საქართველოს ხელოვნების სასახლე: კულტურის ისტორიის მუზეუმის სახვითი ხელოვნების ფონდს დასავლეთ ევროპული ხელოვნების სამი ნიმუში შეემატა

საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმის სახვითი ხელოვნების ფონდს დასავლეთ ევროპული ხელოვნების სამი ნიმუში შეემატა - მე-16 საუკუნის ორი ნახატი „ქრისტეს ოთხი მოციქული“ და ნატურმორტი „ყვავილები ლარნაკით“. ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
„სამუზეუმო კოლექციების შევსების პროგრამის ფარგლებში საქართველოში დაბრუნებული ნახატები საქართველოს კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ ხელოვნების სასახლის დირექტორთან, გიორგი კალანდიასთან ერთად დაათვალიერა. საქართველოს კულტურის სამინისტრომ მე-16 საუკუნის უცნობი ვენეციელის ნამუშევარი „ქრისტეს ოთხი მოციქული“ იტალიაში, ხოლო მე-17 საუკუნის ნიდერლანდური სკოლის ნიმუში „ლარნაკი ყვავილებით“ ბელგიაში, 2024 წლის ბოლოს შეიძინა.
1921 წლამდე სამივე ნამუშევარი საქართველოში იყო. გასაბჭოების შემდეგ, “ქრისტეს ოთხი მოციქული” ოლდენბურგების კოლექციიდან მოგვიანებით იტალიაში აღმოჩნდა. ნამუშევარი ერთი პანოს ორი ნაწილია. რესტავრატორების მიერ დათვალიერების შემდეგ, ნახატები ხელოვნების სასახლეში, გოთურ დარბაზში გამოიფინება.
რაც შეეხება მე-17 საუკუნის ნიდერლანდური სკოლის ნიმუშს - „ლარნაკი ყვავილებით“, ნახატს პირველადი გაწმენდა ჩაუტარდა და ხელოვნების სასახლის საგამოფენო სივრცეში გამოიფინა. საქართველოს კულტურის სამინისტრო განაგრძობს სამუზეუმო კოლექციების შევსების პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1741543285
საზოგადოებაკახეთში 14 წლის გოგომ შვილი 50 წლის კაცისგან გააჩინა, კაცი მსხვერპლის უმცროს დაზეც ძალადობდა
უმძიმესი ფაქტი კახეთში - 14 წლის გოგონამ შვილი 50 წლის კაცისგან გააჩინა. ამბავი მაშინ გახმაურდა, როდესაც ბავშვი დედა გახდა. გამოძიებაც კლინიკიდან მიწოდებული ინფორმაციით დაიწყო. შემზარავი ისტორია ამით...
1741543032
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: მოხარულები ვართ, რომ აშშ-ისთვის არ მოგვიწევს იმის მტკიცება, სულ არსებობს 2 სქესი - კაცი და ქალი და სხვანაირად ვერ იქნება
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ღირებულებებსა და აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ღირებულებებს შორის თანხვედრაა. დეპუტატის თქმით, გენდერი...
1741538557
ახალი ამბებიბაჩო ოდიშარია: სირიაში ათასზე მეტი ადამიანი მოკლა ევროკავშირის და ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ პროდასავლურად გამოცხადებულმა და მხარდაჭერილმა ახალმა ხელისუფლებამ
„ასადის პრორუსულობის ბრალდებით, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი გადატრიალების შედეგად, ხელისუფლებაში მოსული ტერორისტები, მათთვის პოლიტიკური და რელიგიური ნიშნით მიუღებელ მოქალაქეებს ქუჩებში ხოცავენ და ამა...
1741534941
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: რატომ არ ასაჯაროებს ISFED- ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ე.წ. „ენჯეოსთან“ გვქონდა საქმე
რატომ არ ასაჯაროებს ISFED- ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ე.წ. „ენჯეოსთან“ გვქონდა საქმე. მათი იმიჯი 2020 წლის...
1741532232
სპორტიქართული ფინალი ავსტრიის გრან-პრიზე და თუშიშვილის კარგი დაბრუნება
ავსტრიის გრან-პრიზე სამი ქართველი ძიუდოისტი ფინალშია, ხოლო 90 კგ წონით კატეგორიაში სულაც ქართული ფინალი გაიმართება. ტატო გრიგალაშვილი დროებით 90 კგ-ში გამოდის, სადაც ცოტა ხნის წინ ევროპის ღია პირველობ...