საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრ ომერ ბოლათს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა, რომელიც თბილისში საქართველო-თურქეთის ბიზნესფორუმის ფარგლებში იმყოფება.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და აღინიშნა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებებით, ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიური დინამიკა.

საუბარი შეეხო რეგიონული მნიშვნელობის ერთობლივ პროექტებს, ასევე - სავაჭრო ბრუნვის ზრდის დადებით ტენდენციას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობაზე.

პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, დიალოგისა და თანამშრომლობის გზით მაქსიმალურად შეუწყოს ხელი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას.

მთავრობის მეთაურმა თურქეთის დელეგაცია აბრეშუმის გზის მე-5 ფორუმზე მოიწვია, რომელიც თბილისში 22-23 ოქტომბერს გაიმართება.

შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752691227

მსოფლიო

ზელენსკიმ შმიგალი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარადგინა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა დოკუმენტებს დენის შმიგალის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ. „დილით შეხვედრა გვქონდა დენის შმიგალთან კონკრეტულად თავდაცვის საკ...

 შმიგალი

1752688899

მსოფლიო

დამასკოზე ისრაელის იერიშის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 34 კი დაშავდა

დამასკოზე ისრაელის იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა და დაშავდა 34 ადამიანი. ინფორმაციას „ბიბისი“ სირიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ინფორმაციისთვის, 16 ივლისს ისრაელმ...

დამასკოდამასკო

1752687764

საზოგადოება

მარიამ ლაშხმა და გიორგი გაბუნიამ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ პარლამენტის წევრებთან ერთად, გორის სახელმწიფო უნივერ...

მარიამ ლაშხ

1752687705

საზოგადოება

გიორგი ჩიმაკაძე ევროკომისიის წერილზე: არ გეგონოთ, რომ ქართველმა ხალხმა არ ვიცით როგორ ჩარბოდით „ენჯეოები“ და ოპოზიცია ცრუ „დანოსებით“ საქართველოსთვის ძირის გამოსათხრელად - თუ შედეგს მიაღწიეთ, არ გეგონოთ, რომ ვინმე სხვას დააბრალებთ

ევროკავშირ-ამერიკის ორი მოკავშირე სირია და ისრაელი კი ხედავთ ბომბავენ ერთმანეთის შენობებს და ჩვენ რაზე დაგვსდევენ სასაცილოა, ეკა გიგაურს და ნინო ლომჯარიას რომ არ გადავაყოლეთ ქვეყანა... აქაც კარგად ჩან...

გიორგი ჩიმაკაძე

1752684247

მსოფლიო

მარკო რუბიო: სავარაუდოდ, ისრაელსა და სირიას შორის გაუგებრობა მოხდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ სირიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში სირიელ დრუზებსა და ბედუინებს შორის მიმდინარე ბრძოლებმა, ისრაელისა და სირიის მთავრობებს შორის „გაუგებრობა“ გამოიწ...

 მარკო რუბიო