ზელენსკი: ვფიქრობ, ამერიკული მხარე რუსებთან უკრაინის ტერიტორიებზე საუბრობს - ჩვენ გვაწუხებს, როდესაც ისინი ჩვენზე ჩვენ გარეშე რაღაცას განიხილავენ

 უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას ჯერ არ ჰქონია შეთანხმებები ტერიტორიებთან დაკავშირებით, თუმცა გასაგებია, რომ აშშ და რუსეთი ამ საკითხებს განიხილავენ.

„ვფიქრობ, ამერიკული მხარე რუსებთან [უკრაინის] ტერიტორიებზე საუბრობს. აშშ-ს უნდა ჰქონდეს გავლენა რუსეთზე და არა პირიქით. ჩვენთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. პრეზიდენტ ტრამპს აქვს საკმარისი ძალა, ინსტრუმენტები, სანქციები და ა.შ., რათა გავლენა მოახდინოს პუტინზე, რათა მათ ეს ომი დაასრულონ. ჩვენ გვაწუხებს, როდესაც ისინი ჩვენზე ჩვენ გარეშე რაღაცას განიხილავენ“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„ჩვენთან ტერიტორიასთან დაკავშირებით არანაირი შეთანხმება არ ყოფილა. მათ იციან, რომ ეს მტკივნეული საკითხია. ამაზე თავიდანვე ვსაუბრობდი. ვფიქრობ, რუსებთან ყველაზე რთული ორი საკითხი იქნება: ეს არის ცეცხლის სრულად შეწყვეტა და ტერიტორიების საკითხი, რადგან რუსებს ამ ომის დასრულება არ სურთ“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1742982268

ახალი ამბები

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის საქმეზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით დაიწყო. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პროკურატურაში განუცხადეს. როგორც პროკურატურაში აცხადებე...

პოლიტიკოსი

1742982145

მსოფლიო

ABC News: აშშ-ის მაღალჩინოსნების საიდუმლო ჩატში ჟურნალისტის დამატების საქმის გამოძიება ილონ მასკის უწყებას დაავალეს

თეთრმა სახლმა ამერიკის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტს, რომელსაც ილონ მასკი ხელმძღვანელობს, აშშ-ის მაღალჩინოსნების საიდუმლო ჩატში ჟურნალისტის დამატების საქმის გამოძიება დაავალა. ინფორმაციას ABC New...

ილონ მასკი

1742981082

ახალი ამბები

სოზარ სუბარი პაატა დავითაიას: რატომ არ მოხდა ცხინვალის მოსახლეობის გაფრთხილება და რატომ არ არსებობდა ევაკუაციის გეგმა?

პარლამენტის ვიცესპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის...

სოზარ სუბარი

1742979564

საზოგადოება

მიხეილ ქარელი - სააკაშვილს ისეთი რიტორიკა ჰქონდა, თითქოს ყველაფერი უკვე შეთანხმებული იყო სახელმწიფოებს შორის და პატარა ბიძგი ჩამოშლიდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას, ამბობდა, რომ ამერიკელები მიხედავენ რუსეთს

მახსოვს ბოლო შეხვედრა სააკაშვილთან, ისეთი რიტორიკა ჰქონდა, თითქოს ყველაფერი უკვე შეთანხმებული იყო, ანუ სახელმწიფოებს შორის შეთანხმება იყო, უბრალოდ, პატარა ბიძგი და ჩამოიშლებოდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელ...

მიხეილ ქარელი

1742978956

საზოგადოება

ილია თოფურია: ქვემსუბუქ წონაში ტიტულის შენარჩუნება ჩემი მხრიდან ეგოისტური საქციელი იქნებოდა, მსოფლიო ჩემპიონი ვარ და ამის დასამტკიცებლად ქამარი არ მჭირდება

UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონმა ილია თოფურიამ ესპანურ მედიასთან ისაუბრა, თუ რატომ დათმო უბრძოლველად საკუთარი დივიზიონის ქამარი და მსუბუქ დივიზიონში გადავიდა. „65 კგ-მდე წონის დაკლებას აღარ ვაპირებ....

ილია თოფურია