საქართველოს საგარეო უწყება შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ სოხუმის აეროპორტის უკანონო ამოქმედებისა და ოკუპირებულ აფხაზეთში საჰაერო მიმოსვლის განხორციელების დაწყების გამო

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ სოხუმის აეროპორტის უკანონო ამოქმედებისა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში საჰაერო მიმოსვლის განხორციელების დაწყების გამო“, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საგარეო საქმეთა სამინისტრო განაგრძობს შესაბამისი საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედებას და მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას.

„რუსული ავიაკომპანიის მიერ 2025 წლის 1-ელ მაისს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ავიარეისის უკანონოდ შესრულება, ისევე, როგორც საოკუპაციო რეჟიმთან დადებული ე.წ. შეთანხმება სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემისა და ექსპლოატაციის შესახებ, წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების, მათ შორის გაეროს წესდების და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) კონვენციის უხეშ დარღვევას, რომლის წევრებიც არიან როგორც საქართველო, ასევე რუსეთის ფედერაცია.

ასევე შემაშფოთებელია რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში მ.წ. 1-ელ მაისს სარკინიგზო მიმოსვლის განხორციელება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო განაგრძობს შესაბამისი საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედებას და მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ მიმართულ ქმედებებზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციის და ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746116128

მსოფლიო

ჯეი დი ვენსი: უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულების ხედვასთან დაკავშირებით ძალიან დიდი უფსკრულია - ტრამპის ადმინისტრაცია იმუშავებს მხარეების დასაახლოებლად

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულების ხედვასთან დაკავშირებით ძალიან დიდი უფსკრულია, ამიტომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია იმუშავებს მხარეების დ...

ჯეი დი ვენსი

1746112394

საზოგადოება

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ ინფორმაცია მოისმინა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში 2024 წელს გაწეული საქმიანობისა და 2025 წელს დაგეგმილი ღ...

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტ

1746110793

საზოგადოება

გიორგი კალანდარიშვილი: თუ ნახავთ ეუთო/ოდირის ანგარიშებს სხვადასხვა ქვეყნებზე, დარღვევები არჩევნების პროცესში ჩვეულებრივი მომენტია. ინსტიტუცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მნიშვნელოვანი დარღვევები არ იყოს

თუ ნახავთ ეუთო/ოდირის ანგარიშებს სხვადასხვა ქვეყნებზე, დარღვევები ამ პროცესში ჩვეულებრივი მომენტია. მთავარია ეს დარღვევა არ იყოს ისეთი, რომელსაც გავლენის მოხდენა შეუძლია როგორც შედეგებზე, ასევე არჩევნ...

გიორგი კალანდარიშვილი

1746109957

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი დასავლეთის კრიტიკაზე: რეალურად არანაირ შანტაჟს საქართველოს წინააღმდეგ, ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ, ეფექტი არ აქვს

„ცრუ ნარატივები, ფარატინა ფურცლები და აქტები, გარკვეული დასავლური ძალების მხრიდან - არაფერს ნიშნავს, რადგან შანტაჟს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, არანაირი ეფექტი არ მოაქვს,“ - განაცხადა გადაცემ...

დავით მათიკაშვილი

1746108655

საზოგადოება

თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ კალანდიამ, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს, რწმუნებათა სიგელები გადასცა - ინფორმაციას საქართველოს საგარეო...

ელჩიელჩი