ჩორჩანას მცხოვრები გახარიას მიერ საგუშაგოს ჩადგმაზე: ვეღარც ტყეში მივდივართ, ვეღარც საძოვრებზე გაგვყავს საქონელი, რაც თავი მახსოვს, იმ ტყით ვსარგებლობდით, პროვოკაცია იყო, რა უნდოდა იქ პოსტს?!

სოფელ ჩორჩანას მკვიდრი, ელგუჯა ხარაჯიშვილი, „ქრონიკასთან“ იმ ზიანზე საუბრობს, რაც გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს, მის მიერ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას მოჰყვა.
როგორც ელგუჯა ხარაჯიშვილი აცხადებს, სოფელი ტყის და საძოვრების გარეშე დარჩა. ის ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმას პროვოკაციად აფასებს.
„ვეღარც ტყეში მივდივართ, ვეღარც საძოვრებზე გაგვყავს საქონელი. სოფელი ტყის გარეშეა, თანაც, სოფლის ტყე იყო და დავკარგეთ. 65 წლის კაცი ვარ, რაც თავი მახსოვს, იმ ტყით ვსარგებლობდით, საძოვარზე დაგვყავდა საქონელი. უკვე იქით ავტომატებით დგანან და საშიშია. პროვოკაცია იყო [საგუშაგოს ჩადგმა], რა უნდოდა იქ პოსტს?!“- განაცხადა ადგილობრივმა „ქრონიკასთან“ საუბრისას.
1744799912
ახალი ამბებილევან ნიკოლეიშვილი: ევროკავშირი „ურჩი“ ქვეყნების დასასჯელად უვიზო რეჟიმის ცვლილებას ამზადებს
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი, ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული წესების ცვლილების შესახებ, წერს და აღნიშნავს, რომ ეს მექანიზმი მიზნად ისახავს „მონობაზე უა...
1744795607
ახალი ამბებიღამის კლუბ „დაიმონდის“ მფლობელს და პერსონალს, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე, 6 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავ...
1744793471
ახალი ამბებითეა წულუკიანი: გამოვიდეს ევროკავშირის ამჟამინდელი ელჩი და გაგვცეს პასუხი კარგია თუ ცუდია, რაც სააკაშვილმა პირადი შურისძიების მიზნით სულხან მოლაშვილს საპატიმროში დამართა
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც მიწვეულია თამაზ მოლაშვილი, მისი შვილის სულხან მოლაშვილის წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სიცოცხლის უფლების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებ...
1744792942
ახალი ამბებიმებაჟე ოფიცრებმა, თბილისის აეროპორტში, 20 კილოგრამზე მეტი მარიხუანა აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგა...
1744791981
ახალი ამბებიაღდგომის დღეებში, მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ, გახანგრძლივებული დროით მოემსახურება
აღდგომის დღეებში, მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ, გახანგრძლივებული დროით მოემსახურება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის თქ...