ლევან მაჭავარიანი გამჭვირვალობის კანონზე: ამბობდნენ, რომ თუ ამ კანონს მივიღებდით, ავკრძალავდით ოპოზიციურ ტელე არხებს, ენჯეო სექტორს, გავიდა ერთ წელზე მეტი, საზოგადოებამ ნახა, რომ ეს აბსოლუტურად ტყუილი იყო

რას ამბობდნენ ისინი [ოპონენტები] - რომ თუ ჩვენ ამ კანონს მივიღებდით, ავკრძალავდით ოპოზიციურ ტელე არხებს, ენჯეო სექტორს და თურმე, როგორ შეიძლებოდა, რომ ეჭვქვეშ დაგვეყენებინა დასავლელი დონორების მიერ გადმორიცხული ფული, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გამჭვირვალობის კანონზე საუბრისას.
„გავიდა ერთ წელზე მეტი, საზოგადოებამ ნახა, რომ ეს აბსოლუტურად ტყუილი იყო და იმაშიც დარწმუნდა, რომ EED -სთან და USAID -თან დაკავშირებით რა განცხადებებსაც ვაკეთებდით, ეს ყველაფერი სიმართლე იყო, რადგან აშშ-ის ადმინისტრაციამ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით ამხილა ეს ორგანიზაციები, როგორც კრიმინალური ორგანიზაციები“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ასევე, ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ფარულად შემოსვლის მიზანსა და დასავლეთიდან მისი გათავისუფლების მოთხოვნაზე.
„ესეც გაღიზიანებას იწვევს ჩვენს საზოგადოებაში. ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტურმა უმრავლესობამ იცის, როგორი კრიმინალია მიხეილ სააკაშვილი. როდესაც ყოველ რეზოლუციაში გვიწერენ, რომ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი და უნდა გავათავისუფლოთ, ამით რეპუტაციული კუთხით ჰარაკირის იტარებენ ის ევრობიუროკრატები, რომლებიც ამ კურსს არ უხვევენ, რადგან ისინი არ იცნობენ ქართველ ხალხს და წარმოდგენა არ აქვთ ჩვენი მოქალაქეების ხასიათთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
1749402636
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ იცის, როგორი კრიმინალი არის მიხეილ სააკაშვილი
„ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ იცის, როგორი კრიმინალი არის მიხეილ სააკაშვილი“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. როგორც დეპუტატ...
1749400079
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: რაც არ უნდა ილაპარაკონ ქვეყნის გარეთ, ჩვენ თუ აქ, ჩვენს სამშობლოში არ გადავწყვიტეთ ჩვენი გადასაწყვეტი, რამდენიმე ათწლეულში ერი აღარ იარსებებს!
„რაც არ უნდა ილაპარაკონ ქვეყნის გარეთ, ჩვენ თუ აქ, ჩვენს სამშობლოში არ გადავწყვიტეთ ჩვენი გადასაწყვეტი, რამდენიმე ათწლეულში ერი აღარ იარსებებს!“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა...
1749398450
მსოფლიოPolitico: ტრამპმა და მასკმა საჯარო კამათის შემდეგ ტელეფონით ისაუბრეს
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და მილიარდერი ილონ მასკის წარმომადგენლებმა პარასკევს, 6 ივნისს, სატელეფონო საუბარი გამართეს, რის შემდეგაც სოციალურ მედიაში მკაცრი განცხადებების წერა შეწყდა. ამის შეს...
1749396322
ახალი ამბებიპროკურატურამ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო
„საქართველოს პროკურატურამ სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელებული მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის მეუფე გიორგი ჯამდელიანის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, სადაც ის მისი განზრახ მკვლელობის...
1749393923
ახალი ამბებიდავით სონღულაშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში იმყოფება
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქ. ნიცაში მონაწილეობას მიიღებს გაეროს კონფერენციაში: „მდგრადი განვითარების მიზნებისთვის, ოკეანეებ...