ზუგდიდში ქალმა 45 წლამდე ქალი მოკლა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) და საგამოძიებო სამმართველოების თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული
ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით - 1991 წელს დაბადებული ნ.ხ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 13 აგვისტოს ზუგდიდში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა - 1983 წელს დაბადებულ ნ.მ.-ს. მიღებული დაზიანებების შედეგად ნ.მ. შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ნ.ხ. ცხელ კვალზე, მომხდარიდან მალევე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
1755091803
მსოფლიოთურქული მედია ზელენსკის კორუფციული საქმიანობის შესახებ გამოძიების შედეგებს აქვეყნებს - „სინათლეს ვერ გაექცევი... საჯაროს ვხდით ფარულ ანგარიშგებას: ზელენსკის კვალი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიდის!“
თურქული მედია აქვეყნებს კონკრეტულ ანგარიშებს და დიდი გამოძიების შედეგებს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის კორუფციული საქმიანობის შესახებ. ჟურნალისტური გამოძიებით ირკვევა, რომ ზელენსკის ახლო გა...
1755090530
საზოგადოება1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7226 ლარი გახდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 13 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.7226 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6942 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...
1755089666
ახალი ამბებიშვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში საქართველოს ელჩმა ლიხტენშტაინის მემკვიდრე პრინცს რწმუნებათა სიგელები გადასცა
შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, შოთა გეწაძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა ლიხტენშტაინის მემკვიდრე პრინცს, მის უდიდებულესობა ალოისს....
1755088514
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი თურქულ მხარეზე: მათ მომილოცეს და აღნიშნეს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია ხელისუფლება, რომელიც ხალხის მიერ არის არჩეული. პატივისცემა, ეროვნული ინტერესი, ღირებულებები და მშვიდობის პოლიტიკა ჩვენ საერთო გვაქვს
მათ მომილოცეს და აღნიშნეს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია ხელისუფლება, რომელიც ხალხის მიერ არის არჩეული. პატივისცემა, ეროვნული ინტერესი, ღირებულებები და მშვიდობის პოლიტიკა ჩვენ საერთო გვაქვს, - განუცხადა...
1755084814
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტსა და თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა, ნუმან ქურთულმუშმა დელეგაციის წევრებთან ერთად გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გამართეს, - ინფორმაციას პრეზიდ...