კახეთში 14 წლის გოგომ შვილი 50 წლის კაცისგან გააჩინა, კაცი მსხვერპლის უმცროს დაზეც ძალადობდა

უმძიმესი ფაქტი კახეთში - 14 წლის გოგონამ შვილი 50 წლის კაცისგან გააჩინა. ამბავი მაშინ გახმაურდა, როდესაც ბავშვი დედა გახდა. გამოძიებაც კლინიკიდან მიწოდებული ინფორმაციით დაიწყო.
შემზარავი ისტორია ამით არ სრულდება - ძიების პროცესში გაირკვა, რომ 50 წლის კაცი სექსუალურად ძალადობდა მსხვერპლის უმცროს დაზეც. კაცი პედოფილის სტატუსით დააკავეს. თელავის სასამართლომ ის ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.
გამოძიების ინფორმაციით, არასრულწლოვანი დების შემზარავი ისტორია 2 წელი გრძელდებოდა. მძიმე შემთხვევაზე სკოლამ იცოდა და შესაბამისი რეაგირებაც ჰქონდა. ახლა დები ამ სკოლაში აღარ სწავლობენ, დირექტორი კი დეტალებზე საუბარს ერიდება.
სკოლის, კლინიკისა და სოციალური მუშაკის ინფორმირების შემდეგ დაწყებულ გამოძიებას დეტალური ჩვენებები მისცეს დებმა. "კურიერი P.S.-ის" ინფორმაციით, მათ დაასახელეს ყველა ის ადგილი, სადაც 50 წლის კაცი დანაშაულს სჩადიოდა. მათი ჩვენებების შემდეგ, დაკავებულს ბრალი სულ უფრო და უფრო უმძიმდებოდა, თუმცა, "კურიერი P.S.-ის" ინფორმაციით, მამაკაცი ბრალდებებს თავიდანვე უარყოფდა.
"კურიერი P.S-მა" ბავშვების ჩვენების შინაარსი გაარკვია.
"კურიერი P.S." იმ სოფელში ჩავიდა, სადაც უმძიმესი დანაშაულისთვის მსჯავრდებული ცხოვრობდა. მეზობლებს შემზარავი ისტორიის დაჯერება ახლაც უჭირთ.
მძიმე ბრალდებებით გასამართლებული კაცის ადვოკატმა კომენტარზე უარი თქვა. მსჯავრდებულის ოჯახში ღიად საუბარი არ ისურვეს.
დახურული სხდომის განმავლობაში, პედოფილიაში მხილებული კაცი თავს რამდენიმე არგუმენტით იმართლებდა. შევიტყვეთ ისიც, რომ მსხვერპლი ბავშვების დედას, რომელიც მსჯავრდებულის მეგობარი ქალია, საკუთარი შვილების არ სჯეროდა.
როგორც პროკურორი განგვიმართავს, საქმეში მყარი მტკიცებულებები დევს და გამამტყუნებელი განაჩენიც ამას დაეყრდნო. საქმის პროკურორი ელოდება, რომ სააპელაციო სასამართლო 17-წლიან სასჯელს ძალაში დატოვებს.
ახლა ჯერი თბილისის სააპელაციო სასამართლოზეა. უახლოეს თვეებში მან უნდა გადაწყვიტოს 50 წლის კაცის ბედი.
დაზარალებულად ცნობილი დები და მსჯავრდებულის და მსხვერპლის საერთო შვილი ჩვენი ინფორმაციით, ახლა უსაფრთხო გარემოში არიან.
1741545611
სპორტიგურამ თუშიშვილი ოქროთი დაბრუნდა!
ავსტრიაში მიმდინარე ძიუდოს გრანპრის დასკვნით დღეს მსოფლიო ჩემპიონმა და ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონმა, გურამ თუშიშვილმა (+100) ფინალში თავის პრინციპულ მეტოქეს, ჩეხ ლუკაშ კრპალეკს სძლია და ტურნირზ...
1741543032
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: მოხარულები ვართ, რომ აშშ-ისთვის არ მოგვიწევს იმის მტკიცება, სულ არსებობს 2 სქესი - კაცი და ქალი და სხვანაირად ვერ იქნება
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ღირებულებებსა და აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ღირებულებებს შორის თანხვედრაა. დეპუტატის თქმით, გენდერი...
1741538557
ახალი ამბებიბაჩო ოდიშარია: სირიაში ათასზე მეტი ადამიანი მოკლა ევროკავშირის და ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ პროდასავლურად გამოცხადებულმა და მხარდაჭერილმა ახალმა ხელისუფლებამ
„ასადის პრორუსულობის ბრალდებით, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი გადატრიალების შედეგად, ხელისუფლებაში მოსული ტერორისტები, მათთვის პოლიტიკური და რელიგიური ნიშნით მიუღებელ მოქალაქეებს ქუჩებში ხოცავენ და ამა...
1741534941
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: რატომ არ ასაჯაროებს ISFED- ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ე.წ. „ენჯეოსთან“ გვქონდა საქმე
რატომ არ ასაჯაროებს ISFED- ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ე.წ. „ენჯეოსთან“ გვქონდა საქმე. მათი იმიჯი 2020 წლის...
1741532232
სპორტიქართული ფინალი ავსტრიის გრან-პრიზე და თუშიშვილის კარგი დაბრუნება
ავსტრიის გრან-პრიზე სამი ქართველი ძიუდოისტი ფინალშია, ხოლო 90 კგ წონით კატეგორიაში სულაც ქართული ფინალი გაიმართება. ტატო გრიგალაშვილი დროებით 90 კგ-ში გამოდის, სადაც ცოტა ხნის წინ ევროპის ღია პირველობ...