დავით მათიკაშვილი 17 მაისზე: მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო პატრიარქს ამ გამორჩეული დღესასწაულისთვის და ასევე, მადლობა ქართველ ხალხს, ჩვენს ერს ერთსულოვანი მხარდაჭერისთვის ოჯახური ტრადიციული ღირებულებების მიმართ

მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო კათოლიკოს-პატრიარქს ამ უდიდესი, გამორჩეული დღესასწაულისთვის და ასევე, მადლობა ქართველ ხალხს, ჩვენს ერს იმ ერთსულოვანი მხარდაჭერისთვის ოჯახური ტრადიციული ღირებულებების მიმართ - ეს იყო დემონსტრირება ქვეყნის ერთსულოვნების, ერისა და ბერის ერთად დგომის. ეს იყო გამორჩეული გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა 17 მაისის, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეზე საუბრისას.
მისივე თქმით, ამ დღეს გამართულ ღონისძიებას მხოლოდ მცირე ჯგუფი არ შეუერთდა.
„ოჯახი არის სახელმწიფოს ქვაკუთხედი. ეს ყველაზე კარგად იცის ქვეყნის კათალიკოს-პატრიარქმა და სწორედ ამიტომ, დღე, რომელიც მავანს სურდა, რომ ყოფილიყო განხეთქილების, გახლეჩის დღე, რომ ყოფილიყო უკუღმართი პროპაგანდის ამსახველი დღე, პირიქით, მათ მიიღეს ერთიანობის, ერთად დგომისა და ტრადიციებისადმი გამორჩეული ერთგულების დღე. ეს არის სწორედ ის, რაც ნამდვილად მისალოცია ჩვენი ხალხისთვის“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
1747589676
ახალი ამბებიპრემიერი: გვაქვს ინტერესი, გადაიტვირთოს და ჩამოყალიბდეს სამართლიანი ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის, ჩვენი მოლოდინი ეფუძნება ღირებულებით თანხვედრას პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან
„4 წელი გვიწევდა ბრძოლა სუვერენიტეტისთვის, ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის, ასეთ დროს, ქართველი ხალხის, ისევე, როგორც ხელისუფლების მოლოდინი იყო ის, რომ მეტ ყურადღებას გამოავლენდნენ ჩვენს მიმართ, თუმცა...
1747587562
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე „მეგობარი აქტის“ საპასუხოდ პარლამენტის მიერ მიღებულ განცხადებაზე: აუცილებელი იყო, რომ ჩვენ ფაქტობრივი, რეალური ინფორმაცია აგვესახა აქტში და ამით პასუხი გაგვეცა ამ ბრალდებებისთვის
„საჭირო იყო პასუხის გაცემა იმ უსაფუძვლო, დაუსაბუთებელ ბრალდებებსა და დეზინფორმაციაზე, რომელიც აქტში იყო ჩაწერილი, ამიტომ აუცილებელი იყო, რომ ჩვენ ფაქტობრივი, რეალური ინფორმაცია აგვესახა აქტში და ამით...
1747585296
ახალი ამბებიპროკურატურამ, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, თბილისში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ...
1747583111
ახალი ამბებილაშა ბექაური ლა ნუსიას ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია
ესპანეთში მიმდინარე ევროპის ღია პირველობაზე ქართველი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა – ლაშამ ტურნირის ფინალში ესპანელი დანიელი ნიეტო-ტრინიდაი 8 წაამში დაამარ...
1747582535
საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტროს მინი ფეხბურთის გუნდი ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის სუპერლიგის გამარჯვებული გახდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საფეხბურთო გუნდმა ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის სუპერლიგის ფინალურ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო და გამარჯვება მოიპოვა. ფინალურ მატჩში ერთმანეთს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინ...