მეუფე შიო - აფხაზეთი ჩვენთვის არ არის მხოლოდ ისტორიული თუ პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე მხარე, არამედ დიდი სულიერი და მოციქულებრივი მემკვიდრეობა და დიდი სიწმინდეა

„აფხაზეთი ჩვენთვის არ არის მხოლოდ ისტორიული თუ პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე მხარე, არამედ დიდი სულიერი და მოციქულებრივი მემკვიდრეობა და დიდი სიწმინდეა...
გამოსავალია სინანულსა და ურთიერთშენდობაში. ეს არის გზა ქრისტესი, ის გზა, რომელიც გვიანდერძა წმინდა სვიმონ კანანელმა. ეს არის იმ ძმური სიყვარულის აღდგენა, რომელიც მუდამ სუფევდა ჩვენსა და აფხაზებს შორის, ოსებს შორის... სახელმწიფო მაშინ ძლიერდება, როდესაც მისი მოქალაქეები ერთად შრომობენ, ერთად ლოცულობენ, ერთად აშენებენ მომავალს. მხოლოდ ეს არის საწინდარი იმისა, რომ ქართველებიც, აფხაზებიც, ოსებიც შეძლებენ ძმურად თანაცხოვრებას!“, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) წმინდა მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღეს და აფხაზეთობაზე ქადაგებისას განაცხადა.
„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. პატივცემულო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარევ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებო, ყოვლადსამღვდელონო მეუფენო, მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს - წმინდა მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენებას და აფხაზეთობას.
ღვთის დიდი წყალობაა, რომ საქართველოში იქადაგეს მოციქულებმა, რომელთა შორის იყო წმინდა მოციქული სვიმონ კანანელიც. იგი წარმოშობით იყო კანას გალილეადან. სწორედ სვიმონის სახელს, მის ოჯახს უკავშირდება უფალ იესო ქრისტეს მიერ აღსრულებული პირველი სასწაული - წყლის ღვინოდ გადაქცევა კანაში, სვიმონ კანანელის ოჯახში, მის ქორწილში. იგი იყო იოსებ დამწინდველის შვილი პირველი ქორწინებიდან. და აი, მან შეიცნო იესო ქრისტე, როგორც მესია, როგორც სოფლის მხსნელი, დატოვა თავისი ოჯახი და გაჰყვა ქრისტეს.
როდესაც იესო ქრისტეს ამაღლებისა და სულთმოფენობის შემდეგ მოციქულები გაემართნენ სხვადასხვა მხარეს საქადაგებლად, წმინდა სვიმონ კანანელი წამოჰყვა ანდრია პირველწოდებულს საქართველოში, იქადაგა მასთან ერთად დასავლეთ საქართველოში, შემდეგ კი დარჩა აფხაზეთში წარმართთა მოსაქცევად, სადაც მოწამებრივად აღესრულა ანაკოფიაში.
მისი საფლავის ადგილზე მოგვიანებით ახალი ათონის მთაზე აიგო შესანიშნავი მონასტერი. დღემდე შემორჩენილია ის მღვიმე, სადაც იგი მოღვაწეობდა. წმინდა სვიმონ კანანელი არის დიდი მფარველი საქართველოსი, ჩვენთვის მლოცველი და განსაკუთრებით აფხაზეთის დიდი მფარველია.
როდესაც ვეცნობით მის ცხოვრებას, ვიხსენებთ მის ღვაწლს, ვაცნობიერებთ, რომ აფხაზეთი ჩვენთვის არ არის მხოლოდ ისტორიული თუ პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე მხარე, არამედ დიდი სულიერი და მოციქულებრივი მემკვიდრეობაა და დიდი სიწმინდეა ჩვენთვის.
რა თქმა უნდა, დღეს ჩვენ ვიხსენებთ იმ საშინელ ომს, რომელიც გამოვიარეთ, იმ ტრაგედიას... დღეს ჩვენ გადავიხდით პარაკლისს აფხაზეთისთვის, საქართველოს გამთლიანებისთვის, მშვიდობისთვის, ასევე - პანაშვიდს ომში დაღუპული მეომრებისთვის, ადამიანებისთვის. ეს იყო საშინელი მოვლენა - ათასობით ადამიანი დაიღუპა როგორც ქართველთა, ისე აფხაზთა მხრიდან; 300 000 ადამიანამდე განიდევნა თავიანთი სახლებიდან, თავიანთი მშობლიური კუთხიდან ეთნიკური ნიშნით, მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველები არიან.
შედეგად, ეს უმშვენიერესი მხარე დღეს ოკუპირებული და ჩამოშორებულია საქართველოს, რა თქმა უნდა, დროებით! ჩვენ ვიცით, რომ ეს მოვლენა დროებითია და აუცილებლად გამოსწორდება.
რაშია გამოსავალი და ხსნა? - უპირველეს ყოვლისა, მშვიდობიან შერიგებაში! მაგრამ ამისთვის უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს მოვლენა იყო ჩვენი - როგორც ქართველების, ასევე აფხაზების - ცოდვების შედეგი. იგივე შეიძლება ითქვას ცხინვალში მომხდარ ომსა და ტრაგედიაზე.
გამოსავალია, რომ ჩვენ, ყველა მხარემ, გავაცნობიეროთ ჩვენი ცოდვები, ჩვენი შეცდომები; გამოსავალია სინანულსა და ურთიერთშენდობაში. ეს არის გზა ქრისტესი, ის გზა, რომელიც გვიანდერძა წმინდა სვიმონ კანანელმა.
ეს არის იმ ძმური სიყვარულის აღდგენა, რომელიც მუდამ სუფევდა ჩვენსა და აფხაზებს შორის, ოსებს შორის. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ასეც მოხდება და სულ მალე ვიხილავთ გამთლიანებულ საქართველოს. დღეს ძალიან მოხარული ვართ, რომ ჩვენი სახელმწიფოც, ქვეყანაც, ხალხიც მშვიდობისკენ არის მიმართული. მხოლოდ ეს არის პირობა იმისა, რომ ქვეყანა გამთლიანდეს და გაძლიერდეს.
სახელმწიფო მაშინ ძლიერდება, როდესაც მისი მოქალაქეები ერთად შრომობენ, ერთად ლოცულობენ, ერთად აშენებენ მომავალს. მხოლოდ ეს არის საწინდარი იმისა, რომ ქართველებიც, აფხაზებიც, ოსებიც შეძლებენ ძმურად თანაცხოვრებას.
დაბოლოს, მინდა, გაგახსენოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის შეგონება ჩვენდამი. იგი ამბობს, რომ თუ გინდათ აფხაზეთის გადარჩენა, თუ გინდათ აფხაზი ხალხის გადარჩენა, ჩვენ - ქართველებმა და აფხაზებმა - ერთად, ერთიან სახელმწიფოში უნდა ვიცხოვროთ. აი, მხოლოდ მაშინ გადარჩება აფხაზეთი! კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. წმინდა მოციქულ სვიმონ კანანელის ლოცვით, უფალმა ინებოს აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილების თავიანთ სახლებში დაბრუნება. წმინდა სვიმონ კანანელის ლოცვით, ღმერთმა დალოცოს, გაამთლიანოს და გააძლიეროს საქართველო, ამინ“, - განაცხადა მეუფე შიომ.
1748011602
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: გახარია როდესაც აცხადებს პარლამენტში არ ვართო, ეს არის ტყუილი, ფიზიკურად აქ არ შემოსულან, მაგრამ რეალურად გახარიას პარტიამ ის არ გააკეთა, რაც სხვა რადიკალებმა
„გახარია როდესაც აცხადებს ჩვენ პარლამენტში არ ვართო, ეს არის ტყუილი, ფიზიკურად აქ არ შემოსულან, მაგრამ რეალურად გიორგი გახარიას პარტიამ ის არ გააკეთა, რაც სხვა რადიკალებმა გააკეთეს, ანუ სია ცენტრალურ...
1748010056
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი 26 მაისზე: ვინც ეცდება რაიმე ფორმით ამ პროცესში შეიტანოს დისონანსი, კრიმინალი და მოიქცეს ისე, რომ საფრთხე შეუქმნას ზეიმის წარმატებით განხორციელებას, სათანადო პასუხს მიიღებენ ხელისუფლებისგან
„ვინც ეცდება რაიმე ფორმით ამ პროცესში შეიტანოს დისონანსი, კრიმინალი და მოიქცეს ისე, რომ საფრთხე შეუქმნას ზეიმის წარმატებით განხორციელებას, სათანადო პასუხს მიიღებენ ხელისუფლებისგან“, - განაცხადა პარლამ...
1748008247
ახალი ამბებითემურ ქეცბაია: ველოდებით, რომ ფინალს „პარი სენ-ჟერმენი“ მოიგებს და ჩემპიონთა ლიგის მეორე გამარჯვებული ქართველი გვეყოლება
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა და მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ ფინალზე ისაუბრა, სადაც ხვიჩა კვარა...
1748005786
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 23 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7376 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7383 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...
1748005056
საზოგადოებალევან მოსეშვილი: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სამუშაოების დასრულების შემდეგ საშუალება გვექნება, მივიღოთ ყველაზე დიდგაბარიტიანი საჰაერო ხომალდები ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიმდინარეობა დღეს ეკონომიკისა...