საქართველოში ვერ გამოიძებნა ვინმე მდიდარი ადამიანი, რომელსაც სინდისი აწუხებს, თქვენ შეგიძლიათ ხალხი გადაარჩინოთ - დომენიკ მანგო
საქართველოში ვერ გამოიძებნა ვინმე მდიდარი ადამიანი, რომელსაც სინდისი აწუხებს, თქვენ შეგიძლიათ ხალხი გადაარჩინოთ, - ამის შესახებ უკრაინაში მოხალისედ წასული სამოქალაქო აქტივისტი კუკური ბარამიძე იგივე დომენიკ მანგო, სოციალურ ქსელში წერს.
„როგორ დავიჯერო, რომ საქართველოში ვერ გამოიძებნა ვინმე მდიდარი ადამიანი, რომელსაც სინდისი აწუხებს მაშინ, როდესაც ათასობით დაბომბილი ბავშვის შესახებ ესმის ინფორმაცია?
თქვენ შეგიძლიათ ერთი მარტივი გადაწყვეტილებით და თქვენი ფულის 0.01%-ით მოაყენოთ აქ ავტობუსები და ეს ხალხი გადაარჩინოთ. უკვე 3 დღე და ღამეა ვიხვეწები ავტობუსებს, რომ გავიყვანოთ ხალხი.
ნუ გეშინიათ, არაფერი მოგივათ, უკრაინაში არც კი შემოგიყვანთ. გამოვიყვანთ ამ ქალებს და ბავშვებს, საზღვარზე დაგხვდებათ. შეწუხებული ვარ ამ გულგრილობით - რად გინდა ფული, თუ მის სანაცვლოდ ადამიანობა დაკარგე?!
გ ა ვ ა ს ა ი დ უ მ ლ ო ე ბ !
თუ მადლობა გინდა საჯაროდ, წლების მანძილზე გადაგიხდი მადლობას, ოღონდ ვინმე მდიდარმა (რომლებიც უხვად კითხულობთ ჩემს გვერდს) ისურვეთ და გაიყვანეთ ბავშვები და ქალები აქედან!
ბარტერი გინდა?
თანახმა ვარ, ასიათასობით ადამიანს ვანახვებ, რომ სიკეთე გააკეთე. ფარულად გინდა? ვფიცავ ვერავინ გაიგებს შენს შესახებ, ოღონდ გააკეთე!
გუშინ 1500 ქალი და ბავშვი დაბომბეს თავშესაფარში - გახსოვდეს ეს.
ეს არის ჩემი ვოთსაპის ნომერი: +48 694 812 741“, - წერს დომენიკ მანგო.
ასევე საინტერესოა:
1792787300
საზოგადოებაირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მიერ გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარის მიერ გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც უნგრეთის რევოლუციის 70 წლის...
1792785150
საზოგადოებაეკა სეფაშვილი: გვარამია და მისი რაზმი ცდილობდნენ თავი დაებრენდათ „პროდასავლური პარტიებად“ - პროდასავლური პარტია იმას ნიშნავს, რომ დასავლეთში დადიან? იქნებ იმას, რომ დასავლეთიდან იღებენ მითითებებს?
რადიკალური ოპოზიციური პარტიების მხრიდან მსხვერპლად წარმოჩენის მცდელობაზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა კომენტარი გ...
1792783053
საზოგადოებაევროპარლამენტარები: მოვუწოდებთ საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ მიზნობრივი სანქციები იმ პირთა მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლაზე
„ყურადღებით გავეცანით ბატონი კობახიძის მოწოდებას ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის შესახებ. ევროპას დიალოგი არასდროს შეუწყვეტია, „ქართულმა ოცნებამ“ მას უბრალოდ შინაარსი გამოაცალა“, - ამის შესახებ ერთო...
1792781543
სპორტისაბა მარკელია ევროპის ვიცე-ჩემპიონია
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ტაილანდურ კრივში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. კონტინენტის პირველობაზე ქართველმა სპორტსმენმა მედალი პირველად მოიპოვა. საბა მარკელიამ (U18, -60 კგ) ფინალი ფრანგ მოწინაა...
1792779921
ახალი ამბებიცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბათუმის საზღვაო ნავსადგურს ეწვივნენ
საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში, საქართველოში ვიზიტით მყოფი ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინის...




























