ბიზნესმენი ჯემალ ლეონიძე: როგორც კი დამაპატიმრეს, ჩემი კომპანია „მაგნატი“ გააკოტრეს, მეორეს ხუთი მილიონი დოლარი ვალი დაუტოვეს

„მე დავა არ დამიწყია 2012 წლის შემდეგ. როგორც კი დამაპატიმრეს, ჩემი კომპანია „მაგნატი“ გააკოტრეს, მეორეს, ამ სააქციო საზოგადოებას 5 მილიონი დოლარი ვალი დაუტოვეს“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის პატიმარმა ჯემალ ლეონიძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.
ლეონიძე აცხადებს, რომ ის წერდა ზურაბ ადეიშვილს, არ ამოეშალათ კომპანია რეესტრიდან, თუმცა საბოლოოდ კომპანია მაინც გაკოტრდა.
„მე ვწერდი ბატონ ადეიშვილსაც, გაკოტრების მმართველებს, რომ კომპანიას აქვს კონკრეტული ქონებები და კრედიტორთა მოთხოვნით, ჩემი განცხადების საფუძველზე, ნუ გააუქმებთ კომპანიას, ნუ ამოშლით რეესტრიდან, რომ კრედიტორებმა მიიღონ თანხა. სხვათა შორის, სახელმწიფოს ბიუჯეტში დარჩა გადასახდელი 70 ათას ლარამდე „მაგნატს“. მოსამართლემ არაფრად არ მიიღო არაფერი და მაინც გაკოტრდა ის კომპანია, რომელზეც დღესაც მაქვს დავა 2009 წლიდან მოყოლებული, 27 მარტს ჩანიშნა ძალიან კარგმა მოსამართლემ პროცესი და სავარაუდოდ საჯარო რეესტრიდან ამოშლილი „მაგნატი“ უნდა აღდგეს ამ გადაწყვეტილებით“, - აღნიშნა ლეონიძემ.
1742926252
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე სანქციებთან დაკავშირებით ოპოზიციის მადლობაზე: ვერ შეგვაშინებენ ამ სანქციებით ვერ დაგვავალდებულებენ იმას, რაც ქართველი ხალხის ინტერესში არ არის
ადამიანები საუბრობენ სანქციებთან დაკავშირებით, სანქციებს აწესებენ, მაგრამ ერთ რამეს ვერ მიხვდნენ, რომ როდესაც ამ სანქციებს აწესებენ, ამას დამაშინებელი ეფექტი უნდა ჰქონდეს. ვერ შეგვაშინებენ და ვერ დაგვ...
1742924150
ახალი ამბებიპაატა სალია: იმ ფონზე, რომ დღეს უკვე მინელებულია საპროტესტო მუხტი, არ არის გამორიცხული, რომ კვლავ იყოს მცდელობა ახალი ადამიანებს დატრენინგების, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში ესკალაცია
იმ ფონზე, რომ დღეს უკვე მინელებულია საპროტესტო მუხტი, არ არის გამორიცხული, რომ კვლავ იყოს მცდელობა ახალი ადამიანებს დატრენინგების, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში ესკალაცია და დესტაბილიზაცია, - გან...
1742922159
ახალი ამბებიპარლამენტში სპორტში მოღვაწე ქალების და სპორტულ აქტივობებში ჩართული მოსწავლეების შეხვედრა გაიმართა
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო წილოსანის ინიციატივით, ქალთა ისტორიის თვის კამპანიის ფარგლებში, პარლამენტში, სპორტში მოღვაწე ქალების და სპორტულ აქტივობებში ჩართული მოსწავლეების შეხვედრა გაიმა...
1742920523
მსოფლიოირანი მიესალმება სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების პროექტის შეჯერებას და მხარეებს დოკუმენტის რაც შეიძლება სწრაფად ხელმოწერისკენ მოუწოდებს
ირანი მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტის ტექსტის შეთანხმებას და მხარეებს დოკუმენტის რაც შეიძლება სწრაფად ხელმოწერისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ირანის საგარეო სა...
1742920353
საზოგადოებალატვია რუსული არყის უმსხვილეს მყიდველთა ხუთეულში შევიდა
ეროვნული სტატისტიკური სამსახურებისა და გაეროს Comtrade პლატფორმის მონაცემების თანახმად, ლატვია რუსული არყის უმსხვილეს მყიდველთა ხუთეულში შევიდა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ლატვიამ ჩაანაცვლა გერმანი...