ახლა ვეუბნები აქედან, სადაც არ უნდა ვიყო, რამდენი ხანიც არ უნდა ვიყო, სახეს ავახევ - გვარამია ივანიშვილზე
"ახლა ვეუბნები აქედან, სადაც არ უნდა ვიყო, რამდენი ხანიც არ უნდა ვიყო, სახეს ავახევ" - ასე მიმართა "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ სასამართლოზე სიტყვით გამოსვლის დროს "ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს.
როგორც ნიკა გვარამიამ აღნიშნა, ჯერ კიდევ პირველი საქმის აღძვრის დროს გადაწყვიტა, რომ "თავს მსხვერპლად შესწირავდა ივანიშვილის ცხოვრების გამწარებას".
"ბიძინა ივანიშვილი მეორეჯერ აკეთებს იმას, რასაც აკეთებს ჩემ წინააღმდეგ. ამ ქვეყანაში შეიძლება ბევრმა არ იცის, შეიძლება ბევრმა იცის, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია კეთილსინდისიერება და წესიერება, შეიძლება ბევრი პრობლემა მაქვს, ბევრი ცუდი თვისება მაქვს, მაგრამ კეთილსინდისიერება და წესიერება ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და უკვე მეორეჯერ აღძრა ჩემ წინააღმდეგ საქმე, რომელიც ფინანსურ არაკეთილსინდისიერებას ეხება.
პირველი საქმე, სადაც მე გავმართლდი, 3 თუ 4 დღე ვიყავი წინასწარი დაკავების იზოლატორში, იმ სამ დღეში გადავწყვიტე, რომ ჩემ ცხოვრებას მივუძღვნიდი ბიძინა ივანიშვილის ცხოვრების გამწარებას, გარდა სხვა დანარჩენისა, რაც მერე კიდევ უფრო მეტად გამოჩნდა. იქ იმ სამ დღეში მე გადაწყვიტე, რომ ჩემი თავი მსხვერპლად შემეწირა მისი გამწარებისთვის და ახლა ვეუბნები აქედან, სადაც არ უნდა ვიყო, რამდენი ხანიც არ უნდა ვიყო, სახეს ავახევ. მე მგონი, არ დასჭირდება, ამ თვის ბოლოდან უკვე ისედაც ეგრე იქნება მაგრამ, მეც შევიტან ჩემ წვლილს ამაში, აუცილებლად", - თქვა ნიკა გვარამიამ, რომლის კომენტარსაც „მთავარი არხი ავრცელებს“.
ასევე საინტერესოა:
🔵 „ძალიან ლამაზი გამოდის, ბაღზე შემოხვეული ლამაზი სკოლა“ - რა ინფორმაციას ავრცელებს გიგა მაქარაშვილი
1792821976
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 24 ოქტომბერს საქართველოში
24 ოქტომბერს ქუთაისში უნალექო ამინდი და +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ოზურგეთში მოღრუბლულია. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი. ბ...
1792787300
საზოგადოებაირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მიერ გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარის მიერ გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც უნგრეთის რევოლუციის 70 წლის...
1792785150
საზოგადოებაეკა სეფაშვილი: გვარამია და მისი რაზმი ცდილობდნენ თავი დაებრენდათ „პროდასავლური პარტიებად“ - პროდასავლური პარტია იმას ნიშნავს, რომ დასავლეთში დადიან? იქნებ იმას, რომ დასავლეთიდან იღებენ მითითებებს?
რადიკალური ოპოზიციური პარტიების მხრიდან მსხვერპლად წარმოჩენის მცდელობაზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა კომენტარი გ...
1792783053
საზოგადოებაევროპარლამენტარები: მოვუწოდებთ საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ მიზნობრივი სანქციები იმ პირთა მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლაზე
„ყურადღებით გავეცანით ბატონი კობახიძის მოწოდებას ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის შესახებ. ევროპას დიალოგი არასდროს შეუწყვეტია, „ქართულმა ოცნებამ“ მას უბრალოდ შინაარსი გამოაცალა“, - ამის შესახებ ერთო...
1792781543
სპორტისაბა მარკელია ევროპის ვიცე-ჩემპიონია
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ტაილანდურ კრივში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. კონტინენტის პირველობაზე ქართველმა სპორტსმენმა მედალი პირველად მოიპოვა. საბა მარკელიამ (U18, -60 კგ) ფინალი ფრანგ მოწინაა...




























