ილჰამ ალიევი: ევროპის ენერგოუსაფრთხოებაზე საუბარი საქართველოს გარეშე წარმოუდგენელია

საქართველო-აზერბაიჯანს გვაერთიანებს სხვადასხვა პროექტი, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს არა მარტო ჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ეს არის ნავთობის და გაზის, ტრანსპორტის, კომუნიკაციების პროექტები. დიდი მნიშვნელობის პროექტებია და არა მარტო სამხრეთ კავკასიის, ევრაზიის სატრანსპორტო რუკას ქმნის, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ალიევის თქმით, ევროპის ენერგოუსაფრთხოებაზე საუბარი წარმოუდგენელია საქართველოს გარეშე.

„დღეს ჩვენ თუ ვისაუბრებთ ევროპის ენერგოუსაფრთხოებაზე, ეს წარმოუდგენელია საქართველოს გარეშე. აზერბაიჯანი საქართველოს გავლით 12 ქვეყანაში აწვდის თავის ნავთობსა და გაზს. ეს ხდება საქართველოს ტერიტორიის გავლით. სატრანსპორტო კომუნიკაციების სფეროებში გვაქვს პორტების, გზების ინფრასტრუქტურული პროექტები. შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია ეს ჩვენი პროექტები. დღეს სამხრეთ კავკასიაში თუ ვისაუბრებთ შუა დერეფანზე, ეს აზერბაიჯანსა და საქართველოზე გამავალი კორიდორია და ჩვენი ქვეყნების ტერიტორიებზე გამავალი ტვირთების ოდენობა იზრდება“, - აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

ილჰამ ალიევმა ასევე განაცხადა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება და პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, მიხეილ ყაველაშვილის პირველ ვიზიტი აზერბაიჯანში, მნიშვნელოვანია.

„საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების შესახებ შემიძლია, ბევრი ვისაუბრო. მხოლოდ ის მინდა, აღვნიშნო, რომ ამის შემდგომაც ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება. კიდევ ერთხელ მადლობას მოვახსენებ ბატონ პრეზიდენტს. დარწმუნებული ვარ, აზერბაიჯანელი ხალხი მაღალ შეფასებას აძლევს მის გადაწყვეტილებას.

არჩევის შემდეგ პირველ ვიზიტს აქვს სიმბოლურობა და ამ ვიზიტის აზერბაიჯანში განხორციელება მეტად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც არჩევნების შემდეგ პირველი ვიზიტი განახორციელა აზერბაიჯანში. ამისთვის ჩვენ მადლობლები ვართ და წარმატებებს გისურვებთ“, - განაცხადა ალიევმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745001149

ახალი ამბები

გია ვოლსკი: ელენე ხოშტარიას ყველაზე მეტი მაჩვენებელი აქვს პოლიციის მანქანაზე შეხტომის და ხულიგნობის, ფაქტია, იღებს უშველებელ რესურსს რუსეთის ბიუჯეტიდან

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ასე ღიად ფულის გადაცემა კონკრეტული ადამიანისთვის, იმისთვის, რომ მან გააჩინოს ბზარი საქართველოს ხელისუფლებას და ევროკავშირის ურთიე...

გია ვოლსკი

1744999474

ახალი ამბები

ამირან სალუქვაძე უკრაინის ომზე: არ შეიძლება ასეთი მასშტაბის ომის შეწყვეტა ერთი განკარგულებით, ერთი ხელის დაქნევით, ასე არ ხდება

არ შეიძლება ასეთი მასშტაბის ომის შეწყვეტა ერთი განკარგულებით, ერთი ხელის დაქნევით, ასე არ ხდება, მით უმეტეს, როდესაც კონფლიქტს საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს და თან ამდენი დანაკარგი ახლავს, - განაცხადა რუს...

ანალიტიკოსი

1744997500

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი „სირცხვილია“-ს წევრის მხრიდან ღუდუშაურის შეურაცხყოფაზე: ეს არის ნაცური მორალი, ფაშისტური თავდასხმები ადამიანებზე

„ეს არის ნაცური მორალი, უფრო სწორად მორალის არქონა. ფაშისტური თავდასხმები ადამიანებზე, მცდელობა, რომ ისინი წყობიდან გამოიყვანონ“, - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი დავით მათიკაშვილი ალუდა ღუდუშაუ...

დავით მათიკაშვილი

1744994444

ახალი ამბები

მეუფე შიო: უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე... დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის

„უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე... დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის. დღესაც უყვარ...

მეუფე შიო

1744992913

ახალი ამბები

ხობში 12 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა

ხობში, დადიანის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი 12 წლის ბიჭს დაეჯახა. დაშავებული მოზარდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. როგორია მოზარ...

რუსთავში, დასვენებისა და კულტურის ცენტრალურ პარკში 5 წლის ბავშვი სასრიალოდან ჩამოვარდა, თავი დაარტყა და გაითიშა