ბაჩო ოდიშარია: სირიაში ათასზე მეტი ადამიანი მოკლა ევროკავშირის და ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ პროდასავლურად გამოცხადებულმა და მხარდაჭერილმა ახალმა ხელისუფლებამ

„ასადის პრორუსულობის ბრალდებით, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი გადატრიალების შედეგად, ხელისუფლებაში მოსული ტერორისტები, მათთვის პოლიტიკური და რელიგიური ნიშნით მიუღებელ მოქალაქეებს ქუჩებში ხოცავენ და ამას არ მოჰყოლია იმის მეათედი კრიტიკული შეფასებაც კი, რასაც აკეთებენ ევროპარლამენტარები, ევროკავშირის ქვეყნების სხვადასხვა საგარეო საქმეთა მინისტრები და რასაც აკეთებდა ამერიკის წინა მთავრობის სახდეპი ჩვენი ქვეყნის მისამართით“, - წერს სოციალურ ქსელში ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი ბაჩო ოდიშარია.

მისივე თქმით, რიგითი მოქალაქეების განსაკუთრებული სისასტიკით ჩახოცვა შუა ქუჩებში, ხდება “მიზეზით”, რომ ან ასადის მხარდამჭერები არიან ან რელიგიური უმცირესობა, მათ შორის ქრისტიანები. ამ მკვლელობებს დემოკრატად წოდებული ახალი პრეზიდენტი აფასებს, როგორც “მოსალოდნელ გამოწვევებს“.

„სირიაში, ორ დღეში ათასზე მეტი ადამიანი მოკლა ქუჩებში ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობის და ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დემოკრატიულად და პროდასავლურად გამოცხადებულმა და მხარდაჭერილმა ახალმა ხელისუფლებამ.

რიგითი მოქალაქეების განსაკუთრებული სისასტიკით ჩახოცვა შუა ქუჩებში, ხდება “მიზეზით”, რომ ან ასადის მხარდამჭერები არიან ან რელიგიური უმცირესობა, მათ შორის ქრისტიანები.

ამ მკვლელობებს დემოკრატად წოდებული ახალი პრეზიდენტი აფასებს, როგორც “მოსალოდნელ გამოწვევებს”. ანუ, ასადის პრორუსულობის ბრალდებით, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი გადატრიალების შედეგად, ხელისუფლებაში მოსული ტერორისტები, მათთვის პოლიტიკური და რელიგიური ნიშნით მიუღებელ მოქალაქეებს ქუჩებში ხოცავენ და ამას არ მოჰყოლია იმის მეათედი კრიტიკული შეფასებაც კი, რასაც აკეთებენ ევროპარლამენტარები, ევროკავშირის ქვეყნების სხვადასხვა საგარეო საქმეთა მინისტრები და რასაც აკეთებდა ამერიკის წინა მთავრობის სახდეპი ჩვენი ქვეყნის მისამართით.

ამასთან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახალ მკვლელ რეჟიმს მხარდაჭერა ჩვენმა ოპოზიციამაც გამოუცხადა და ეს ადამიანები, შიგნით თუ გარეთ, დგანან და უტიფრად რეჟიმს ჩვენ გვეძახიან“- წერს ოდიშარია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741543285

საზოგადოება

კახეთში 14 წლის გოგომ შვილი 50 წლის კაცისგან გააჩინა, კაცი მსხვერპლის უმცროს დაზეც ძალადობდა

უმძიმესი ფაქტი კახეთში - 14 წლის გოგონამ შვილი 50 წლის კაცისგან გააჩინა. ამბავი მაშინ გახმაურდა, როდესაც ბავშვი დედა გახდა. გამოძიებაც კლინიკიდან მიწოდებული ინფორმაციით დაიწყო. შემზარავი ისტორია ამით...

დანაშაული

1741543032

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: მოხარულები ვართ, რომ აშშ-ისთვის არ მოგვიწევს იმის მტკიცება, სულ არსებობს 2 სქესი - კაცი და ქალი და სხვანაირად ვერ იქნება

 ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ღირებულებებსა და აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ღირებულებებს შორის თანხვედრაა.  დეპუტატის თქმით, გენდერი...

ლევან მაჭავარიანი

1741534941

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: რატომ არ ასაჯაროებს ISFED- ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ე.წ. „ენჯეოსთან“ გვქონდა საქმე

 რატომ არ ასაჯაროებს ISFED- ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ე.წ. „ენჯეოსთან“ გვქონდა საქმე. მათი იმიჯი 2020 წლის...

ირაკლი კირცხალია

1741532232

სპორტი

ქართული ფინალი ავსტრიის გრან-პრიზე და თუშიშვილის კარგი დაბრუნება

ავსტრიის გრან-პრიზე სამი ქართველი ძიუდოისტი ფინალშია, ხოლო 90 კგ წონით კატეგორიაში სულაც ქართული ფინალი გაიმართება. ტატო გრიგალაშვილი დროებით 90 კგ-ში გამოდის, სადაც ცოტა ხნის წინ ევროპის ღია პირველობ...

თიშიშვილი

1741526054

ახალი ამბები

საქართველოს ხელოვნების სასახლე: კულტურის ისტორიის მუზეუმის სახვითი ხელოვნების ფონდს დასავლეთ ევროპული ხელოვნების სამი ნიმუში შეემატა

 საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმის სახვითი ხელოვნების ფონდს დასავლეთ ევროპული ხელოვნების სამი ნიმუში შეემატა - მე-16 საუკუნის ორი ნახატი „ქრისტეს ოთხი მოციქული“ და ნატურმორტი...

სასახლე