დავით ჯიჯეიშვილი დედის თანხლებით, პოლიციის განყოფილებაში აღიარებით მივიდა - 20 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

დავით ჯიჯეიშვილი დედის თანხლებით, პოლიციის განყოფილებაში აღიარებით მივიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ის მის მიერ ჩადენილ ბრალეულ ქმედებას ათვითცნობიერებს, გულწრფელად ინანიებს მას და უკვე 29 ივლისიდან შესაბამისი სასჯელისთვის ემზადება, - ამის შესახებ ცხვარიჭამიაში, 20 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულის, დავით ჯიჯეიშვილის ადვოკატმა, გიორგი გვაჯაიამ განაცხადა.

„ამდენად, დღეს იმის ილუზია არ გვქონია, რომ შესაძლებელი იყო სასამართლოს რაიმე სხვა გადაწყვეტილება მიეღო. ჩვენს შორის გირაოს გამოყენების შესაძლებლობის საკითხი არც განხილულა. ის სასამართლოს აუცილებლად დეტალურ ინფორმაციას მისცემს“, - აღნიშნავს ადვოკატი.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ცხვარიჭამიაში 20 წლის ახალგაზრდის, მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ რვავე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მკვლელობაში ბრალდებული ბრალს ნაწილობრივ აღიარებს.

პროკურატურამ, სოფელ ცხვარიჭამიაში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ხულიგნობის ფაქტზე ერთ პირს, ხოლო გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების, დანაშაულის შეუტყობინებლობის და ხულიგნობის ფაქტებზე შვიდ პირს ბრალდება წარუდგინა.

შემთხვევა ცხვარიჭამიაში რამდენიმე დღის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, 20 წლის მირიან კუკავა მეგობრის დაბადების დღეზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ერთ-ერთმა ახალგაზრდამ, სავარაუდოდ, დავით ჯიჯეიშვილმა მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵ღმერ­თო, გა­დაგ­ვირ­ჩი­ნე ჩვე­ნი ბუთ­ქუ­ჩე­ლა. იბ­რძოლე სი­ცო­ცხლის­თვის, გთხოვ - მომღერალი მამუკა ონაშვილი ავარიაში მოყვა

🔵"კოჩანა, ირო კოჩანა, თეს ვაკო გურიშ გოჩამა" - "ქართული ოცნების" საკრებულოს წევრმა ჩხოროწყუდან საკუთარ გამონათქვამს ძეგლი დაუდგა

🔵აქ ვიღაცა ოპერატორს თუ ვიღაცას მოხვდა იმის გამო, რომ ჟურნალისტები გესლიანად ეპყრობოდნენ ხალხს - მეუფე სტეფანე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793369312

ახალი ამბები

ალუდა ღუდუშაური: ALDE-ს აქამდე არასდროს დაუგმია ძალადობა საქართველოში, თუმცა მკაფიო მხარდაჭერას უცხადებს და ქომაგობს „ლელოს“, რომლის წევრიც, ბატონი ელისაშვილი გახლავთ მსჯავრდადებული ტერორიზმის მუხლით

„ALDE მკაფიო მხარდაჭერას უცხადებს და ქომაგობს „ლელოს“, რომლის წევრიც, ბატონი ელისაშვილი გახლავთ მსჯავრდადებული ტერორიზმის მუხლით“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომი...

ალუდა ღუდუშაური

1793367369

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე ჯანმოს გენერალური დირექტორობის კანდიდატ ჰანს კლუგეს შეხვდა

მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორობის კანდიდატს, ჰანს კლუგეს, შეხვდა. ჰანს კლუგე წლების განმავლობაში ჯანმოს ევროპის რეგიონული დირექტორის თანამდებობას იკავებდა. ამ...

ჰანს კლუგე

1793365931

ახალი ამბები

დონალდ ტრამპი ირანის ომზე: ის მალე დასრულდება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომი მალე დასრულდება, თუმცა არ აკონკრეტებს, როგორ შეიძლება, ეს მოხდეს. „ყველაფერი მალე დასრულდება. ჩვენ გარანტია გვჭირდება, რომ ბირთვული იარაღი...

 ტრამპი ტრამპი

1793365902

საზოგადოება

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5992 ლარი გახდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 30 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.5992 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5959 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...

ლარის კურსი, ვალუტა

1793364953

საზოგადოება

ირაკლი ზარქუა: ბიძინა ივანიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, როდესაც სახელმწიფოს ბიუჯეტს ელემენტარული რესურსებიც კი არ ჰქონდა, პირადი სახსრებით აფინანსებდა ქართულ ჯარს, პოლიციას, პედაგოგებსა და ათიათასობით საჯარო მოხელეს

„ბიძინა ივანიშვილმა წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის განვითარებას დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი მოახმარა, საკუთარი ქონების უდიდესი ნაწილი ფონდ „ქართუს“ გადასცა, რომელიც დღემდე არაერთ მნიშვნელოვან საქვ...

ირაკლი ზარქუა