პარლამენტში სპორტში მოღვაწე ქალების და სპორტულ აქტივობებში ჩართული მოსწავლეების შეხვედრა გაიმართა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო წილოსანის ინიციატივით, ქალთა ისტორიის თვის კამპანიის ფარგლებში, პარლამენტში, სპორტში მოღვაწე ქალების და სპორტულ აქტივობებში ჩართული მოსწავლეების შეხვედრა გაიმართა.
სპორტის სხვადასხვა სახეობებში მონაწილე და სპორტული სკოლების მოსწავლეები ოლიმპიური თამაშების რეკორდსმენს, ნინო სალუქვაძეს და საუკეთესო ეტლით მოფარიკავე ქალის ტიტულის მფლობელს, ირმა ხეცურიანს შეხვდნენ.
ახალგაზრდა სპორტსმენებმა ნინო სალუქვაძისგან და ირმა ხეცურიანისგან პროფესიულ გამოცდილებასა და სპორტულ ღონისძიებებში მიღწეულ შედეგებზე ისტორიები მოისმინეს და იმ რჩევებსა და რეკომენდაციებს გაეცნენ, რაც წარმატების მიღწევისთვის არის აუცილებელი.
„მარტის თვის აქტივობების ფარგლებში, გამორჩეულ ქალ სპორტსმენებთან და სკოლის მოსწავლე გოგონებთან ერთად საინტერესო შეხვედრა გაიმართა. სპორტსმენებმა ახალგაზრდებს საკუთარი წარმატებები გაუზიარეს. მნიშვნელოვანია, რომ მომავალმა სპორტსმენებმა თავიდანვე იცოდნენ, რომ პატარა დამარცხებას არ უნდა შეუშინდნენ და ვარჯიშს და მონდომებას აუცილებლად გამარჯვებები მოჰყვება“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.გამორჩეული ქალი სპორტსმენების და სპორტის სახეობებში ჩართული მოსწავლეების შეხვედრას პარლამენტის წევრები გრეტა წიწავა და ლიკა შარტავა დაესწრნენ.
1742982525
საზოგადოებაგრიგოლ ვაშაძე - მოსახლეობის გაყვანაზე გამოითქვა მოსაზრება, როცა რუსეთს დემონსტრაციულად გაჰყავდა მოსახლეობა, სრული შთაბეჭდილება შეიქმნებოდა, რომ ჩვენც ომისთვის ვემზადებით და გაგვყავს მოსახლეობა
მოსახლეობის გაფრთხილება არ იყო ჩემი პირდაპირი ფუნქცია. სიმართლე გითხრათ, ეს საკითხი უშიშროების საბჭოზე მე რამდენჯერმე ვახსენე და მითხრეს, ამას მივხედავთო, – ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიე...
1742982268
ახალი ამბებიპარლამენტის საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის საქმეზე გამოძიება დაიწყო
საქართველოს პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით დაიწყო. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პროკურატურაში განუცხადეს. როგორც პროკურატურაში აცხადებე...
1742982145
მსოფლიოABC News: აშშ-ის მაღალჩინოსნების საიდუმლო ჩატში ჟურნალისტის დამატების საქმის გამოძიება ილონ მასკის უწყებას დაავალეს
თეთრმა სახლმა ამერიკის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტს, რომელსაც ილონ მასკი ხელმძღვანელობს, აშშ-ის მაღალჩინოსნების საიდუმლო ჩატში ჟურნალისტის დამატების საქმის გამოძიება დაავალა. ინფორმაციას ABC New...
1742981082
ახალი ამბებისოზარ სუბარი პაატა დავითაიას: რატომ არ მოხდა ცხინვალის მოსახლეობის გაფრთხილება და რატომ არ არსებობდა ევაკუაციის გეგმა?
პარლამენტის ვიცესპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის...
1742979564
საზოგადოებამიხეილ ქარელი - სააკაშვილს ისეთი რიტორიკა ჰქონდა, თითქოს ყველაფერი უკვე შეთანხმებული იყო სახელმწიფოებს შორის და პატარა ბიძგი ჩამოშლიდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას, ამბობდა, რომ ამერიკელები მიხედავენ რუსეთს
მახსოვს ბოლო შეხვედრა სააკაშვილთან, ისეთი რიტორიკა ჰქონდა, თითქოს ყველაფერი უკვე შეთანხმებული იყო, ანუ სახელმწიფოებს შორის შეთანხმება იყო, უბრალოდ, პატარა ბიძგი და ჩამოიშლებოდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელ...