9 მაისს მოსკოვში თამარ გვერდწითელს არ უმღერია - არის მონტაჟი და თამარის ეს გამოსვლა შარშანდელია - რა ინფორმაცია ვრცელდება თამარ გვერდწითელის ფეისბუკგვერდზე
გავრცელდა ინფორმაცია, რომ 9 მაისს მოსკოვში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე თამარ გვერდწითელმა იმღერა.
მომღერლის ფეისბუკგვერდზე წერია, რომ გავრცელებული ინფორმაცია სრული დეზინფორმაციაა.
„სატელევიზიო ვერსია არის დამონტაჟებული და თამარის ეს გამოსვლა არის შარშანდელი 22 ივნისის კონცერტიდან ამოჭრილი და ჩასმული.
საქართველოს დამსახურებული არტისტი თამარ გვერდწითელი თვეზე მეტია სამშობლოში იმყოფება. დღეს თბილისში, საკუთარ სახლში მეგობრული და შემოქმედებითი საღამო გამართა ქართველ მუსიკოსებთან, თავის ბენდის ბიჭებთან ერთად. დავით ჯაფარიძესთან, ირაკლი ყარალაშვილთან და პაატა ანდრიაძესთან ერთად.“, - წერია თამარ გვერდწითელის ფეისბუკგვერდზე, სადაც მომღერლის ფოტოები და შარშანდელი კონცერტის ლინკიც ვრცელდება.
ცნობისთვის, რუსულმა მედიამ გაავრცელა გრანდიოზული კონცერტის კადრები, რომლის მიხედვითაც ის 9 მაისს, კრასნოგორსკში გაიმართა. ამავე კადრების მიხედვით, ლევ ლეშენკოსთან, ფილიპ კირკოროვთან, ნიკოლაი ბასკოვთან, გრიგორი ლეპსთან, ლარისა დოლინასთან და სხვებთან ერთად, სცენაზე თამარ გვერდწითელიც გამოჩნდა. შავ კაბაში გამოწყობილმა თამარ გვერდწითელმა ომის თემაზე შექმნილი სიმღერა, სცენაზე რუსი ოფიცრების ფორმაში გამოწყობილი სამხედრო ანსამბლის წევრებთან ერთად შეასრულა.
ასევე საინტერესოა:
1792825861
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი ირაკლი კუპრაძის ბრალდებაზე: როდესაც გადატრიალება მოხდა, მთელი პარტიის უდიდესი ნაწილი ციხეში იყო, საკუთარმა პრემიერმა და გვარდიის მეთაურმა წამოიწყეს ბუნტი, ჯაფარიძემ და სხვებმა მილიონები ზვიადის დამამხობლებთან ერთად იშოვეს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი „ლელოს“ წევრის ირაკლი კუპრაძის იმ ბრალდებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ბადრი ჯაფარიძე, რომელიც ზვია...
1792823174
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძემ იტალიაში ნარკოდამოკიდებულების პრევენციისა და რეაბილიტაციის საკითხებზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე იტალიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც ნარკოტიკებზე დამოკიდებულების პრევენციისა და რეაბილიტაციის საკითხებზე მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მ...
1792821976
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 24 ოქტომბერს საქართველოში
24 ოქტომბერს ქუთაისში უნალექო ამინდი და +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ოზურგეთში მოღრუბლულია. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი. ბ...
1792787300
საზოგადოებაირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მიერ გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარის მიერ გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც უნგრეთის რევოლუციის 70 წლის...
1792785150
საზოგადოებაეკა სეფაშვილი: გვარამია და მისი რაზმი ცდილობდნენ თავი დაებრენდათ „პროდასავლური პარტიებად“ - პროდასავლური პარტია იმას ნიშნავს, რომ დასავლეთში დადიან? იქნებ იმას, რომ დასავლეთიდან იღებენ მითითებებს?
რადიკალური ოპოზიციური პარტიების მხრიდან მსხვერპლად წარმოჩენის მცდელობაზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა კომენტარი გ...





























