დავით გურგენიძე: გიული ალასანიამ 2006 წელს რექტორს მიმართა წინადადებით, რომ უნივერსიტეტს შეექმნა სამეცნიერო სამაგისტრო სწავლების ცენტრი, ამის შემდეგ იწყება წნეხი უნივერსიტეტზე

„გიული ალასანიამ 2006 წელს მიმართა წინადადებით რექტორს, როდესაც პრეზიდენტი გახლდათ მიხეილ სააკაშვილი, რომ უნივერსიტეტს შეექმნა დასავლური ცივილიზაციის პროგრამების შემსწავლელი სამეცნიერო სასწავლო სამაგისტრო სწავლების ცენტრი. რექტორატმა ჩათვალა, რომ ქალბატონი გიულის ლიდერობით ბევრ წარმატებას მივაღწევდით. ამის შემდეგ იწყება წნეხი უნივერსიტეტის რექტორზე, აკადემიკოს რამაზ ხუროძეზე და მთელ რექტორატზე“,- ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონებრივი უფლებების ხელყოფის საქმე განიხილება.

„2004 წელს, როდესაც მთავრობა შეიცვალა, ქვეყანაც 2000 წლის მერე დაღვინდა, დაწყნარდა. უნივერსიტეტში მიმდინარეობდა უკვე სარემონტო სამუშაოები. უნივერსიტეტს შეეძლო კრედიტების აღება. დაიწყო სპორტული მოედნების რეკონსტრუქცია. უნივერსიტეტს ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დღევანდელი ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი რამაზ ხუროძე. საქართველოს ისტორიის კათედრაზე უნივერსიტეტის პროფესორი გახლდათ ყველასთვის კარგად ცნობილი ქალბატონი გიული ალასანია. როგორც ჩემთვის არის ცნობილი და ეს ფაქტი ყველამ იცის, ქალბატონმა გიული ალასანიამ 2006 წელს მიმართა წინადადებით რექტორს, როდესაც პრეზიდენტი გახლდათ მიხეილ სააკაშვილი, რომ უნივერსიტეტს შეექმნა დასავლური ცივილიზაციის პროგრამების შემსწავლელი სამეცნიერო სასწავლო სამაგისტრო სწავლების ცენტრი და ზუსტად აქედან იწყება [ბრძოლა] იმიტომ, რომ როდესაც ქვეყანას ებრძვიან იწყებენ უნივერსიტეტებთან, ინტელიგენციასთან და სარწმუნოებასთან ბრძოლას. ამ თხოვნის შემდეგ ჩვეულებრივად ჩამოყალიბდა ეს ცენტრი, რომელსაც გამოეყო უნივერსიტეტის 12 სალექციო ოთახი.

ყველას ეგონა, რომ ეს იყო საშური საქმე და როდესაც ამას პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა ჩაუდგებოდა სათავეში, უნივერსიტეტისთვის ეს იქნებოდა ძალიან დიდი გარღვევა საერთაშორისო სარბიელზე, თუმცა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს არასდროს აკლდა საერთაშორისო სარბიელზე ავტორიტეტი და არც დღეს აკლია. მაშინ ახალი საფუძველი ჰქონდა ჩაყრილი სოციალურ ჰუმანიტარულ მიმართულებებს ჩვენ უნივერსიტეტში და ასევე, რექტორატმა ჩათვალა, რომ ქალბატონი გიულის ლიდერობით ბევრ წარმატებას მივაღწევდით. ამის შემდეგ იწყება წნეხი უნივერსიტეტის რექტორზე, აკადემიკოს რამაზ ხუროძეზე და მთელ რექტორატზე. უნივერსიტეტში შემოდის კონტროლის პალატა და უნივერსიტეტი გადის ავტორიზაციას. ავტორიზაციას ხელმძღვანელობს განათლების სამინისტროდან, ჩვენთვის კარგად ცნობილი ქალბატონი ჩიორა თაქთაქიშვილი. უნივერსიტეტს უჩერდება ავტორიზაცია იმ მიზეზით, რომ მას არ ჰყოფნის ფართები. რა თქმა უნდა, ეს ბატონი ხუროძესთვის პიროვნულადაც, როგორც პედაგოგისთვის მძიმე დარტყმა იყო. მიხვდა, რომ უნივერსიტეტისთვის კიდევ მეტი დარტყმები იქნებოდა და პირადი განცხადების საფუძველზე გადადგა დაკავებული თანამდებობიდან“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744956549

საზოგადოება

დღეს წითელი პარასკევია - მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს

დღეს წითელი პარასკევია – ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. წითელ პარასკევს ტაძრებში წირვა არ აღევლინება,...

წითელი პარასკევია

1744956210

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

18 აპრილს, ქუთაისში დღისით +26 და ღამით +16 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ. მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც, დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15. ბათუმშიც მზია...

მზიანი ამინდი

1744920197

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: საფრანგეთის ელჩს „ნაცები“ რომ დემოკრატია ჰგონია და წამების სისტემის შემქმნელი პარტიის წარმომადგენლებისთვის ხელფასის გადახდას რომ ეძახის ადამიანი დემოკრატიის განვითარებას, ზედმეტია აქ საუბარი

 საფრანგეთის ელჩს „ნაცები“ რომ დემოკრატია ჰგონია, ესაა პრობლემა. წამების სისტემის შემქმნელი პარტიის წარმომადგენლებისთვის ხელფასის გადახდას რომ ეძახის ადამიანი დემოკრატიის განვითარებას, ზედმეტია აქ საუ...

პაპუაშვილი

1744919114

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: რასაც სჩადის ზოგიერთი ელჩი და ბიუროკრატი, ეს არის ანტი ევროპა

 რასაც სჩადის ზოგიერთი ელჩი და ბიუროკრატი, ეს არის ანტი ევროპა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. „დიდი ხნის განმავლობაში დომინანტი მსოფლიო პო...

პაპუაშვილჯ

1744915581

ახალი ამბები

სოზარ სუბარი ანაკლიის პორტზე: თუ ამერიკელები გვეტყვიან - ჩვენ არ შემოვდივართ, მაგრამ ჩინელებიც არ შემოუშვათო, სამაგიეროდ რას ვიღებთ? არაფერს. პირადად ჩემი პასუხი ამაზე არის - არავითარ შემთხვევაში!

 პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი ანაკლიის პორტში ჩინური კომპანიის შემოსვლის საკითხს მედიასთან ეხმიანება. დეპუტატის თქმით, არცერთ ამერიკულ კომპანიებს ინტერესი ა...

სოზარ სუბარი