„არსებობს რისკი, ქვეყნის არაკეთილმოსურნეების ჩარევით, ჩვენმა სახელმწიფომ მიიღოს გამოუსწორებელი ზიანი“ - გიორგი კვირიკაშვილი მიმართვას ავრცელებს

 „არსებობს რისკი, ქვეყნის არაკეთილმოსურნეების ჩარევით ჩვენმა სახელმწიფომ მიიღოს გამოუსწორებელი ზიანი“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით წერს.

გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელის საშუალებით მიმართავს როგორც ხელისუფლებას, ისე პროტესტის მონაწილეებს და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებსა თუ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.

„როგორც ვხედავთ, სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია და არსებობს რისკი, ქვეყნის არაკეთილმოსურნეების ჩარევით ჩვენმა სახელმწიფომ მიიღოს გამოუსწორებელი ზიანი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ვისაც რითი შეგვიძლია, მცდელობა არ უნდა დავაკლოთ ამგვარი რისკების თავიდან აცილებას მიუხედავად იმისა, დაეთანხმება თუ არა ჩვენს პოზიციას ყველა. ამ განცხადებას სამი ადრესატი ჰყავს, მინდა მივმართო მათ, როგორც ერთმა ადამიანმა, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ სიტუაციის განმუხტვის მოკრძალებული სურვილი და პოლიტიკური რეალობის გაცნობიერება ამოძრავებს:1. ხელისუფლებას: სასწრაფოდ გამოიძიეთ და კანონით გათვალისწინებული რეაგირება განახორციელეთ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაში ჩართული პირების მიმართ; ეს მნიშვნელოვანია პოლიციის ავტორიტეტის შესანარჩუნებლად, ნუ დაუჯერებთ მათ, ვინც გეტყვით, რომ ეს სამართალდამცველთა დემოტივაციას გამოიწვევს, ვინაიდან სწორედ პოლიციელთა უმრავლესობისთვისაა მიუღებელი მიწაზე დაგდებულზე ძალადობა.

შეწყვიტეთ მოსახლეობის დადანაშაულება, წაკითხულის შინაარსის გაგების უნარის არქონის დაბრალება და ა.შ. ხალხთან ქედმაღლობით საუბარი კარგის არაფრის მომტანია თქვენთვის. ასე იქცეოდა ნაცმოძრაობა და ესაა მათი დღემდე პოლიტტოქსიურობის მიზეზი. აღიარეთ, რომ თქვენი განცხადება იყო არასწორი, ეს იქნება სიძლიერის და არა სისუსტის გამოხატულება.გამოიყენეთ ყველა ოფიციალური და არაოფიციალური არხი დასავლეთთან ურთიერთობის დასათბობად, გამოთქვით მზადყოფნა ევროკავშირთან გაწევრიანების დიალოგის მყისიერად განახლებაზე, თუნდაც ამან ვერ მოიტანოს სწრაფი შედეგი - რა თქმა უნდა იმ პირობით, რომ საქართველო შეინარჩუნებს სუვერენულ უფლებას, დაიცვას საკუთარი ფასეულობები.

2. მათ, ვინც გულწრფელ პროტესტს გამოხატავს ქუჩებში (მათთან, ვინც ცდილობს სიტუაციის ბოროტად გამოყენებას, სასაუბრო არაფერი მაქვს):სოლიდარული ვარ თქვენი სულისკვეთების და მოთხოვნის, საქართველომ აქტიურად განაგრძოს ევროინტეგრაციის პროცესი. ახალგაზრდების, ჩვენი შვილების გულწრფელი სურვილი, იცხოვრონ დემოკრატიულ, ცივილიზებულ, ეკონომიკურად განვითარებულ ევროპულ ქვეყანაში სრულიად ლეგიტიმურია და შესმენილ უნდა იქნას. უმნიშვნელოვანესია, გაემიჯნოთ ძალადობას - მომიტინგეთა მხრიდან ნებისმიერი შეტევა პოლიციელთა მიმართ დასაგმობია და შეიცავს უდიდეს რისკს, რომ მოვლენები უკონტროლო გახდეს. უამრავი არაკეთილმოსურნე ელოდება შესაძლებლობას, ააფეთქოს სიტუაცია საქართველოში - ნუ მივცემთ მათ ამის საბაბს და საშუალებას.

3. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს: შეწყვიტეთ საუბარი საქართველოს ხელისუფლების არალეგიტიმურობაზე და არჩევნების საერთაშორისო გამოძიებაზე, დაელოდეთ ეუთო ოდირის და სხვა მაღალრეპუტაციული საერთაშორისო დამკვირვებლების საბოლოო ოფიციალური დასკვნების გამოქვეყნებას, პატივი ეცით მათ და ამის შემდგომ გააკეთეთ შეფასებები. ხელი შეუწყეთ დიალოგს ქართულ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის. ყველა საპირისპირო გზა არა მხოლოდ არაფრისმომტანია, არამედ შეიცავს სიტუაციის გამწვავების რისკს, რისი შედეგიც ნამდვილად ვერ იქნება საქართველოს დაახლოება დასავლეთთან, პირიქით, ამ სიტუაციით დანამდვილებით შეუძლიათ ისარგებლონ საქართველოში არეულობის მოსურნეებმა და უპირველეს ყოვლისა ოკუპანტმა ქვეყანამ; შესაბამისად, არსებობს მაღალი რისკი, რომ დასავლეთის გეოპოლიტიკური ინტერესი რეგიონში შეუქცევადად დაზიანდეს. შემდგომ ამ ყველაფრის ნორმალურ კალაპოტში მოტრიალება ურთულესი იქნება. ჩემს თაობას ნანახი აქვს კანონიერი ხელისუფლების ძალადობით შეცვლის შედეგები 90-იანების დასაწყისშიც და 2003 წელსაც. ნუ გავიმეორებთ წარსულის შეცდომებს.დაბოლოს, ყველა მხარე უნდა ვეცადოთ, ვნებათა ღელვა ჩავაცხროთ და ნორმალურ ვითარებაში პოლიტიკური კომპრომისების გზით (კომპრომისების ნაწილში კი ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს ინიციატივა) შევძლოთ, საქართველო დავაბრუნოთ განვითარების სასურველ ვექტორზე“, - წერს გიორგი კვირიკაშვილი. 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1733344800

ჰოროსკოპი

5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი ეცადეთ, მთელი ენერგია სამუშაოსკენ მიმართოთ. ხელსაყრელი დღეა რთული პროექტების დასასრულებლად, რომლები...

ასტროლოგიური პროგნოზი

1733341279

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დევნის ბრალდებით ალექსანდრე ელისაშვილი დააკავა

 შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი - ალექსანდრე ელისაშვილი დააკავეს...

ააა

1733340128

ახალი ამბები

ამ ქუჩაზე გადაადგილება იზღუდება! - თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

 5 დეკემბრიდან ლიახვის ქუჩაზე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება დროებით შეიზღუდებაკომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნაძალადევის რაიონში, ლიახვის ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციების, როგორც სასმელი...

მოძრაობა

1733337209

საზოგადოება

მეუფე იობი: ზვიად გამსახურდიას შემდეგ, მეორეა ეს მთავრობა, რომელმაც ეროვნულ პლატფორმაზე დააყენა ქვეყანა - სამწუხაროა, ამ პროცესებში სასულიერო პირები რომ ერთვებიან და არასწორ პოზიციას აფიქსირებენ, ეს არის საშინელება

„ყველამ თავისი არჩევანი გააკეთა.ზვიად გამსახურდიას მერე, მეორეა ეს მთავრობა, რომელმაც ეროვნულ პლატფორმაზე დააყენა ეს ქვეყანა“, - განაცხადა მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იობიმ ქადაგებისას. მისი თ...

მეუდწ იობი

1733334634

სოციალური მედია

„ქართველ, ყოვლის მცოდნე დედებს მივმართავ...“ - რა ვიდეოს აქვეყნებს გიორგი ყიფშიძე

დაახლოებით 1 წელია მსახიობი გიორგი ყიფშიძე ცოლს ენი გასიევას გაშორდა. მას შემდეგ, სოციალურ ქსელში წყვილის პირად ცხოვრებას საჯაროდ ხშირად განიხილავდნენ და წერდნენ, რომ ენიმ შვილები მიატოვა. როგორც ცნობ...

 გიორგი ყიფშიძე