„საქართველო ყოველთვის ჩემთან ერთადაა, მან ბევრი რამ მომცა და ვამაყობ, რომ ქართველი ვარ“ - ხვიჩა კვარაცხელია

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ Sky Sport-თან მოკლე კომენტარი გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა და ბედნიერია, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს.

„როდესაც პსჟ-სთან კონტრაქტი გავაფორმე, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ყველაფერი ასე სწრაფად მოხდებოდა, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ფინალში ვითამაშებ, ეს ოცნებაა. თბილისიდან გრძელი მოგზაურობა იყო, რთული მომენტებიც გამოვიარე, მაგრამ გადავლახე და ყველა ფეხბურთელის კარიერაში ძალიან მნიშვნელოვანია ამის გაკეთება.

საქართველო ყოველთვის ჩემთან ერთადაა, საქართველომ ბევრი რამ მომცა, ვამაყობ, რომ ქართველი ვარ, მინდა, ჩემს ქვეყანას დავეხმარო. ქართველი ფეხბურთელებისთვის დიდ ლიგებში თამაში რთულია, ამიტომ, ვცდილობ, ეს ყველაფერი შეიცვალოს.

„ინტერთან“ მითამაშია, მაგრამ ამ მხრივ არ მგონია, ლუის ენრიკეს ჩემი დახმარება სჭირდებოდეს. ის და მისი სტაფი უყურებენ მატჩებს და ჩემზე მეტად იციან, რა არის საჭირო. თუმცა, მეც ვიცი, რამდენად ძლიერია „ინტერი“, თუ ჩემი დახმარება დასჭირდებათ, მზად ვიქნები.

დიახ, მართალია, ფაბიან რუისთან და ჯიჯო დონარუმასთან ერთად „ნაპოლის“ თამაშებს ვუყურებ. ჩვენ გვიყვარს „ნაპოლი“. ვფიქრობ, ეს გუნდი სკუდეტოს მოიგებს და ნეაპოლელი ხალხისთვის დამსახურებული ზეიმი იქნება“, - განაცხადა კვარაცხელიამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1747917667

საზოგადოება

რუსუდან შარაძე: გურამ შარაძეს მტრობდნენ და ფაშისტად რაცხავდნენ ლევან ბერძენიშვილი, ნაირა გელაშვილი, გურამ მამულია, ლანა ღოღობერიძე, გია ნოდია, დავით ზურაბიშვილი, ოღონდ ამოწყდეს ქართველი ხალხი, მეტი სურვილი არ აქვთ და ამაში ფულს იღებენ

„პირადად მტრობდნენ და ფაშისტად რაცხავდნენ უფროსი თაობა თვითონ ფაშისტებისა: ლევან ბერძენიშვილი, ნაირა გელაშვილი, გურამ მამულია, ლანა ღოღობერიძე, გია ნოდია, დავით ზურაბიშვილი - დღესაც რომ ვერ გაძღნენ სა...

რუსუდან შარაძე

1747916610

საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მთამსვლელის დაღუპვაზე განცხადებას აკეთებს

IFMGA-ს მთის გიდი მესტიიდან, რომელიც 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ექსპედიციებს თოვლზე, ყინულსა და კლდეზე, უშბაზე დაიღუპა. სამწუხარო ამბის დეტალებზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამ...

ნიკოლოზ ფილიანიი

1747915574

საზოგადოება

ისრაელში საქართველოს საელჩო ვაშინგტონში, ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომლის ტრაგიკულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

ისრაელში საქართველოს საელჩო ვაშინგტონში, ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომლის ტრაგიკულ გარდაცვალებასთან განცხადებას ავრცელებს. „ისრაელში საქართველოს საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ვაშინგტონში, ისრაელი...

ისრაელში საქართველოს საელჩო

1747914700

საზოგადოება

მეუფე შიო: მხოლოდ სიმდაბლის მეშვეობით შეიძლება ადამიანმა მიაღწიოს სიწმინდეს და სულიერებას. სწორედ ამ თვისებებით გამოირჩევა წმინდა ნიკოლოზი და ამაში უნდა მივბაძოთ მას

„სულიწმიდის მადლი მიდის მხოლოდ სიმდაბლესთან... მხოლოდ სიმდაბლის მეშვეობით შეიძლება ადამიანმა მიაღწიოს სიწმინდეს და სულიერებას. სწორედ ამ თვისებებით გამოირჩევა წმინდა ნიკოლოზი, ამაში უნდა მივბაძოთ მას,...

მუჯირი

1747913435

ახალი ამბები

უშბაზე მთის გიდი ნიკოლოზ ფალიანი დაიღუპა

მთის გიდი მესტიიდან, რომელიც 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ექსპედიციებს თოვლზე, ყინულსა და კლდეზე, უშბაზე დაიღუპა. ინფორმაციას ფალიანის ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. „ნიკო, რ...

უშბაზე მთის გიდი ნიკოლოზ ფალიანი დაიღუპა