„დადგება ოქტომბერი და ყველა ვნახავთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ დანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებში ყველა მიიღებს მონაწილეობას“ - შალვა პაპუაშვილი

„დადგება ოქტომბერი და ყველა ვნახავთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ დანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებში ყველა მიიღებს მონაწილეობას“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია გარედან იმართება და მათი განცხადებების მიზანია, ძირი გამოუთხარონ საქართველოს ეკონომიკას.
„მარიონეტული ოპოზიცია სრულად გარედან იმართება. ამ დღეებშიც აკვირდებოდით, რომ შემოიარეს რამდენიმე დედაქალაქი, მიიღეს ინსტრუქციები. არ ვიცი, ნაწილი ჩამოვიდა, ნაწილი, ალბათ, ჯერ კიდევ იქ არის. ვხედავთ უკვე მათ განცხადებებს, როგორ უნდა გამოუთხარონ ძირი საქართველოს ეკონომიკას, როგორ უნდა დააორგანიზონ ტერორი და ასე შემდეგ. ვგულისხმობ ზურაბ ჯაფარიძის განცხადებებს ამასთან დაკავშირებით. ჩვეულებრივი ინსტრუქციები და მისი შესრულება.
ამიტომ არჩევნებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, აქაც სრულად დამოკიდებულები არიან ინსტრუქციებზე, როგორც მარიონეტები. თუმცა, საბოლოო ჯამში, მათ პოლიტიკურ განცხადებებს დიდი ფასი არ აქვს ხოლმე. დადგება ოქტომბერი და ყველა ვნახავთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ დანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებში ყველა მიიღებს მონაწილეობას. მიიღებს მონაწილეობას იმ კანონმდებლობით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო. მიიღებს მონაწილეობას იმ ცესკოს შემადგენლობით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა აირჩია. მიიღებს მონაწილეობას იმ არჩევნებში, რომელსაც მიხეილ ყაველაშვილი დანიშნავს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
1741601626
მსოფლიოგერმანიის რკინიგზამ მატარებლების დაგვიანებისთვის კომპენსაციის სახით 196,8 მლნ ევრო გადაიხადა
კონცერნმა „გერმანიის რკინიგზამ“ (Deutsche Bahn) 2024 წელს მატარებლების დაგვიანებისა და გაუქმებისთვის კომპენსაციის სახით 196,8 მლნ ევრო გადაიხადა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. ეს რეკორდული ოდენო...
1741598279
ახალი ამბებიგოგა ხაინდრავა: ოლე-ოლა მცველებო! გენაცვალოთ როთი, ანელინა ბერბოკი და კაია კალასი!
ოლე-ოლა მცველებო! გენაცვალოთ როთი, ანელინა ბერბოკი და კაია კალასი! - წერს სოციალურ ქსელში კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა. „თქვენ რომ „ევროპულ" მომავალს იცავთ, ის გზა გლდანის ციხეში იწყება, ევროსკავშირის...
1741595218
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი სირიაში მიმდინარე მოვლენებზე: პასუხისმგებლობა სირიის შემდგომ განვითარებაზე აღებული აქვს დასავლეთს, ახლა საეჭვოდ არიან გაჩუმებულები და ასე აიღეს პასუხისმგებლობა უკრაინაზეც თავის დროზე
„ერთადერთი სურვილი მექნებოდა, რომ დასავლეთმა, რომელმაც პასუხისმგებლობა აიღო სირიაში მიმდინარე მოვლენებზე, ამ პასუხისმგებლობას შესაბამისად მოეპყროს და გავლენა იქონიოს იქ მიმდინარე მოვლენებზე“, - განაცხ...
1741593094
სპორტიქართველმა ფეხბურთელებმა დასვენების დღეებში ევროპულ კლუბებში წარმატებულად ითამაშეს
გასული უიქ-ენდი წარმატებული აღმოჩნდა ევროპულ კლუბებში მოასპარეზე ქართველი ფეხბურთელებისთვის. რამდენიმე ქართველმა ლეგიონერმა მნიშვნელოვანი გოლები და შედეგიანი მოქმედებები ჩაიწერა, რაც მათ კლუბებს გამარ...
1741591007
ახალი ამბები„კარგად ვიცით, რა ნეგატიური გავლენა ჰქონდა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ყველაზე მეტ დაფინანსებას იღებდნენ, ამიტომ მასკის პოზიცია, რომ ენჯეოების დაფინანსების შეწყვეტით მათი პრობლემების 70% მოგვარდება“- ნინო წილოსანი
„ილონ მასკის პოზიცია, რომ ენჯეოების დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით მათი პრობლემების 70% მოგვარდება, რა თქმა უნდა რელევანტურია და აქაც აქტუალურია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკე...