დავით ჩიხელიძე: ახლა სად არიან ის ლატვიელი პოლიტიკოსები, რომლებმაც საქართველოში ჩატარებული არჩევნები დაგვიწუნეს, რას ამბობენ საკუთარ ქვეყანაში ჩავარდნილი არჩევნების შესახებ? ჯერ დუმილს ინარჩუნებენ

„ლატვიაში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების ფონზე მაინც დაფიქრდით და დააფასეთ/აღიარეთ ცესკოს კომპეტენცია, პროფესიონალიზმი და ადმინისტრირების ხარისხი, რომელიც საქართველოში არჩევნების შეუფერხებლად და უხარვეზოდ ჩატარებას ახდენს!“, - ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

„ლატვიაში თვითმმართველობის არჩევნებმა სერიოზული ხარვეზებით და შეფერხებით ჩაიარა, ტექნიკური პრობლემების გამო ბიულეტენების ხელით დათვლა გახდა საჭირო, უბნების ნაწილზე სრული ქაოსი იყო, მანამ სანამ ხელით დათვლის გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, ქვეყნის პრეზიდენტის ედგარს რინკევიჩის განცხადებით - „სამწუხაროდ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და ციფრული განვითარების სახელმწიფო სააგენტომ საარჩევნო პროცესის ორგანიზება ვერ შეძლეს“ იცით რა არის ყველაზე საინტერესო? 2024 წელს საქართველოში გამართული არჩევნების შემდეგ ლატვიელი პოლიტიკოსები ერთ ერთი პირველნი იყვნენ, ვინც ცესკოს აკრიტიკებდა და ჩვენთან ჩატარებულ არჩევნებს იწუნებდნენ. ახლა სად არიან ის ლატვიელი პოლიტიკოსები, რომლებმაც საქართველოში ჩატარებული არჩევნები დაგვიწუნეს, რას ამბობენ საკუთარ ქვეყანაში ჩავარდნილი არჩევნების შესახებ? ჯერ დუმილს ინარჩუნებენ.

მათი განცხადებები საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ ლატვიელი დეპუტატი ზანდა კალნინა ლუკაშევიცა: შეიქმნას ისეთი საარჩევნო გარემო, რომელიც იძლევა საშუალებას, ჩატარდეს, ზოგადად, დემოკრატიული ახალი არჩევნები, რომელიც უნდა გამოცხადდეს მომდევნო თვეებში (მოწოდება საქართველოს მთავრობას) ინიარა მიუნიესე, ლატვიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე: ეს არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი.რიჰარდს კოლსი - ლატვიელი ევროპარლამენტარი; მოვითხოვთ სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს. და ა.შ.

ევროკრეტინებო, ხომ ხედავთ მორიგ ჯერზე მოგატყუეს, ყველა ის ბრალდება რომელიც საქართველოს ხელისუფლების თუ ცესკოს მიმართ არის გაჟღერებული უსაფუძვლოა, როგორ შეიძლება სხვას არჩევნებს უწუნებდე, ამ დროს კი საკუთარ ქვეყანაში არჩევნების ადმინისტრირებას ვერ ახდენდე. ეს ხომ დილეტანტიზმის მწვერვალია.

დაფიქრდით და მიხვდებით, რომ თქვენი მმართველები ფულით ნაყიდი იდიოტები არიან, რომლებიც არა ფაქტობრივი მტკიცებულებებით არამედ ფულის ოდენობის მიხედვით მსჯელობენ, თქვენ ამ, მართული იდიოტების სათამაშოები ხართ. ახლა დაფიქრდით თუ უფროსებად დილეტანტი იდიოტები გყავთ, თქვენ ვინ გამოდიხართ?“, - წერს ჩიხელიძე. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749402636

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ იცის, როგორი კრიმინალი არის მიხეილ სააკაშვილი

„ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ იცის, როგორი კრიმინალი არის მიხეილ სააკაშვილი“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. როგორც დეპუტატ...

ლევან მაჭავარიანი

1749400079

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: რაც არ უნდა ილაპარაკონ ქვეყნის გარეთ, ჩვენ თუ აქ, ჩვენს სამშობლოში არ გადავწყვიტეთ ჩვენი გადასაწყვეტი, რამდენიმე ათწლეულში ერი აღარ იარსებებს!

„რაც არ უნდა ილაპარაკონ ქვეყნის გარეთ, ჩვენ თუ აქ, ჩვენს სამშობლოში არ გადავწყვიტეთ ჩვენი გადასაწყვეტი, რამდენიმე ათწლეულში ერი აღარ იარსებებს!“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა...

მამუკა მდინარაძე

1749398450

მსოფლიო

Politico: ტრამპმა და მასკმა საჯარო კამათის შემდეგ ტელეფონით ისაუბრეს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და მილიარდერი ილონ მასკის წარმომადგენლებმა პარასკევს, 6 ივნისს, სატელეფონო საუბარი გამართეს, რის შემდეგაც სოციალურ მედიაში მკაცრი განცხადებების წერა შეწყდა. ამის შეს...

ილონ მასკის თქმით, ტრამპი USAID-ის დახურვაზე თანახმაა

1749396322

ახალი ამბები

პროკურატურამ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო

„საქართველოს პროკურატურამ სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელებული მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის მეუფე გიორგი ჯამდელიანის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, სადაც ის მისი განზრახ მკვლელობის...

 მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი

1749393923

ახალი ამბები

დავით სონღულაშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში იმყოფება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქ. ნიცაში მონაწილეობას მიიღებს გაეროს კონფერენციაში: „მდგრადი განვითარების მიზნებისთვის, ოკეანეებ...

დავით სონღულაშვილი