აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანი გარდაიცვალა

85 წლის ასაკში ქართველი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანი დღეს, 13 აგვისტოს გარდაიცვალა.
1940 წლის 9 ივნისს დაიბადა ქართველი მეცნიერი, ფილოლოგი, აკადემიკოსი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ემერიტუს პროფესორი, თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ნეოგრეცისტიკისა და ბიზანტინისტიკის ინსტიტუტის დამაარსებელი, რისმაგ გორდეზიანსი.
იგი 150-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიებისა და 30-მდე წიგნის ავტორია. გამოსაქვეყნებლად გადაცემული აქვს 100-მდე (ძირითადად ენციკლოპედიისათვის „ანტიკური კავკასია“) სამეცნიერო ნაშრომი. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 40-ზე მეტი დისერტაცია.
გარდაცვლილი იყო საქართველოს პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენოსანი, ღირსების ორდენის კავალერი, საბერძნეთის ღირსების ორდენის მფლობელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი სამეცნიერო პრემიის ლაურეატი, საქართველოს და საკავშირო კომკავშირის პრემიების ლაურეატი. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, საბერძნეთის მწერალთა კავშირის წევრი, საბერძნეთის არქეოლოგიური საზოგადოების საპატიო წევრი.
რისმაგ გორდეზიანი იყო ჟურნალ „ფაზისის“ მთავარი რედაქტორი, ჟურნალ „კავკაზიკის“ რედაქტორი, ჟურნალ „რელიგიის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი, 1994-2010 წლებში იყო ჟურნალ „ფილოლოგუსის“ (გფრ) სარედაქციო საბჭოს წევრი და საგამომცემლო პროგრამა „ლოგოსის“ ხელმძღვანელი.
1755101278
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი: თურქეთში მაღალი დონის შეხვედრები გვქონდა და მადლობა მათ ასეთი შეხვედრების ორგანიზებისთვის
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა თურქულ მხარესთან გამართული შეხვედრები ჟურნალისტებთან შეაფასა. როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, ვიზიტი ადასტურებს, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის ურთ...
1755100973
ახალი ამბებიზუგდიდში ქალმა 45 წლამდე ქალი მოკლა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) და საგამოძიებო სამმართველოების თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულიღონისძიებ...
1755098160
საზოგადოებამაკრონი: ტერიტორიული საკითხები მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტის მიერ იქნება განხილული
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხები მხოლოდ ზელენსკის მიერ იქნება განხილული. „ტერიტორიული საკითხები მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტის მიერ იქნება გ...
1755094819
საზოგადოებავოლსკი: ქვეყანა ვიზალიბერალიზაციას არ დაკარგავს, ყველა სტანდარტი, ოფიციალური ინფორმაცია, შეჯამება არის იმ ლოგიკისა და რეალობის მხარეს, რომელიც საქართველოში არსებობს
დღეს ევრობიუროკრატიის, ცალკეული ქვეყნების ინტერესია, რომ რუსეთის აგრესიული სამხედრო შესაძლო შეტევის დივერსიფიცირება მოხდეს, მათ შორის სამხრეთ კავკასიის მიმართულებით, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმ...
1755094506
საზოგადოებაპაატა სალია: მიმდინარე წლის განმავლობაში სამი ახალი იუსტიციის სახლის გახსნა იგეგმება. პირველ რიგში ეს არის გლდანში არსებული იუსტიციის სახლი, რომლის მშენებლობა მალე დასრულდება
უახლოეს მომავალში იუსტიციის სახლის ფილიალები გაიხსნება გლდანში, მცხეთაში, ხელვაჩაურში, ზოტში, ჭალაში, ტოლებსა და ახმეტაში. როგორც იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ განაცხადა, სერვისების ხელმისაწვდომობ...