შსს: მოვუწოდებთ მშობლებს და კანონიერ წარმომადგენლებს, არასრულწლოვნები ძალადობრივ გარემოს მოარიდონ

შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შსს მშობლებს  და კანონიერ წარმომადგენლებს მოუწოდებს, არასრულწლოვნები ძალადობრივ გარემოს მოარიდონ. 

„საზოგადოება სხვადასხვა ტელეარხის პირდაპირი ეთერების საშუალებით ადევნებს თვალყურს საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს. შეკრების დაწყებიდან რამდენიმე წუთში უკვე დაფიქსირდა კანონსაწინააღმდეგო ქმედებები.

აქციის მონაწილეების გარკვეული ნაწილი, როგორც წინა დღეებში, დღესაც განაგრძობს ძალადობრივ ქმედებებს. საზოგადოება რამდენიმე საათია ნათლად ხედავს, აქციის აგრესიული ჯგუფების მხრიდან მუდმივ თავდასხმებს
პოლიციელებზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის თანამშრომლები, წყლის ჭავლის მეშვეობით ცდილობენ აგრესიული ჯგუფის წევრების მოგერიებას, თუმცა მომიტინგეები არ წყვეტენ ძალადობრივ ქმედებებს.

დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც პარლამენტის შენობის დაზიანების მიზნით, ძალადობრივი ჯგუფის წევრების მიერ, თავდაპირველად ხდება ფანჯრების ჩამსხვრევა ქვებისა და სხვა მძიმე საგნების მეშვეობით, შემდეგ ადვილად
აალებადი ნივთიერებების სროლა პარლამენტის შენობის ოთახებში და ბოლოს პიროტექნიკის გამოყენებით ხანძრის გაჩენა.

ასევე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა მედიასაშუალების ეთერებით ვრცელდება კადრები, სადაც მიმდინარე შეკრებასა და მანიფესტაციაზე შეინიშნებიან მცირეწლოვანი ბავშვები.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა ბავშვს აქვს უფლება, ისარგებლოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებით. თუმცა, მიმდინარე აქციები მრავალგზის გასცდა მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი  ხასიათი, შესაბამისად, აქციაზე მყოფი ბავშვები იმყოფებიან ძალადობრივ გარემოში და არსებობს მათი დაშავების მაღალი რისკი.

ბავშვის უფლებათა კოდექსის თანახმად, ბავშვი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჯანმრთელობისთვის უვნებელი გარემოთი და საჯარო სივრცით, შესაბამისად მშობელი ან ბავშვის აღზრდაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია დაიცვას იგი.

მიუხედავად იმისა, რომ აქციის დაწყებიდან მალევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მხრიდან გაკეთდა ოფიციალური განცხადება, რომ შეკრება-მანიფესტაცია ჩატარებულიყო მშვიდ გარემოში და ადგილი არ ჰქონოდა ძალადობრივ ქმედებებს, საზოგადოება მკაფიოდ ხედავს, რომ პროტესტის გამომხატველთა ქმედებები არაერთხელ გასცდა კანონით გათვალისწინებულ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს.

მოვუწოდებთ მშობლებს და არასრულწლოვანი პირების კანონიერ წარმომადგენლებს იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად და ძალადობრივ გარემოს მოარიდონ არასრულწლოვნები.

ასევე, ვაფრთხილებთ აქციის აგრესიულ მონაწილეებს, შეწყვიტონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო გაატარებს კანონით მინიჭებულ შესაბამის ღონისძიებებს.

ასევე, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება, მიმდინარე აქციების ფარგლებში, ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ჩადენილ ყველა დანაშაულებრივ ქმედებაზე, რომლის ფარგლებშიც, ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება გამოძიება დანაშაულის ჩამდენი ყველა პირის დადგენისა და დაკავების მიზნით. თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1733116450

საზოგადოება

„წვიმა და ნისლი“ - როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის პროგნოზს აქვეყნებს: თბილისში  2 დეკემბერს შესაძლოა მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.  სანაპირო რაიონებში (ბათუმი,...

ამინდი, წვიმა

1733076914

ახალი ამბები

პირველი არხის ჟურნალისტები დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ

საქართველოს პირველი არხი, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიმართავს. მიმართვაში ნათქვამია, რომ არხის თანამშრომლები განიცდიან არნახულ ზეწ...

საზმაუსაზმაუ

1733072965

ახალი ამბები

დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც პარლამენტის შენობას ქვის ლოდებს და პოლიციელებს პიროტექნიკას ესროდა

დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, უცხო ქვეყნის მოქალაქე, აღნიშნული პიროვნება პარლამენტის შენობას ესროდა ქვის ლოდებს და პოლიციელებს ესროდა პიროტექნიკას. ინფორმაციას შს...

უცხო ქვეყნის მოქალაქე

1733071266

სოციალური მედია

🎥 „ეკლესიაში ვგალობდი, პროფესიონალი ვარ ჩემი საქმის... და შენ, ჩემო პატარა...“ - საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი მარი ნაკანი გენო პეტრიაშვილს მიმართავს

საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი ცნობილი ფოტოგრაფი მარი ნაკანი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და ოლიმპიური ჩემპიონს გენო პეტრიაშვილს მიმართავს.  „ეი, გენო პეტრიაშვილო, შენგან განსხვავებით მე რო...

მარი ნაკანი

1733069013

ჰოროსკოპი

ზოდიაქოს 6 ნიშნისთვის 2025 წელი იღბლიანი იქნება

ზოდიაქოს 6 ნიშნისთვის 2025 წელი იღბლიანი იქნება. ეს ნიშნებია:  ვერძი 2025 წელი ვერძისთვის ამბიციური მიზნების მიღწევის წელი იქნება. ეს იქნება დაწინაურება სამსახურში, წარმატებული პროექტები თუ თქვენი დამ...

ააა