„კარგად ვიცით, რა ნეგატიური გავლენა ჰქონდა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ყველაზე მეტ დაფინანსებას იღებდნენ, ამიტომ მასკის პოზიცია, რომ ენჯეოების დაფინანსების შეწყვეტით მათი პრობლემების 70% მოგვარდება“- ნინო წილოსანი

„ილონ მასკის პოზიცია, რომ ენჯეოების დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით მათი პრობლემების 70% მოგვარდება, რა თქმა უნდა რელევანტურია და აქაც აქტუალურია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.
მისი თქმით, სწორედ არასამთავრობო სექტორს უკავშირდება პოლიტიკურ პროცესებში ყველაზე მავნებლური ქმედებები.
„ჩვენ, საქართველოში ყველაზე უკეთ ვიცით, თუ რა ნეგატიური გავლენა ჰქონდა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ყველაზე მეტ დაფინანსებას იღებდნენ და ყველაზე მავნებლურ პროცესებში იყენებდნენ ამ დაფინანსებებს. ამიტომ ილონ მასკის პოსტი და ასე ვთქვათ პოზიცია, რომ ენჯეოების დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით მათი პრობლემების 70% მოგვარდება, რა თქმა უნდა რელევანტურია და აქაც აქტუალურია. სწორედ ენჯეოებს უკავშირდებათ პოლიტიკურ პროცესებში ყველაზე მავნებლური მოქმედებები, მათ შორის საარჩევნო შედეგების გაყალბებიდან დაწყებული, ის რევოლუციური აქტივობები, რომელსაც ისინი აფინანსებდნენ“, - აღნიშნა წილოსანმა.
ილონ მასკმა სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადება გააზიარა, სადაც ნათქვამია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების გაუქმებით ამერიკელების პრობლემების 70 პროცენტი მოგვარდება.
1741602716
ახალი ამბებისაქართველოში ტემპერატურა +25 გრადუსამდე დათბება - უახლოესი დღეების პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 11-13 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ქ. თბილისში 1...
1741601626
მსოფლიოგერმანიის რკინიგზამ მატარებლების დაგვიანებისთვის კომპენსაციის სახით 196,8 მლნ ევრო გადაიხადა
კონცერნმა „გერმანიის რკინიგზამ“ (Deutsche Bahn) 2024 წელს მატარებლების დაგვიანებისა და გაუქმებისთვის კომპენსაციის სახით 196,8 მლნ ევრო გადაიხადა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. ეს რეკორდული ოდენო...
1741598279
ახალი ამბებიგოგა ხაინდრავა: ოლე-ოლა მცველებო! გენაცვალოთ როთი, ანელინა ბერბოკი და კაია კალასი!
ოლე-ოლა მცველებო! გენაცვალოთ როთი, ანელინა ბერბოკი და კაია კალასი! - წერს სოციალურ ქსელში კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა. „თქვენ რომ „ევროპულ" მომავალს იცავთ, ის გზა გლდანის ციხეში იწყება, ევროსკავშირის...
1741596355
ახალი ამბები„დადგება ოქტომბერი და ყველა ვნახავთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ დანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებში ყველა მიიღებს მონაწილეობას“ - შალვა პაპუაშვილი
„დადგება ოქტომბერი და ყველა ვნახავთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ დანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებში ყველა მიიღებს მონაწილეობას“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმ...
1741595218
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი სირიაში მიმდინარე მოვლენებზე: პასუხისმგებლობა სირიის შემდგომ განვითარებაზე აღებული აქვს დასავლეთს, ახლა საეჭვოდ არიან გაჩუმებულები და ასე აიღეს პასუხისმგებლობა უკრაინაზეც თავის დროზე
„ერთადერთი სურვილი მექნებოდა, რომ დასავლეთმა, რომელმაც პასუხისმგებლობა აიღო სირიაში მიმდინარე მოვლენებზე, ამ პასუხისმგებლობას შესაბამისად მოეპყროს და გავლენა იქონიოს იქ მიმდინარე მოვლენებზე“, - განაცხ...