დავით ჩიხელიძე: შაჰინის პოზიციით, დამნაშავის დაკავება დემოკრატიაზე დარტყმა ყოფილა, დანაშაულის ჩადენა, პარტნიორის მოტყუება და თანხის დაუფლების თაღლითური მცდელობა კი დემოკრატის უტყუარი გამოვლინება

ბაჩაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ყავლგასული სენატორის ჯინ შაჰინის განცხადება ადასტურებს, რომ დასავლეთში რაღაც ყარს! სენატორის პოზიციით, დამნაშავის დაკავება დემოკრატიაზე დარტყმა ყოფილა, დანაშაულის ჩადენა, პარტნიორის მოტყუება და თანხის დაუფლების თაღლითური მცდელობა კი დემოკრატის უტყუარი გამოვლინება, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, სენატორი შაჰინი, ქართული დამოუკიდებელი სასამართლოს საქმიანობაში ჩარევას და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დარტყმის მიყენებას რიგითი აგენტის, ბაჩიაშვილის გადასარჩენად ცდილობს, ვინაიდან, გიორგი ბაჩიაშვილი კოლექტიური დასავლეთის აგენტია და ამიტომ მოინათლა მისი დაკავება დემოკრატიაზე თავდასხმად.
„ბაჩაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ყავლგასული სენატორის ჯინ შაჰინის განცხადება ადასტურებს, რომ დასავლეთში რაღაც ყარს! სენატორის პოზიციით, დამნაშავის დაკავება დემოკრატიაზე დარტყმა ყოფილა, დანაშაულის ჩადენა, პარტნიორის მოტყუება და თანხის დაუფლების თაღლითური მცდელობა კი დემოკრატის უტყუარი გამოვლინება.
გახსოვთ რამდენიმე თვის უკან, ერთ ერთ საქმესთან დაკავშირებით, ამერიკის საელჩოს წარმომადგენელმა ქართველ მოსამართლეს ახსნა-განმარტება რომ მოსთხოვა? რაც რა თქმა უნდა ქართულ მართლმსაჯულებაში პირდაპირი ჩარევა იყო, ახლა შაჰინი ცდილობს ჩაერიოს ქართული დამოუკიდებელი სასამართლოს საქმიანობაში და დარტყმა მიაყენოს საქართველოს დამოუკიდებლობას, ის უმაღლეს დონზე ჩატარებული სპეცოპერაციის დაკნინებას ახდენს. რატომ? პასუხი მარტივია, რიგითი აგენტის ბაჩიაშვილის გადასარჩენად! დიახ ბაჩიაშვილი კოლექტიური დასავლეთის აგენტია, სწორედ ამიტომ მოინათლა მისი დაკავება დემოკრატიაზე თავდასხმად.
რეალობა შაჰინის განცხადებისგან, რადიკალურად განსხვავებულია, რეალურად ბაჩიაშვილი არის სტატისტიკური კრიმინალი, რომლის ადგილი ციხეში არის, ბაჩიაშვილის საქმე, საქართველოს და ქართული ძალოვანი უწყებების შეფასების კარგი ინდიკატორია. საქართველო არის ძლიერი დამოუკიდებელი ქვეყანა, სტრუქტურულად გამართული ძალოვანი უწყებებით, რომელთაც მათ წინაშე არსებული ამოცანის წარმატებით შესრულება შეუძლიათ!" - წერს დავით ჩიხელიძე.
1750165251
მსოფლიოიორდანიის მეფე: ისრაელის თავდასხმა ირანზე ადამიანებს მთელ მსოფლიოში საფრთხეს უქმნის
იორდანიის მეფის, აბდულას განცხადებით, ისრაელის თავდასხმამ ირანზე რეგიონული კონფლიქტი გლობალურ საფრთხემდე გააფართოვა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. „რადგან ისრაელმა საკუთარი შეტევა, ირანის ჩათვლით, გა...
1750164938
საზოგადოებამარნეულის ერთ-ერთი სოფლის არხში ჩვილის ცხედარი იპოვეს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში, არხში, ჩვილი ბავშვის ცხედარი იპოვეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით...
1750164244
საზოგადოებადავით მათიკაშვილი შაჰინის განცხადებებზე: როგორ უფრთხილდებიან საკუთარ აგენტებს საქართველოში და ცდილობენ, რომ მრავალმილიონიან ქურდობაში, მიტაცებაში ბრალდებული პირის, ბაჩიაშვილის დაპატიმრება დემოკრატიის უკუსვლად წარმოადგინონ
ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინის მიერ გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, ეს განცხადება, კიდევ ერთ...
1750163060
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი შაჰინის განცხადებაზე: გიორგი ბაჩიაშვილი ბრალდებულია თაღლითობაში, ისინი კი ხელს აფარებენ თაღლითს
ჟურნალისტებთან საუბრისას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი შეეხო აშშ-ის სენატორის ჯინ შაჰინის მიერ გაკეთებულ განცხადებას გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით. ლევან მაჭავარ...
1750162493
სპორტილაშა ბექაური მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა
ბუდაპეშტი მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე საშეჯიბრო დღეს, -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ტატამზე ორი ქართველი ძიუდოისტი, ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე წარდგნენ, მათგან ასპარეზობას მაისურაძე აგრძ...