სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თბილისში 26 ჰექტარზე სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შპს „სპორტულ კლუბ ატლეტიკს“ თბილისში, ბობ უოლშის ქუჩაზე მდებარე 26 ჰა არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საქართველოს მთავრობის 2025 წლის 14 ივლისის განკარგულების საფუძველზე, აღნაგობის უფლებით, 20 წლის ვადით სარგებლობაში გადასცა, - ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

„სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის ზურაბ წიქვაძის განცხადებით, ინვესტორზე აღნაგობით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე საერთაშორისო სტანდარტების სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა, მათ შორის, ორი ხელოვნურ საფარიანი საფეხბურთო მოედანი.

„სპორტული კლუბი ატლეტიკი“ პირველი კომპანიაა, რომელსაც სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიწის ნაკვეთი გადაეცა. ჩვენ გამოვხატავთ მზადყოფნას, მივიღოთ სხვა წინადადებები კერძო სექტორისგან, რათა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურა,“ - აღნიშნა ზურაბ წიქვაძემ.

აღსანიშნავია, რომ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, სპორტისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროები ერთობლივად ახორციელებენ. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, შესაბამისი საინვესტიციო პირობებით, სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების მიზნით, 20 წლიანი აღნაგობის უფლებით გაიცემა.

ამ პროცესის ხელშეწყობისთვის, სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს შეღავათებს დაინტერესებული ინვესტორებისთვის, მათ შორის, ეს ეხება აღნაგობის უფლების საზღაურს. პროგრამის მიხედვით, პირველი 10 წლის განმავლობაში აღნაგობით სარგებლობის საფასური იქნება ერთჯერადი, სიმბოლური ფასი - 1 ლარი, ხოლო მეთერთმეტე და შემდგომ წლებში ეს თანხა ყოველწლიური საბაზრო სარგებლობის საფასურს გაუტოლდება.

პროგრამაში მონაწილეობის მიღების უფლება ექნება ნებისმიერ მეწარმე სუბიექტს, რომელიც სახელმწიფოს შესთავაზებს მის დაინტერესებაში არსებულ უძრავ ქონებაზე სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა/განვითარების საინვესტიციო პროექტს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752782862

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წერილზე: ევროკავშირმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი და დაარღვია საქართველოსთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულება, რაც სირცხვილია

ამ წერილიდან გავიგეთ ორი რამ: გავიგეთ რომ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტისთვის ვიზის აუცილებლობის შემოღება იყო 2010 წლის ხელშეკრულების დარღვევა ევროკავშირის მხრიდან და ფაქტია, რომ ევროკავშირმა...

შალვა პაპუაშვილი

1752782134

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: წარმოგიდგენიათ მაკა ბოჭორიშვილი რომ ჩავიდეს ესტონეთში და ოპოზიციის აქციაში მიიღოს მონაწილეობა?! იტყვიან, რომ ევროპული ღირებულებები ამას ეწინააღმდეგება. თვითონ რომ ამას აკეთებენ, ეს რატომაც ჩვეულებრივი მომენტია

წარმოგიდგენიათ მაკა ბოჭორიშვილი რომ ჩავიდეს ესტონეთში და იქაური ოპოზიციის აქციაში მიიღოს მონაწილეობა?! იტყვიან, რომ ევროპული ღირებულებები ამას ეწინააღმდეგება. თვითონ რომ ამას აკეთებენ, ეს რატომაც ჩვეუ...

შალვა პაპუაშვილ

1752782104

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელის წერილი შეეხება უვიზო მიმოსვლის ანგარიშებს, რომელიც ყოველ წელს დგება დეკემბერში. აგვისტო წერილში არ არის ნახსენები, ზეპირად არის ნათქვამი, მაგრამ ფაქტია, რომ აწყობილია საარჩევნო კალენდარზე

ბრიუსელის წერილი შეეხება უვიზო მიმოსვლის ანგარიშებს, რომელიც ყოველ წელს დგება და ეს ხდება წესით დეკემბერში. ეს აგვისტო წერილში არ არის ნახსენები და ზეპირად არის ნათქვამი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს აწყობილ...

შალვა პაპუაშვილი

1752782050

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: რობერ შუმანი ალბათ საფლავში ტრიალებს, როდესაც ხედავს რა ემართება ევროკავშირს ბრიუსელის დღევანდელი პოლიტიკური ელიტის ხელში. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ ბრიუსელის სვლას საბჭოთა კავშირისკენ

სრულად ეწერება იმ პოლიტიკაში, რომელსაც ახალი ადმინისტრაცია აწარმოებს. ჩვენ სახელმწიფო მდივნისგან მოვისმინეთ კიდევაც განმარტება, რომ განსხვავებით წინა ადმინისტრაციისგან, ისინი აღიარებენ, რომ ყველა ქვეყ...

შალვა პაპუაშვილი

1752779680

მსოფლიო

The Wall Street Journal: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი შეზღუდვებს აწესებს სხვა ქვეყნების არჩევნებთან დაკავშირებით საჯარო შეფასებებზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აწესებს შეზღუდვებს უცხოურ არჩევნებთან დაკავშირებით საჯარო შეფასებებზე, რითიც ის უარს ამბობს წლების განმავლობაში გამოყენებულ პრაქტიკაზე, რომელიც დემოკრატიული სტანდარტების...

: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი