„ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია, საქმე შანტაჟის ნაცვლად - ამ დამოკიდებულებით აუცილებლად უნდა განვაგრძოთ გზა იმ მიმართულებით, რასაც ჰქვია საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროკავშირში“ - ირაკლი კობახიძე
„ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის, რა თქმა უნდა, ევროკავშირში ინტეგრაცია. ჩვენი საარჩევნო პროგრამის თანახმად, 2028 წლისთვის უნდა გვქონდეს შესრულებული ასოცირების დღის წესრიგით და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 90%-ზე მეტი და ეს დაპირება პირნათლად შესრულდება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, აშშ-ს და ევროკავშირს ეყოლება ახალი ლიდერი და ამ ლიდერობის პირობებში ურთიერთობების გადატვირთვა შესაძლებელია.
„რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, აქ მოგეხსენებათ, რომ გვაქვს ამბიციური გეგმები და სერიოზული ამოცანები. ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის რა თქმა უნდა, ევროკავშირში ინტეგრაცია. ჩვენი საარჩევნო პროგრამის თანახმად, 2028 წლისთვის უნდა გვქონდეს შესრულებული ასოცირების დღის წესრიგით და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 90%-ზე მეტი და ეს დაპირება პირნათლად შესრულდება.
ასევე, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ თვისებრივად გადაიტვირთება ურთიერთობები როგორც აშშ-სთან, ასევე ევროკავშირთან. 20 იანვარს შედგება დონალდ ტრამპის ინაუგურაცია, შესაბამისად, აშშ-ს, ევროკავშირს ეყოლება ახალი ლიდერი და ამ ლიდერობის პირობებში ვფიქრობთ, რომ ურთიერთობების გადატვირთვა შესაძლებელია და ვფიქრობთ, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ურთიერთობები გაჯანსაღდეს. გასული ოთხი წლის განმავლობაში ამ ურთიერთობებს შეექმნა სერიოზული პრობლემა, რაც მოგეხსენებათ, არ ყოფილა ჩვენი ბრალი. ხელოვნური დაბრკოლებები იქმნებოდა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. იყო სერიოზული, უხეში შანტაჟი. საქმე შანტაჟის ნაცვლად - ეს არის ჩვენი დამოკიდებულება და ამ დამოკიდებულებით აუცილებლად უნდა განვაგრძოთ გზა იმ მიმართულებით, რასაც ჰქვია საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროკავშირში“, - განაცხადა პრემიერმა.
1733084583
ახალი ამბებიშსს: მოვუწოდებთ მშობლებს და კანონიერ წარმომადგენლებს, არასრულწლოვნები ძალადობრივ გარემოს მოარიდონ
შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შსს მშობლებს და კანონიერ წარმომადგენლებს მოუწოდებს, ა...
1733076914
ახალი ამბებიპირველი არხის ჟურნალისტები დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ
საქართველოს პირველი არხი, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიმართავს. მიმართვაში ნათქვამია, რომ არხის თანამშრომლები განიცდიან არნახულ ზეწ...
1733072965
ახალი ამბებიდაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც პარლამენტის შენობას ქვის ლოდებს და პოლიციელებს პიროტექნიკას ესროდა
დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, უცხო ქვეყნის მოქალაქე, აღნიშნული პიროვნება პარლამენტის შენობას ესროდა ქვის ლოდებს და პოლიციელებს ესროდა პიროტექნიკას. ინფორმაციას შს...
1733071266
სოციალური მედია🎥 „ეკლესიაში ვგალობდი, პროფესიონალი ვარ ჩემი საქმის... და შენ, ჩემო პატარა...“ - საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი მარი ნაკანი გენო პეტრიაშვილს მიმართავს
საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი ცნობილი ფოტოგრაფი მარი ნაკანი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და ოლიმპიური ჩემპიონს გენო პეტრიაშვილს მიმართავს. „ეი, გენო პეტრიაშვილო, შენგან განსხვავებით მე რო...
1733069013
ჰოროსკოპიზოდიაქოს 6 ნიშნისთვის 2025 წელი იღბლიანი იქნება
ზოდიაქოს 6 ნიშნისთვის 2025 წელი იღბლიანი იქნება. ეს ნიშნებია: ვერძი 2025 წელი ვერძისთვის ამბიციური მიზნების მიღწევის წელი იქნება. ეს იქნება დაწინაურება სამსახურში, წარმატებული პროექტები თუ თქვენი დამ...