„ამოღებული და დალუქულია დიდი რაოდენობით რძე და რძის ნაწარმი“ - ქვემო ქართლში რძის გადამმუშავებელი არალეგალური 4 საწარმო გამოავლინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში 4 რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმო გამოავლინეს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ყველა მათგანი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი აღიარების გარეშე საქმიანობდა.
აღსანიშნავია, რომ, დღეისათვის, საქართველოს მასშტაბით, რეგისტრირებულია რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელი 251 ბიზნესოპერატორი. ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია და სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი აღიარება, ნიშნავს, რომ წარმოება შესაბამისი სტანდარტებით ხორციელდება.
თუმცა, გამოწვევად რჩება არარეგისტრირებული წარმოება, რომელთა გამოვლენის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო სამომხმარებლო ბაზრის მუდმივ კონტროლს ახორციელებს.
მიმდინარე წელს, რძისა და რძის მწარმოებელ ბიზნესოპერატორებთან ჩატარდა 3600-ზე მეტი სახელმწიფო კონტროლი. სააგენტოს მიერ გამოვლენილია 36 არარეგისტრირებული წარმოება.
ქვემო ქართლში განხორციელებული შემოწმების შედეგად ამოღებული და დალუქულია დიდი რაოდენობით რძე და რძის ნაწარმი.
კანონმდებლობის შესაბამისად, მეწარმეები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.
ფიზიკური პირი გ. კ. მისამართი: ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სოფელი რატევანი. ამოღებული და დალუქულია150 ლიტრი რძე.ფიზიკური პირი ც. მ. მისამართი: ბოლნისის მუნიციპალიტეტი სოფელი რატევანი. ამოღებული და დალუქულია 530 ლიტრი რძე და 100 კილოგრამი სულგუნი.ფიზიკური პირი ც. მ. მისამართი: ბოლნისი, გრიგოლ ხანძთელის N11; ამოღებული და დალუქულია 500 ლიტრი რძე, 200 კილოგრამამდე ყველი და ნადუღი, 100 კილოგრამამდე სულგუნი, 40 ლიტრი -მცენარეული ცხიმი; 5 ტომარა რძის ფხვნილი(125 კგ).ფიზიკური პირი პ. ა. მისამართი: ბოლნისი სოფელი რატევანი. ამოღებული და დალუქულია 400 ლიტრი რძე და 70 კილოგრამი სულგუნი.
1752762476
საზოგადოებათენგიზ შარმანაშვილი: ევროპიდან გვეუბნებიან, ჩვენ გავაკეთებთ საქართველოში ყველაფერს რევოლუციური სცენარების განხორციელებისთვის, უკანონო ქმედებების წახალისებისთვის და ეს თქვენმა მოქალაქეებმა არ უნდა იცოდნენ - ეს ჩვენთვის მიუღებელია
ევროპიდან გვეუბნებიან, ჩვენ გავაკეთებთ საქართველოში ყველაფერს რევოლუციური სცენარების განხორციელებისთვის, უკანონო ქმედებების წახალისებისთვის და ეს თქვენმა მოქალაქეებმა არ უნდა იცოდნენ - ასეთი ქმედებები...
1752762347
საზოგადოებაპროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა...
1752760343
ახალი ამბებიადიგენში კაცი მოკლეს - „ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობა მიაყენა და მიიმალა“
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 1974 წელ...
1752758709
ახალი ამბებიგონიოში კორპუსის საყრდენი კონსტრუქცია ჩამოინგრა
გონიოში მრავალსართულიანი შენობის საყრდენი რკინის კონსტრუქცია ჩამოინგრა. როგორც ახალი ამბების სააგენტო „ექსკლუზივს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მომხდარის შედეგად 1 ადამიანი დაშ...
1752757505
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7121 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7127 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...