„დარიალის“ უფროსის მოადგილე უკრაინის დეპორტირებულ მოქალაქეებზე: არ ფლობენ საზღვრის კვეთისთვის საჭირო დოკუმენტაციას, ამავდროულად, მათი ქვეყანაში შემოშვება არის პირდაპირ საფრთხესთან დაკავშირებული, რომ კიდევ ჩაიდენენ დანაშაულებს

სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის „დარიალის“ უფროსის მოადგილე ლუკა პაატაშვილი „ქრონიკასთან“ საუბრისას ეხმიანება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთიდან დეპორტირებული უკრაინის მოქალაქეები საქართველო - რუსეთის საზღვარზე იმყოფებიან.

ლუკა პაატაშვილი განმარტავს, რომ აღნიშნული პირები არიან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მხილებულები და მათი ქვეყანაში შემოშვება დიდ რისკს წარმოადგენს. გარდა ამისა, სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის დარიალის წარმომადგენელი ამბობს, რომ უკრაინის ამ მოქალაქეებს არ აქვთ არც შესაბამისი დოკუმენტები.

„ბოლო პერიოდში გახშირდა უკრაინის მოქალაქეების საზღვრის კვეთის მცდელობა საქართველოს საზღვარზე, თუმცა ზემოაღნიშნული უკრაინის მოქალაქეები არ არიან ტურისტულად მომავალი პირები. ეს პირები და მათი უმრავლესობა არიან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის გასამართლებული. როგორიც არის მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა, გაუპატიურება და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაული. კერძოდ, ნარკოტიკების გასაღება. შესაბამისად, ზემოაღნიშნული პირები არც ფლობენ საზღვრის კვეთისთვის საჭირო დოკუმენტაციას და ამავდროულად, მათი ქვეყანაში შემოშვება არის პირდაპირ საფრთხესთან დაკავშირებული, რომ ისინი კიდევ ჩაიდენენ დანაშაულებს. ისინი არიან დეპორტირებული რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში. დაახლოებით 80 ადამიანზეა საუბარი. ამ ეტაპზე მათი პირობები არის ნორმალური და იცდიან. არიან თუ არ არიან უკრაინის მოქალაქეები, არის დაუდასტურებელი, ვინაიდან არ აქვთ საჭირო დოკუმენტაცია“, - აღნიშნა ლუკა პაატაშვილმა.

ცნობისთვის, „ბიბისიმ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოლდოვამ უარი განაცხადა რუსეთის მიერ დეპორტირებული უკრაინის მოქალაქეების გატარებაზე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752679231

ახალი ამბები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ სანაპირო დაცვის დღე აღნიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დაარსებიდან 27 წელი შესრულდა. სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, პოლკოვნიკმა დავით თამაზაშვილმა სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორთან, I რან...

სასაზღვრო პოლიცია

1752678900

საზოგადოება

22:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე სოფელ გიორგიწმინდასთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე (სოფ....

 გიორგიწმინდა

1752677880

საზოგადოება

გივი ჩხარტიშვილი „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც მოქალაქე ამტკიცებს, რომ მერიას და გამგეობას არ შეუთავაზებია ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილეობა, სიცრუეს უწოდებს

„თევდორე მღვდლის N10-ში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით აღნიშნული პიროვნებისთვის, რომელიც „ტვ პირველის“ ეთერში ავრცელებს ინფორმაციას, მერიას და გამგეობას არ შეუთავაზებია ჩანაცვლების პროგრამაში მონაწ...

გივი ჩხარტიშვილი

1752676471

საზოგადოება

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს...

საქართველო

1752675482

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველო და თურქეთი მჭიდროდ თანამშრომლობენ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში

საქართველო და თურქეთი დღეს არამხოლოდ მეზობლები, არამედ პარტნიორები არიან, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ რეგიონული განვითარების, სტაბილურობისა და ეკონომიკური წინსვლისთვის. თურქეთი საქართველოსთვის ერ...

მარიამ ქვრივიშვილი