საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ერთობლივი საბაჟო გამტარი პუნქტის ფუნქციონირების შესახებ ოქმი გაფორმდა
საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით, საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა გაიმართა.
აღნიშნული მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, მამუკა ბარათაშვილმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარემ, შაჰინ ბაგიროვმა ხელი მოაწერეს ოქმს ,,საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ერთობლივი საერთაშორისო საავტომობილო გამტარი პუნქტის „აბრეშუმის გზა - „იფექ იოლუ“ პრაქტიკული ფუნქციონირების შესახებ“.
დოკუმენტის მიზანია ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება, სატრანზიტო გადაზიდვების ხელშეწყობა და შუა დერეფნის სატრანსპორტო-ლოგისტიკური პოტენციალის განვითარება.
დოკუმენტი ითვალისწინებს ერთობლივი გამტარი პუნქტის მეშვეობით გადაადგილებული სატვირთო სატრანსპორტო საშუალებებისა და საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის ეფექტიანობის გაზრდას, რაც ხელს შეუწყობს საზღვრის კვეთის პროცედურების გამარტივებას, ეფექტურ თანამშრომლობას, უსაფრთხოებასა და კანონიერ ვაჭრობას.
ოქმი ეფუძნება 2021 წლის 29 სექტემბერს, ქალაქ ბაქოში, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობებს შორის გაფორმებულ შეთანხმებას სახელმწიფო საზღვარზე გამტარი პუნქტების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ახალი ერთობლივი საერთაშორისო საავტომობილო გამტარი პუნქტის შექმნასა და მისი ფუნქციონირების პრინციპების განსაზღვრას.
1793354255
საზოგადოებასაქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის ფარგლებში ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის შეთანხმებები გაფორმდა
საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის ფარგლებში ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის შეთანხმებები გაფორმდა. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მო...
1793353351
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი, ჩვენ კონსულტაციები გვაქვს სემეკთან, თუმცა უნდა დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას
„გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნულ საკითხზე სემეკთან კ...
1793352618
საზოგადოებაირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძეზე: თუ იქნება მისი მხრიდან სინანულის გამოხატულება, მონანიება, აღიარება, ძალიან მარტივად დატოვებს საპატიმროს, პრინციპულად ეწინააღმდეგება სამართლის უზენაესობის პრინციპს
„თუ იქნება მისი მხრიდან სინანულის გამოხატულება, მონანიება, აღიარება, ამ შემთხვევაში ის ძალიან მარტივად დატოვებს საპატიმროს, ყოველგვარი მოთხოვნა უპირობო გათავისუფლების შესახებ, პრინციპულად ეწინააღმდეგე...
1793351819
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: არ შეიძლება სერიოზული კომენტარები ვაკეთოთ გვარამიას განცხადებებზე, ეს არის ისტერიული მცდელობა, რომ საკუთარი ცოდვები გადაფარონ, თუმცა საზოგადოება ხედავს, რამდენად მყარია ის სარჩელი, რომელიც წარდგენილია საკონსტიტუციო სასამართლოში
შეიძლება სერიოზული კომენტარები ვაკეთოთ ბატონი გვარამიას განცხადებებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც სასამა...
1793349715
საზოგადოება„ლელოს“ ლიდერი გიორგი სიორიძე: წარმოსახვითია ის საფრთხეები, რომლებსაც „ქართული ოცნება“ რუსეთთან მიმართებით სახავს და სინამდვილეში სხვა მიზანს ემსახურება
საკონსტიტუციო სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი სიორიძემ განაცხადა, რომ წარმოსახვითია ის საფრთხეები, რომლებსაც „ქართული ოცნება“ რუსეთთან მიმართებით სახავს. სიორიძის თქმ...


























