დავით მათიკაშვილი დასავლეთის კრიტიკაზე: რეალურად არანაირ შანტაჟს საქართველოს წინააღმდეგ, ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ, ეფექტი არ აქვს

„ცრუ ნარატივები, ფარატინა ფურცლები და აქტები, გარკვეული დასავლური ძალების მხრიდან - არაფერს ნიშნავს, რადგან შანტაჟს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, არანაირი ეფექტი არ მოაქვს,“ - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა კითხვაზე, როგორია მმართველი გუნდის პოზიცია დასავლეთიდან წამოსულ, სხვადასხვა მანიპულაციურ ქმედებებსა თუ განცხადებებზე.
„ცრუ ნარატივები, რომლითაც სავსეა ეთერი და განსაკუთრებით იმ ძალებისგან, ვისთვისაც ჩვენი ქვეყნის პროგრესი, წინსვლა, აშკარად, არასასიამოვნო და არასასურველი შედეგია - არაფერს ნიშნავს. ისედაც, ჩვენ არაერთგზის გვინახავს და კიდევ ერთი, ფარატინა ფურცლით მეტი იქნება, თუ ნაკლები ამით, ბუნებრივია, არაფერი შეიცვლება.
მთავარია, რა წერია ამ ფურცელში და როდესაც ამ ფურცელში წერია ის, რომ, მაგალითად, სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი და ქვეყანაში მიდის პოლიტიკური დევნა, ვიღაცების მიმართ და ა.შ. არის სრულიად ამორფული, რეალობას მოწყვეტილი და ისეთი ფსევდო ფაქტებია მითითებული, რომლებისაც თვითონაც არ სჯერათ. რა ძალა უნდა ჰქონდეს ასეთ დოკუმენტებს? - იქნება ეს ევროპის სახალხო პარტიიდან, თუ რაღაც ე.წ. მეგობრობის, სინამდვილეში კი, ცინიზმის და მტრული განწყობის აქტიდან, რასაც ვუწოდებთ ჩვენ. ამ ყველაფერს საზოგადოება კარგად ხედავს, კარგად გრძნობს, რომ რეალურად, არანაირ შანტაჟს საქართველოს წინააღმდეგ, ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ, ეფექტი არ აქვს.
საზოგადოება, ქართველი ხალხი საკმაოდ შეგნებულად, გააზრებულად იგებს და იაზრებს იმას, თუ რა ხდება ჩვენს გარშემო და ამიტომ, ის მხარდაჭერა, რომელიც 1 120 000 ადამიანის მხრიდან მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან ნათელი და მკაფიო მესიჯია, რომელიც ჩვენი საზოგადოებისგან ჩვენ გვესმის. ეს ერთადერთ რამეზე მეტყველებს - ქვეყანა არის ერთიანი, ქვეყანა დგას ფეხზე და მას, ასეთი შანტაჟებით და ფარატინა ქაღალდებით, ბუნებრივია, ვერ დააშინებენ“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
1746116128
მსოფლიოჯეი დი ვენსი: უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულების ხედვასთან დაკავშირებით ძალიან დიდი უფსკრულია - ტრამპის ადმინისტრაცია იმუშავებს მხარეების დასაახლოებლად
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულების ხედვასთან დაკავშირებით ძალიან დიდი უფსკრულია, ამიტომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია იმუშავებს მხარეების დ...
1746114083
საზოგადოებასაქართველოს საგარეო უწყება შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ სოხუმის აეროპორტის უკანონო ამოქმედებისა და ოკუპირებულ აფხაზეთში საჰაერო მიმოსვლის განხორციელების დაწყების გამო
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ სოხუმის აეროპორტის უკანონო ამოქმედებისა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში საჰაერო მიმოსვლის განხორციელების დაწყების გამო“, - ა...
1746112394
საზოგადოებადიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ ინფორმაცია მოისმინა
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში 2024 წელს გაწეული საქმიანობისა და 2025 წელს დაგეგმილი ღ...
1746110793
საზოგადოებაგიორგი კალანდარიშვილი: თუ ნახავთ ეუთო/ოდირის ანგარიშებს სხვადასხვა ქვეყნებზე, დარღვევები არჩევნების პროცესში ჩვეულებრივი მომენტია. ინსტიტუცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მნიშვნელოვანი დარღვევები არ იყოს
თუ ნახავთ ეუთო/ოდირის ანგარიშებს სხვადასხვა ქვეყნებზე, დარღვევები ამ პროცესში ჩვეულებრივი მომენტია. მთავარია ეს დარღვევა არ იყოს ისეთი, რომელსაც გავლენის მოხდენა შეუძლია როგორც შედეგებზე, ასევე არჩევნ...
1746108655
საზოგადოებათურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა
თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ კალანდიამ, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს, რწმუნებათა სიგელები გადასცა - ინფორმაციას საქართველოს საგარეო...