ამ დროისთვის საქართველოში უკრაინის დაახლოებით 14 ათასი მოქალაქე იმყოფება - ანდრეი კასიანოვი
24 თებერვლამდე და მას შემდეგ, რაც უკრაინა-რუსეთის ომი დაიწყო, საქართველოში უკრაინის დაახლოებით 14 ათასი მოქალაქე იმყოფება, - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
დიპლომატის თქმით, ამ ეტაპზე დაზუსტებით უცნობია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც საქართველოში ომის შემდეგ ჩამოვიდნენ, რადგან აღნიშნული მონაცემები მუდმივად განახლებადია.
„ის მონაცემები, რომელიც გვქონდა და მუდმივად განახლებადია, 24 თებერვლამდეც იყვნენ ჩამოსულები და ომის მერე, 14 ათასია. საკითხი გვარდება საქართველოს მთავრობასთან და გაეროს ოფისთან, რომ მალევე მოხდეს ამის გადაჭრა, ასევე სხვა პარტნიორებთან და დიპლომატებთან ერთადაც.
რადგან ომი მიმდინარეობს, ზუსტი რიცხვი რაოდენობასთან დაკავშირებით არ არსებობს, რადგან სულ იზრდება იმ ადამიანების მოთხოვნა, რომ მოვიდნენ უსაფრთხო ადგილას. დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს მთავრობასთან ერთად, ჩვენ ამ საკითხის გადაჭრას შევძლებთ, რადგან ერთობლივად ვმუშაობთ გაეროსთან და ვცდილობთ, რომ ამ ადამიანებს მიეცეთ ოფიციალური შესაძლებლობა აქ ჰყოფნის.
ქართული ოჯახები, რომლებიც გვღებულობენ აქ საქართველოში, უღრმესი მადლობა ასეთი თბილი მიღებისთვის. უკრაინა და საქართველო მოძმე ერია, როგორც სიხარულში, ისე გაჭირვებაში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გამარჯვება ჩვენი საერთო იქნება“, - განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.
ასევე საინტერესოა:
🔵 თოვლი, ყინვა, ქარბუქი და ნისლი - როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი?
🔵 ირაკლი ოქრუაშვილი: „უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა“
1792787300
საზოგადოებაირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მიერ გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარის მიერ გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც უნგრეთის რევოლუციის 70 წლის...
1792785150
საზოგადოებაეკა სეფაშვილი: გვარამია და მისი რაზმი ცდილობდნენ თავი დაებრენდათ „პროდასავლური პარტიებად“ - პროდასავლური პარტია იმას ნიშნავს, რომ დასავლეთში დადიან? იქნებ იმას, რომ დასავლეთიდან იღებენ მითითებებს?
რადიკალური ოპოზიციური პარტიების მხრიდან მსხვერპლად წარმოჩენის მცდელობაზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა კომენტარი გ...
1792783053
საზოგადოებაევროპარლამენტარები: მოვუწოდებთ საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ მიზნობრივი სანქციები იმ პირთა მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლაზე
„ყურადღებით გავეცანით ბატონი კობახიძის მოწოდებას ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის შესახებ. ევროპას დიალოგი არასდროს შეუწყვეტია, „ქართულმა ოცნებამ“ მას უბრალოდ შინაარსი გამოაცალა“, - ამის შესახებ ერთო...
1792781543
სპორტისაბა მარკელია ევროპის ვიცე-ჩემპიონია
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ტაილანდურ კრივში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. კონტინენტის პირველობაზე ქართველმა სპორტსმენმა მედალი პირველად მოიპოვა. საბა მარკელიამ (U18, -60 კგ) ფინალი ფრანგ მოწინაა...
1792779921
ახალი ამბებიცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბათუმის საზღვაო ნავსადგურს ეწვივნენ
საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში, საქართველოში ვიზიტით მყოფი ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინის...




























