არჩილ გორდულაძე: ძალადობის გამართლებას, მსხვერპლთა ტკივილის გაუფასურებასა და ხალხის სუვერენული ნების წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებებს შესაბამისი კონსტიტუციური შეფასება უნდა მიეცეს
„თავისივე წამოცდენით გააქარწყლეს ერთკვირიანი კამპანია თითქოს ვერ იგებდნენ რომელ პარტიას რა ნაწილში ვედავებით კონსტიტუციის დარღვევას“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ოპოზიციური პარტიების შესახებ საუბრისას გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
„ამ კვირის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიები იმას კი არ ამტკიცებდნენ თუ რატომ არ არიან ისინი არაკონსტიტუციური, არამედ ყალბი ინფორმაციისა და დემაგოგიის გამოყენებით „ქართული ოცნების“ არაკონსტიტუციურობის დამტკიცებას ცდილობდნენ. ამით მათ ფაქტობრივად აღიარეს სარჩელში მოყვანილი ფაქტები, დაადასტურეს, რომ სარჩელში მოყვანილი ფაქტების გასაბათილებლად არგუმენტები და მტკიცებულებები უბრალოდ არ არსებობს.
ამით მათ ფაქტობრივად დაადასტურეს, რომ ისინი არაკონსტიტუციურნი არიან. ასევე, თავისივე წამოცდენით გააქარწყლეს ერთკვირიანი კამპანია თითქოს ვერ იგებდნენ რომელ პარტიას რა ნაწილში ვედავებით კონსტიტუციის დარღვევას. თავადვე დაადასტურეს, რომ ყველა პარტიას დასაბუთებულად ვედავებით „ყველაფრის დარღვევას“ - ეს მათივე სიტყვებია“, - აღნიშნა გორდულაძემ.
მისივე თქმით, მმართველი გუნდისთვის ადამიანის ღირსება, საქართველოს მოქალაქეთა არჩევანი, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი უმთავრესი ღირებულებებია და მისი თქმით, სწორედ ამ მიზანს ემსახურება მათი სარჩელიც, რომ დაიცვან ადამიანის უფლებები.
„ჩვენი გუნდის პოზიცია არის მკაფიო: ჩვენი გუნდისთვის ადამიანის ღირსება, საქართველოს მოქალაქეთა არჩევანი, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი უმთავრესი ღირებულებებია.
ძალადობის გამართლებას, მსხვერპლთა ტკივილის გაუფასურებასა და ხალხის სუვერენული ნების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს შესაბამისი კონსტიტუციური შეფასება უნდა მიეცეს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი სარჩელი.
ჩვენ თანმიმდევრულად დავიცავთ ადამიანის უფლებებს, საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგსა და საქართველოს მოქალაქეთა უფლებას - თავად განსაზღვრონ საკუთარი ქვეყნის მომავალი“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
1793376225
ახალი ამბებიზურაბ ქადაგიძე: 5 რადიკალური ოპოზიციური პარტიის აკრძალვის პროცესი უნდა დამთავრდეს და, შესაბამისად, ბუნებრივად გაიწმინდება პოლიტიკური ველი
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე რადიკალური პოლიტიკური პარტიების სავარაუდო აკრძალვის შემდეგ მოსალოდნელ პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. დეპუტატის თქმით, პოლიტიკური სივრცე ჯანსაღმა, ხ...
1793374847
ახალი ამბებისაქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და ეროვნული ბანკის საერთაშორისო ჰაკათონზე გაიმარჯვა სტარტაპმა Goni, რომელმაც GITA-ს 20 000-ლარიანი გრანტი მოიპოვა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და ეროვნული ბანკის საერთაშორისო ჰაკათონზე გამოვლინდა გამარჯვებული სტარტაპი - Goni. გუნდის წევრებმა, თ...
1793373288
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი „ალდეს“ განცხადებაზე: ეს არის კორპორაციული მხარდაჭერა, რომელსაც დემოკრატიასთან კავშირი არ აქვს
„ეს არის კორპორაციული მხარდაჭერა, რომელსაც დემოკრატიასთან კავშირი არ აქვს“, - ასე შეაფასა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა „ალდეს“ განცხ...
1793370572
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ის, რაც გიორგი გახარიამ მაშინ იკადრა და გააკეთა, იყო პრაქტიკულად იმავე საფრთხის წინაშე ჩვენი ქვეყნის დაყენება, რაც 2008 წელს, სააკაშვილმა და მისმა მოღალატეობრივმა რეჟიმმა გააკეთა
პოლიტიკური სპეკულაციები და ფაქტების დამახინჯების მცდელობა - ასე აფასებს „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოში გახარიას პარტიის წარმომადგენლის გამოსვლას. კოლეგიის წინაშე ახსნა-განმარტებებით ბერდი...
1793369312
ახალი ამბებიალუდა ღუდუშაური: ALDE-ს აქამდე არასდროს დაუგმია ძალადობა საქართველოში, თუმცა მკაფიო მხარდაჭერას უცხადებს და ქომაგობს „ლელოს“, რომლის წევრიც, ბატონი ელისაშვილი გახლავთ მსჯავრდადებული ტერორიზმის მუხლით
„ALDE მკაფიო მხარდაჭერას უცხადებს და ქომაგობს „ლელოს“, რომლის წევრიც, ბატონი ელისაშვილი გახლავთ მსჯავრდადებული ტერორიზმის მუხლით“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომი...






























