აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, მიღებას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის მინისტრის მოადგილე მურად ჰუსეინოვი, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა, საქართველოს პარლამენტის წევრები ირაკლი ქადაგიშვილი და ზაზა ლომინაძე დაესწრნენ.
საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარიძემ და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვამ.
მიღებაზე შესრულდა საქართველოსა და აზერბაიჯანის ჰიმნები, ქართული სამოსისა და სამკაულის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის წარმოჩენის მიზნით, საქართველოს სხვადასხვა კუთხის ეროვნული სამოსი და სამკაულები გამოიფინა. საღამო მუსიკალურად გააფორმეს ნიკა ნიკვაშვილმა ორკესტრისა და ბენდის თანხლებით, ანსამბლმა „შვიდკაცამ“ და სიმებიანმა კვარტეტმა.
ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და ჰეიდარ ალიევის ფონდის მხარდაჭერით გაიმართა.
24 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ჰეიდარ ალიევის ცენტრში გაიმართება საზეიმო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი აზერბაიჯანულ ორკესტრთან ერთად ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით, მომღერლები ლიზა ბაგრატიონი, მანანა თოდაძე, კონსტანტინე ყიფიანი, ოთო ბაზერაშვილი და ანსამბლი „შვიდკაცა“.
26 მაისს ჰეიდარ ალიევის ცენტრი და ბაქოს ოლიმპიური სტადიონი საქართველოს დროშის ფერებში განათდება.
1748017104
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: იმ ფონზე, რომ რადიკალები 26 მაისს ძალადობას აანონსებენ, სალომე ზურაბიშვილის აშშ-ის საელჩოში მისვლა და კონსულტაციები, მსუბუქად რომ ვთქვათ, ძალიან გასაკვირია
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში იმყოფებოდა, მედიასთან გამოეხმაურა. მისი თქმით, იმ ფონზე, რ...
1748011602
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: გახარია როდესაც აცხადებს პარლამენტში არ ვართო, ეს არის ტყუილი, ფიზიკურად აქ არ შემოსულან, მაგრამ რეალურად გახარიას პარტიამ ის არ გააკეთა, რაც სხვა რადიკალებმა
„გახარია როდესაც აცხადებს ჩვენ პარლამენტში არ ვართო, ეს არის ტყუილი, ფიზიკურად აქ არ შემოსულან, მაგრამ რეალურად გიორგი გახარიას პარტიამ ის არ გააკეთა, რაც სხვა რადიკალებმა გააკეთეს, ანუ სია ცენტრალურ...
1748010056
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი 26 მაისზე: ვინც ეცდება რაიმე ფორმით ამ პროცესში შეიტანოს დისონანსი, კრიმინალი და მოიქცეს ისე, რომ საფრთხე შეუქმნას ზეიმის წარმატებით განხორციელებას, სათანადო პასუხს მიიღებენ ხელისუფლებისგან
„ვინც ეცდება რაიმე ფორმით ამ პროცესში შეიტანოს დისონანსი, კრიმინალი და მოიქცეს ისე, რომ საფრთხე შეუქმნას ზეიმის წარმატებით განხორციელებას, სათანადო პასუხს მიიღებენ ხელისუფლებისგან“, - განაცხადა პარლამ...
1748008247
ახალი ამბებითემურ ქეცბაია: ველოდებით, რომ ფინალს „პარი სენ-ჟერმენი“ მოიგებს და ჩემპიონთა ლიგის მეორე გამარჯვებული ქართველი გვეყოლება
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა და მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ ფინალზე ისაუბრა, სადაც ხვიჩა კვარა...
1748005786
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 23 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7376 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7383 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...