-2026 წლების ანგარიში წარუდგინა. პრეზენტაცია „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართა და მას პარლამენტ...
1793298537
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: „ლელო“ იქამდეც კი მივიდა, რომ ალეკო ელისაშვილთან ყოველგვარი კავშირი უარყო, ჩვენთან რა შუაშიაო, მაშინ, როცა მათ ალეკო ელისაშვილი 2024 წელს საარჩევნო სიაში ჩაწერეს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ბრიფინგზე „ლელოს“ წარმომადგენლების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ აღნიშნა, რომ ბადრი ჯ...
1793297281
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ იმის გამო, რომ ისინი ერთიანი სტრატეგიით მოქმედებენ ისეთი საქმიანობის განსახორციელებლად, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ან ძალადობით შეცვლა
ტყუილია, თითქოს პარტიებს ერთმანეთთან კოალიციის გამო კრძალავენ, - ჩვენ არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ იმის გამო, რომ ისინი ერთიანი სტრატეგიით არაკონსტიტუციური საქმიანობის განხორციელების მ...
1793296793
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: მიუხედავად იმისა, რომ წინა ხელისუფლება აპელირებდა დაახლოებით 4600 პირის რუსეთიდან დეპორტაციაზე, სტრასბურგის სასამართლოს წინა ხელისუფლებამ წარუდგინა მხოლოდ 118 დაზარალებულის მონაცემი
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს სპეციალურ...




























